Angel or devil

524 71 17
                                    

^^^

ჯიმინი გულაღმა წოლას განაგრძობდა მაშინაც კი, როცა ნაბიჯების ხმა რამდენიმე წუთის წინ მინელდა. მას კიდევ ერთხელ გაუმართლა, რომ ტელეფონმა ზუსტად იმ დროს დარეკა, როცა ჯონი მისი კისრის დაკოცნით იყო გართული. თუმცა ჯიმინი იმ ფაქტმა უფრო გააკვირვა, რომ ჯონგუკი ყოველგვარი ბრაზის გარეშე გარეშე მოშორდა მის ყელს და მაშინვე უპასუხა ტელეფონს, გულგრილად დახედა საწოლზე მწოლიარეს და ოთახიდან გავიდა. თითქოს მისთვის უკვე სულ ერთი იყო. ჯიმინი ამით მხოლოდ ერთ რამეს მიხვდა, რომ ჯონგუკს ახლა საკუთარი თავის ხელში აყვანა კარგად შეეძლო და ემოციების კონტროლიც ბოლომდე გამოსდიოდა. მისგან განსხვავებით. ჯიმინი ასე არ იყო მოწყობილი. მისი სხეული და გონება სხვანაირადაა დაპროგრამებული და ის ბრაზობს საკუთარ უუნარობაზე. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო ამ საკუთხზე, რომ თვითონაც შეძლოს ოდესმე ემოციების კონტროლი. რადგან ის ჯონგუკისთვის გადაშლილი წიგნივითაა და მისი წაკითხვა ძალიან მარტივად შეუძლია. მას კი ჯერ კიდევ უჭირს ჯონგუკის ღრმა ფიქრების გაგება. მისი შემდეგი ნაბიჯების გამოთვლა. ის შეიძლება იღიმოდეს მაშინ, როცა უკმაყოფილოა ან შემოიფარგლოს მხოლოდ წარბშეკრულმა თავის დაქნევით, როცა ძალიან კმაყოფილია. ეს ყველაფერი სამსახურში გამყოფი კედლის მიღმა მაზე დაკვირვებით გაიგო. ის ხვდება, რომ ამ ეტაპზე სრულიად უუნაროა. იაზრებს, რომ ერთ ადგილს ტკეპნის და ვერ იძვრის წინ. მაგრამ ჯონგუკი შეუპოვარია. მისი გულის მოგება არცისე მარტივია. ამაში კი დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა. მას შეუძლია იყოს კარგი, მაგრამ როგორც კი შეცდომას დაუშვებ ის არც კი გისმენს. უბრალოდ იერიშზე გადმოდის. ჯონგუკს მისი არ სჯერა და არ ენდობა. მართალიცაა. რა იცის საერთოდ მის შესახებ? სახელი, გვარი და ასაკი. ეს არც ისე ბევრია. ის მისთვის სრულიად უცნობია და მან იცის, რომ ჯიმინი გამუდმებით ატყუებს საკუთარ წარსულზე. მას არ შეუძლია გაამტყუნოს უნდობლობისთვის, რომელსაც მის მიმართ იჩენენ. თუმცა არც თვითონ ენდობა იმ ადამიანს საამისოდ, რომ მის შესახებ რაიმე მოუყვეს, ბოლოსდაბოლოს ის ხომ შავ ბაზარზე ადამიანების ვაჭრობითაა დაკავებული. ის ოფისში მუშაობს, მაგრამ მისთვის რთული მისახვედრი არ არის, რომ ეს მხოლოდ მისი საქმიანობის რაღაც ნაწილია. ის ბევრად მდიდარია, აქვს გავლენები და ძალაუფლება ქვეყნის გარეთაც, ამას მისი მივლინებებიც მოწმობს. ის შავ საქმეებშიცაა გარეული. სწორედ ამიტომაცაა ყველაფერი ასეთი ჩახლართული და რთული მის გარშემო.

Deal -გარიგებაWhere stories live. Discover now