helpless

1K 97 21
                                    

ღრმა ძილის ფაზიდან სახეზე  ფრთხილ შეხებას გამოვყავარ. ძილ-ღვიძილის ფაზაში მყოფი უკვე ვიაზრებ ფაქტს, რომ ვიღაც დაუკითხავად სახეზე მეხება, რაც  საშინლად მაცოფებს. ინსტიქტურად წამიერად მოკრებილი ენერგიით მაჯებზე ვეჭიდები, ხელს ვუტრიალებ და საწოლიდან ვხტები.

-მშვიდად აფთარო! ჯონგუკის გაღიზიანებული ტონი ჩემამდე როგორც კი აღწევს მაშინვე ვადუნებ დაჭერილ ხელებს. მცირედ გადაწეული ღამის ფარდიდან დღის სინათლე აღწევდა, ჯონგუკის გამჭოლი მზერის ფონზე საწოლზე გაღიზიანებული ვეშვები.

-ასე დაუკითხავად ძილში კიდევ თუ მომეპარები შემდეგში შეიძლება ხელი გაუაზრებლად მოგტეხო. - ვამბობ სასხვათაშორისოდ.

-ვატყობ დილიდან ენერგიაზე ხარ.. საბრძოლველად ყოველთვის მზად ხარ არა, ჯიმინ? -ჯონგუკის ირონიამ ხასიათი წამიხდინა დილიდანვე.

-ყოველთვის მზად ვარ მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად!  - კბილებში გამოვცარი გამწარებულმა. თითქოს სხვა გზა მქონოდა, რატომღაც ყოველთვის თავდაცა მიწევდა, ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. საწოლიდან ავდექი და ფარდები უკმაყოფილოდ გადავწიე. -ასე ადრე რისთვის მოხვედი? მოხდა რამე?

-უბრალოდ მინდოდა შენი ჭრილობა მენახა, რომლისთვისაც გუშინ თავი არ დაზოგე..

-უბრალო ნაკაწრია.. მხრები ავიჩეჩე და ფანჯარა შიგნით გამოვაღე. გისოსებიდან ნანატრმა ჰაერმა შემოაღწია და გულ-მკერდი ცივი ნიავით გამიჟღინთა.

-ნებას მომცემ ვნახო?

-ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას..

-ნუ უხეშობ, როცა რამეს გთხოვ უბრალოდ მიიღე ეს.. რადგან უარის შემთხვევაში ამას აუცილებლად ძალით გავაკეთებ!

-და რატომ მექცევი ასე კარგად?

-კარგად მოქცევაში რას გულისხმობ?

-აი ამას! - ხელები გამწარებულმა გავშალე. -ეს ვითომ მზრუნველობა, ჩემს ნებართვას, რომ ელოდები, ან კიდევ ეს შენი თავაზიანი ტონი და თხოვნები.. სულელი არ ვარ, ეს ყველაფერი ერთი დიდი აფსურდია,  როგორც შენ აღნიშნე ყველაფრის მიღება ისედაც ხომ ძალით შეგიძლია.

Deal -გარიგებაWhere stories live. Discover now