2 კვირის განმავლობაში სკოლაში მისვლის შემდეგ ჩემს თვალებს მხოლოდ ერთი ჰორიზონტის წერტილი ჰქონდა:ბექა.მის გარდა ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი.ეს კი იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა ბექას ყურადღებაც დავიმსახურე.თითქმის ყოველდღე ცდილობდა ჩემდამი მინიმალური ყურადღება გამოეჩინა.რაც საკმაოდ მსიამოვმებდა.დღეს კი სკოლაში უცნაური რამ მოხდა.
-გამარჯობა ანა,როგორ ხარ?
-გამარჯობა ბექა,კარგად შენ?
-მეც კარგად....ამმმ..რაღაცის კითხვა მინდა
-გისმენ? ხომ მშვიდობაა?
-კი კი უბრალოდ მაინტერესებს დღეს სკოლის შემდეგ რომ გავისეირნოთ?
-ამმ...კარგი არ არის პრობლემა.გავუღიმე ნაზად.
ეს საუბარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
საღამოს სანაპიროზე გავისეირნეთ ვილაპარაკეთ და როცა წასვლას ვაპირებდი საუბარი დაიწყო.
-მე-6კლასში ჩვენს კლასში ახალი,სრულიად მორცხვი მაგრამ ნაზი გოგო შემოვიდა.დანახვისას მართალია ყურდღება არ მიმიქცევია თუმცა თავისი ქმედებით მომხიბლა...ისე იქცეოდა თითქოს არავის და არაფრის ეშინოდა და ცდილობდა ყველასთან საკუთარი თავი ჩხუბით დაეცვა.რაც ჩემთვის საკმაოდ მიმზიდველად ჩანდა...ამით იმის თქმა მინდა რომ ძალიან მიყვარხარ და მინდა ჩემი შეყვარებული იყო.
ამ სიტყვების შემდეგ ორგანიზმში ყველაფერი ვიგრძენი:სიხარული,ადრენალინი,და-ბნეულობა და ყველაფერი რაც შეიძლება ამ დროს ადამიანმა იგრძნოს თუმცა ჩემი პასუხი აშკარა იყო და მეც სიხარულით ვერ მოვზომე და ვიყვირე.
-კიიიიი, მეც მიყვარხარ და მინდა ვიყო შენი შეყვარებული.