Midnight talk

1.3K 132 73
                                    

ცოტა დაგიგვიანეთ თავი. მაგრამ გამოვჩნდი ისევ..

იმედია მოგეწონებათ..

თქვენი ემოციები მეხმარება და მოტივაციას მაძლევს.. 🌻

ამიტომ დავოუთება და აზრის გამოთქმა არ დაგავიწყდეთ..

//////////////

ჯიმინი უმოძრაოდ იწვა. ჯერ კიდევ არ შეეძლო სხეულის დამორჩილება. შეშინებული თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებდა და შეშფოთებული ღრმად სუნთქავდა.

-ეს არ გააკეთოთ.. გთხოვთ.. ამოიტირა ყბის ცახცახით.

ჯონმა საწოლის გვერდით მდებარე ტუმბოს უჯრიდან ხელბორკილი ამოიღო და მაჯებზე საიმედოდ შეკრა. შემდეგ კი ხელები საწოლის თავზე დაამაგრა ჯაჭვით. ჯიმინი გაუცნობიერებლად ტიროდა. თავის სტიქიაში მყოფი ჯონგუკი კი ყურადღებას არ აქცევდა და მის მზადებას განაგრძობდა.

მომტირალ ბიჭთან ახლოს დაიხარა, ტუჩებთან ბოთლით სითხე მიუტანა და ლოყებზე თითები იქამდე მოუჭირა, სანამ პირი არ შეხსნა. შემდეგ კი გაურკვეველი სითხე ჩაასხა. რის გამოც ჯიმინი მაშინვე ხველებას მოჰყვა, პირში დაგროვილი მთელი სითხე კი პირდაპირ სახეში შეაფურთხა. ჯონგუკს მის საქციელზე მხოლოდ სიბრაზისგან გაეცინა და კბილები ხმაურიანად გააკაჭუნა. სახე მშრალი ტილოთი სწრაფად ჩამოწმინდა. ხელი თავის ქვეშ მყარად შეუცურა, კისერი დაუჭირა, სახე წამოაწევინა და სითხის დაალევა მაინც ბოლომდე აიძულა.

-აუცილებლად მოგკლავ! დაიჯღანა ჯიმინი უგემური გემოს შეგრძნებისთანავე, რომელიც პირიდან მთელს ყელში გავრცელდა.

ჯონგუკი საწოლის გვერდით ჩამოჯდა და ბიჭს საბანი ნახევრად მიაფარა. ჯიმინი კი თანდათან გრძნობდა როგორ უბრუნდებოდა მგრძნობელობა და მაშინვე ძლიერად გამოქაჩა მჭიდროდ დამაგრებულ ბორკილებს.

-რა დამალევინე? დაიღრინა და ჯონგუკს ბრაზით სავსე თვალებით ახედა.

-თავს უკეთ გრძნობ არა? გაიღიმა ჯონმა.

-რა ჯანდაბას მიკეთებ?! ჯიმინმა დააიგნორა მისი კითხვა და კიდევ ერთხელ უყვირა.

Deal -გარიგებაWhere stories live. Discover now