საუზმის შემდეგ ჯონგუკმა გასეირნება და წარსულის გახსენება გადაწყვიტა.
გზად მას ნაცნობი პარკები და სახეები ხვდებოდა. იმ დროს კი თავი მთელი ამ ხნის მანძილზე, თითქოს თავისუფლად და მშვიდად იგრძნო.თანდათან კი დრო შეუმჩნევლად გადიოდა.
მთელი დღის სეირნობის მანძილზე, ომეგამ მოასწრო კაფეში შევლა, სადაც რამიონი შეუკვეთა, რომლის გემოც ჯონგუკს ბავშვობას ახსენებდა. ამერიკაში ნამდვილად არ იყო ასეთი რამიონები, რის გამოც ჯონგუკი იმდენად მოშიებული იყო, რომ მეორე პორციაც შეუკვეთა.
ომეგამ ასევე მაღაზიაში შევლა და ხატვისთვის საჭირო ნივთების შეძენაც მოასწრო. რათქმაუნდა მას სხვა მრავალი ჰობიც ქონდა, მაგრამ ხატვისათვის თავი არ დაუნებებია, რადგან ის მისი ცხოვრების არსი იყო.
ამერიკაში ყოფნის დროს ჯონგუკი ხატავდა, იმდენად კარგად, რომ მის ზოგიერთ ნამუშევარს ყიდულობდნენ კიდეც. მისი ოთახის მეზობელი- ჰოსოკი ხშირად მას ,,ახალგაზრდა ვანგოგს ეძახდა,,.
ყველა საჭირო ნივთის ყიდვის შემდეგ ჯონგუკმა გადაწყვიტა კიდევ რამდენიმე ხანი გაევლო ქუჩებში, რათა უფრო დიდხანს არ ენახა თავისი ძმა.
ჯონგუკმა ვერც კი შენიშნა როგორ აღმოჩნდა მისთვის სრულიად უცხო ადგილას.
იქაურობაზე დაკვირვების შემდეგ ომეგას ვერ გაეგო თუ სად იმყოფებოდა ის.- ამის დედაც...- ჩუმად ჩაილაპარაკა მან- ახლა რა გავაკეთო?
სანამ ბიჭუნა იქაურობას ათვალიერებდა, რათა რაიმე ნაცნობი მაინც ეპოვა, ამასობაში თანდათან ჩამობნელდა, მას კი უფრო და უფრო იტანდა ნერვიულობის განცდა.
მარტო.
ომეგა.
მისთვის უცნობ ტერიტორიაზე.
მალე დენა ეწყება...
ბოლოს სიტყვის გაფიქრება ჯონგუკს ნერვიულობას უფრო ჰგვრიდა.
რადგან შესაძლოა გზად ალფას გადაჰყროდა, აი მაშინ კი ნამდვილად ვერაფერი უშველიდა. გაუპატიურების მსხვერპლი კი ნამდვილად არ სურდა, რომ გამხდარიყო.
ამიტომ დაუფიქრებლად დარეკა ნაცნობ ნომერზე, იმისდა მიუხედავად, რომ თავიდან ამის გაკეთება ნამდვილად არ სურდა...
YOU ARE READING
Mʏ Bʀᴏᴛʜᴇʀ Is Mʏ Pᴀʀᴛʜɴᴇʀ (დროებით შეჩერებული)
Romanceისინი მეწყვილეები არიან, მაგრამ ძმები... როდესაც ის მთელი სულით გძულს...როდესაც მისი დანახვაც კი არ გინდა...როდესაც მისი არსებობაც კი გაწუხებს... როდესაც სული დამძიმებულია...როდესაც თვალები მას ეძებეს... როდესაც ერთმანეთი გიზიდავთ...როდესაც ძმები ხ...