Doll

3.3K 149 64
                                    

-კარგი რა ჯონგუკ! მორჩი უკვე მგლოვიარობას და გამოდი სახლიდან! საკმარისია ამდენი თვითგვემა! შენც ჩემზე უკეთ იცი, რომ ეს არაფერს მოგიტანს! გგონია თუ ასე მოქცევას გააგრძელებ ის სასწაულებრივად დაბრუნდება? სამი წელი გავიდა უკვე მას შემდეგ ჯონგუკ..! სამიი! აყვირდა ჰოსოკი და ხელები უკმაყოფილოდ დაჰკრა მაგიდას.

ჯონგუკმა გრძელ თმაში შეისრიალა ხელის ფალანგები და ყორანივით  შავი დალალები ყურს უკან გადაიწია. შემდეგ კი თითები ახლად წამოსულ გიშრისფერ წვერზე გადაატარა.

-რა გინდა ჰოსოკ? ამოიოხრა დაღლილმა და ფეხები უკმაყოფილოდ ჩამოალაგა მაგიდიდან.

-ახლავე ჩემთან ერთად წამოხვალ! დაიღრინა, ხელი ძლიერად წაავლო მაჯაში და ფეხზე წამოაყენა.

-ჰოსოკ სად მივდივართ?! გაბრაზდა  ჯონგუკი.

-შენთვის სათამაშო უნდა შევიძინო!

-რა?! გაიცინა ჯონგუკმა. -შენ რა სულ გააფრინე? დამცინი არა? გაღიზიანდა ჯონგუკი და ხელი მაშინვე გააშვებინა.

-არავითარი ხუმრობა! ეს იქნება პატარა საჩუქარი ჩემგან იმისთვის, რომ სხვა რამეზე გადაერთო..

-ჰოსოკ მემგონი მართლა გაგიჟდი.. ჩაიცინა და მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი. -მიდი დაისვენე.. მე საქმეები მაქვს.. ნუ მაცდენ კარგი? ზურგი აქცია და კვლავ სავარძლისკენ წავიდა, თუმცა ჰოსოკი არ დანებდა.

-ჯონ ჯონგუკ! იყვირა ჰოსოკმა, როცა უკვე დაჯდომას აპირებდა. -ამ ერთხელ.. ჯონგუკი შეყოყმანდა, ნელა შემოტრიალდა და მეგობარი უცნაური მზერით დაასაჩუქრა.. -შანსი მომეცი.. თუ ჩემი წამოწყება შენში ინტერესს არ გამოიწვევს გპირდები გავჩერდები. ნიკაპი მაღლა, თამამად ასწია და მზერა დაუპირისპირა.

ჯონგუკმა უნდობლად მოჭუტა თვალები. მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მეგობარი საეჭვოდ შეათვალიერა.

-მპირდები?

-გპირდები!

**************

Deal -გარიგებაWhere stories live. Discover now