Truth

441 46 37
                                    

Ola, amigos 🫢

ჯიმინი გონს მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ლოყაზე მტკივნეულ დარტმას გრძნობს, თუმცა არც იმდნეად ძლიერს, რომ დარტყმამ მისი წონასწორობა დაარღვიოს. როგორც ჩანს ემოციებს აყოლილი ჯიმინის რეალობაში დასაბრუნებლად ჯონგუკმა ყვირილს და სხვების ყურადღევის მიქცევას ეს ხერხი ამჯობინა.

-გონს მოდი. -ჯიმინს წყენის და სასოწარკვეთილების ნერწყვის გორგალი ყელში ეჩხირება.

-აქ რატომ მომიყვანე? -მის ხმაში იმედგაცრუება და ტკივილია გაერთიანებული. ბრაზისგან ანთებულ თვალებში წყლის წვეთები გროვდება და ჯონგუკი ხვდება, რონ ჯიმინი მალე დაგროვილი ემოციებისგან ისე იფეთქებს, რომ ყველას და ყველაფერს შიგნით მოიყოლეს. ის სწრაფად და ძლიერად ეჭიდება მაჯაში და ხალხისგან მოშორებით მიჰყავს. ჯიმინი გაწითლებულ ლოყას ხელისგულით ფარავს და ცდილობს თვალის კუთხეებში დაგროვილი ცრემლის წვეთები შეაკავოს. თუმცა იმ ადამიანის ნახვისგან გამოწვეული ბრაზისგან მაინც უცახცახებს მხრები. თითქოს ყველა გამოვლილმა საშინელმა მომენტმა თვალწინ ჩაუარა. ყოველი მტკივნეული კადრი ამოტივტივდა მის გონებაში და გულში ღრმად მიყენებული ჭრილობები გაახლდა. ის თითქმის კონტროლს კარგავს საკუთარ კიდურებზე, ფეხები ეკეცება, მკერდში ჭვალი იზრდება და გონება ებინდება. მას ეს არ დაუმსახურებია. ფიქრობს ყველაფერზე რის გამოც შეიძლებოდა ცხოვრება ასე საშინად მოქცეოდა მაგრამ არ ახსენდება ერთი წყეული მიზეზიც კი რის გამოც შეიძლებოდა ასე დასჯილიყო. ჯიმინი გონს მოდის როცა მხრებში აფრინდებიან და ცარიელ ოთახში შეჰყავთ. ის უყურებს ჯონგუკის გაბრაზებულ და დაბნეულ თვალებს, რომელიც ცდილობს მისი ფიქრები წაიკითხონ.

-რა მოხდა? ფერი დაკარგე. ნუთუ მისი ასე გეშინია? შენ არ იყავი ის ვისაც შურისძიება უნდოდა?! ფიქრობ, მისი დანახვისას თუ გონებას დაკარგავ ცოცხალი გადარჩები! გონს მოეგე, ჯიმინ! შენი მტრის თვალწინ სისუსტეს თუ გამოიჩენ გაგანადგურებენ.

Deal -გარიგებაWhere stories live. Discover now