- შენი ძმა ჩამოდის, ახლა - გახარებული ხმით საუბრობდა ქალბატონი ჯეონი - ყველაფერი ისე სპონტანურად მოხდა შვილო... ოჰ, შენ მის დასახვედრად უნდა წახვიდე, ხომ იცი ჩვენც შევხვდებოდით მაგრამ სხვა კონტინენტზე ვართ..
- რატომ ბრუნდება? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა თეჰიონმა
- ოჰ, შვილო... მისი სწავლა ამერიკაში უკვე დასრულდა, ამიტომ ის უკან ბრუნდება - ქალის ხმა იმდენად ხალისიანი იყო, რომ თითქოს მზად იყო მთები გადაეადგილებინა- ხუთი წელი გავიდა... ისე სწრაფად... შენი ძმა ძალიან გაიზარდა...
- დედა გთხოვ, უბრალოდ იქ დარჩეს...- ტუჩების მოკუმვით ჩაილაპარაკა თეჰიონმა. თავისი ძმის ნახვა, კატასტროფულად არ სურდა. ბავშვობის მოგონებები თავის როლს თამაშობდნენ.
- რატომ საუბრობ ასე თეჰიონ?!- გაუკვირდა ქალს - ის შენი ძმაა. ვალდებული ხარ გიყვარდეს და ზრუნავდე მასზე.
- Დედა, არ შეიძლება თქვენთან რომ ჩამოვიდე?
- შვილო გეყოფა სისულელეებზე საუბარი. შენი ძმა ჩამოდის და ვალდებული ხარ, ქალაქში კომფორტულად მოწყობაში დაეხმარო მას.
- Არ შეიძლება, რომ სხვა დაეხმაროს?
- მისი თვითმფრინავი ნახევარ საათში ჩამოფრინდება. თუ მას არ Დახვდები, დაივიწყე ბინაზე საუბარი... - მკაცრად გააბრთხილა ქალმა, რის შემდეგაც ყურმილი დაკიდა.
- პიზდეც - ღრმად ამოისუნთქა თეჰიონმა - რა ჯანდაბად გადაწყვიტა უკან დაბრუნება? სწავლა დაასრულა... და მერე რა? შეეძლო კიდევ გაეგრძელებინა ცხოვრება თავის ამერიკაში...
მაგრამ უკვე ვეღარაფერს გააკეთებდა, დედის სიტყვის წინააღმდეგ თეჰიონი იშვიათად მიდიოდა, ამიტომ მოუწია მომზადებულიყო და წასულიყო თავისი საძულველი ძმის დასახვედრად. საათ-ნახევარში, თეჰიონი უკვე იდგა და უცდიდა როდის გამოჩნდებოდა ჯონგუკი.
ლოდინით დაღლილმა, ალფამ გადაწყვიტა ჯიმინისთვის მიეწერა, რომელიც ახლა წესით თავის ნათესავებთან უნდა იყოს.
YOU ARE READING
Mʏ Bʀᴏᴛʜᴇʀ Is Mʏ Pᴀʀᴛʜɴᴇʀ (დროებით შეჩერებული)
Romanceისინი მეწყვილეები არიან, მაგრამ ძმები... როდესაც ის მთელი სულით გძულს...როდესაც მისი დანახვაც კი არ გინდა...როდესაც მისი არსებობაც კი გაწუხებს... როდესაც სული დამძიმებულია...როდესაც თვალები მას ეძებეს... როდესაც ერთმანეთი გიზიდავთ...როდესაც ძმები ხ...