მაშინვე ჰარისკენ გავიქეცი, მაგრამ იქ აღარ დამხვდა. ალბათ ისევ იმ უცნობ ქალს გაჰყვა. ძალიან ავნერვიულდი. არ ვიცოდი რატომ, ან საერთოდ რისთვის გამოიძახეს ისინი. იქვე ჩამოვჯექი და ისე მოვუცადე ჰარის. ნერვიულობისგან, წყლის ბოთლი, რომელიც ხელში მეჭირა სულ დავცალე და მთლიანად დავჭმუჭნე. ამას ვერ ვხვდებოდი, სანამ ვიღაც უცნობმა, ბოთლი ხელიდან არ წამგლიჯა და იქვე მდგომ ურნაში ჩააგდო. ძალიან შემრცხვა, მაგრამ რას ვიზამდი. ნერვიულობამ ასე იცის.
მთელი ეს დრო, კარს ვუყურებდი, რომელშიც ჰარი გაუჩინარდა. ოცი წუთი არ იქნებოდა გასული, რომ კარი გაიღო. მაშინვე სკამიდან წამოვხტი. ჰარი, რომელსაც ცოტა ხნის წინ სახეზე ფერი არ ედო, ახლა თვალები უბრწყინავდა და ყურებამდე იღიმებოდა.
მაშინვე მასთან მივიჭერი და გაოცებული სახით შევხედე, ისევ გაუგებრობაში ვიყავი და იმიტომ. მან კი ხელში ამიტაცა და დამაფრიალა, შემდეგ მაგრად ჩამეხუტა და დაბლა დამსვა. მივხვდი, რომ რაღაც სასიხარულო მოხდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს რაღაც.
− ჰარი, რა ხდება?-ვკითხე დაბნეულმა.
− კეიტიიი, იცი რა მოხდაა?-სიხარულისგან თითქმის კიოდა.
− რა მოხდა, აღარ იტყვი?-ვუყვირი მას.
− შემდეგ ტურში გადავედი!!! ისევ შოუში ვარ!!! მაგრამ მარტო არ ვარ...
− რააა? ხუმრობ? ძალიან მაგრია, ჰარიიი!! როგორ გამახარეე და რას ნიშნავს მარტო არ ხარ?-უცებ გავაანალიზე მისი ბოლო სიტყვები.
− ხოო ასეა, ახლა ბენდი მყავს. ხუთნი ვართ. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებიან. სახელები არ მახსოვს, იმიტომ რომ ჯერ მათ არ ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გაგაცნობ ყველას.-ჰარი, ძალიან გახარებული ჩანდა, როდესაც ამ ყველაფერს მიყვებოდა, ამიტომ მეც პოზიტიურ ხასიათზე დავდექი.
− ვაუ!! მაგარია!! აუცილებლად უნდა გამაცნო ყველა და კიდევ, როგორც ვიცი ბოიბენდები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე სოლო მემღერლები ასე რომ ძაან მაგარია!!!-როგორც კი წინადადება დავამთავრე, ჰარი ისევ ძლიერად ჩამეხუტა და ასე იყო, სანამ ხელების ფართხალი არ დავიწყე, ჟანგბადის უკმარისობის გამო.
YOU ARE READING
What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)
Fanfictionკეიტი ბლექის და მისი საუკეთესო მეგობრის ცხოვრევა იცვლება.. ამას არავინ მოელოდა.. 16 წლის თინეიჯერი მეგობრების ცხოვრება სურპრიზებით არის აღსავსე მაგრამ მოულოდნელად რაღაც იცვლება...