Plan

1.2K 124 28
                                    

ვიმედოვნებ, რომ საინტერესო თავი გამოვიდა...

/////////////

ჯონგუკისა და ჯიმინის ბოლო შეხვედრის შემდეგ ორი დღე გავიდა. ამ დროის მანძილზე კი ტყვეობაში მყოფ ბიჭს საჭმელისა და სასმელისთვის პირიც აღარ დაუკარებია. კარგად იცოდა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შეძლო იმ ღამით სხეულის დამორჩილება, წინააღმდეგობის გაწევა და ყველაზე უარესი... მისი მოწამლული სხეული დადებითად რეაგირებდნენ ჯონგუკის შეხებებზე. მიუხედავად იმისა, რომ მას სძულდა ეს შეხებები სასოწარკვეთილ სიამოვნებას იღებდა ამით. იცოდა, რომ ეს არასწორი იყო და ის მოწამლეს. თუმცა მის სხეულს ამის გაგება არ სურდა. ის მხოლოდ მიღებულ სიამოვნებაზე იყო ორიენტირებული.

ის ღამე ჯიმინმა იმ ოთახში გაატარა და შეძლო, რომ ამ ერთ ღამეში მოესწრო საშინლად შეეძულებონა იმ ოთახის თითოეული დეტალი. მას შემდეგ რაც თავის ოთახში დააბრუნეს მხოლოდ აბაზანის ონკანის წყალს იღებდა. ორი დღის განმავლობაში შეძლო საღ აზრზე მოსვლა და სხეულის ბოლო უჯრედამდე დამორჩილება, თუმცა შიმშილის გამო ძალიან სუსტად გრძნობდა თავს. შიგადაშიგ კუჭი აწუხებდა, თავბრუეხვეოდა და ძალა სრულიად გამოეცალა.

დილაობით ყოველთვის ბანაობდა გრილი წყლით, რათა დაკარგული ენერგია წყლით აღედგინა. მსუბუქ და არადამტვირთავ ვარჯიშებსაც  აკეთებდა, რათა არ მოდუნებულიყო. კარადაზე სუფთა ტანსაცმელს და თეთრეულს ყოველ დილით უტოვებდნენ. ამაზე უარის თქმას კი ნამდვილად არ აპირებდა, რადგან საშინლად მოსწონდა სისუფთავის შეგრძნება. მათთან ერთად უტოვებდნენ სხვადასხვა ჟანრის წიგნებსა და კომიქსებს. ჯიმინს დიდად არ შეუწუხებია თავი მათი კითხვით, თუმცა მწარედ ეცინებოდა ამ მარაზმზე. თითქოს იმაზე ზრუნავდნენ, რომ არ მოეწყინა. ან კიდევ იმიტომ, რომ მარტოსულობისგან არ შეშლილიყო.

საწოლზე იწვა და ფიქრობდა თავის მომავალზე. აწყობდა გეგმებს და ემზადებოდა მომავალი შურისძიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯონგუკმა ის დაამცირა როცა მონად შეიძინა. ის ყველაზე ნაკლებად ბრაზობდა ამ მომენტში მასზე. რადგანეს გარდაუვალი იყო. ის ვინმეს ხელში აუცილებლად აღმოჩნდებოდა და რომ არა ის, იმ დღეს აუცილებლად გატეხდნენ მის სულიერებას, როგორც იქ მყოფ დანარჩენ მონებს უკეთებდნენ. სწორედ ამიტომ მას ახლა ყველაზე ნაკლებ პრობლემად აღიქვამდა.

Deal -გარიგებაWhere stories live. Discover now