სკოლაში მისულს ბექა უკვე კლასში დამხვდა, რაც საკმაოდ უცნაურად ჩანდა რადგან როგორც წესი პირველ გაკვეთილზე ყოველთვის იგვიანებდა. ვცადე მისთვის თვალი ამერიდებინა და სწრაფადვე დამეტოვებინა კლასი თუმცა მისმა ხმამ გამაჩერა.
-ანა შეიძლება ვილაპარაკოთ?
-ვფიქრობ სალაპარაკო არაფერი გვაქვს.
-მე კი ვფიქრობ რომ სალაპარაკო საკმაოდ ბევრი გვაქვს.
-ბექა ბევრ რამეს ფიქრიბს ადამიანი მაგრამ ყველაფერს არ აკეთებს ამიტომ გაიწიე და გამიშვი ჩემს გზაზე.
-უკაცრავად ქალბატონო მაგრამ სანამ არ ვისაუბრებთ ვერსად ვერ წახვალ.
ხელს მკიდებს და კლასიდან მშვიდ ადგილას მივყავარ.
-კლასშიც შეგვეძლო საუბარი.
-არა. რადგან მინდა რომ წყნარად გესაუბრო.
-შეგიძლია დაიწყო და მალე თქვა შენი სათქმელი რადგან მთელე დღე შენთვის არ მცალია.
-არადა რა კარგი იქნებოდა მთელი დღე ჩემთან ერთად რომ გაგეგარებინა.
ბექამ გამიღიმა.
-როგორც ჩანს სერიოზული სალაპარაკო არ გაქვს ამიტომ წავედი.
წასვლა დავაპირე მაგრამ ბექამ გამაჩერა და სწრაფადვე ჩამეხუტა.
-იცი როგორ მომენატრა შენთან ჩახუტება? როცა გეხუტები ვგრძნობ რომ ადამიანი ვარ რომელიც რაღაცის და ვიღაცის გამო ცოცხლობს. შენთან ჩახუტების დროს ვარ ყველაზე მშვიდად.
მივხვდი რომ სახეზე გავწითლდი რადგან ბექა ამას ჩემზე ამბობდა.
-ბექა არასწორად იქცევი. ხომ იცი რომ ძალიან ცუდად მოიქეცი.
-ვიცი და ამას ძალიან ვნანობ უბრალოდ მინდა რომ ეს ყველაფერი გამოვასწორო.
-ვფიქრობ უკვე გვიანია.
ჩახუტება გავწყვიტე და კლასისკენ წავედი. მთელი დღე ბექას თვალები არ მოუცილებია ჩემთვის. მე კი მთელი დღე მის სიტყვებზე მეფიქრებოდა.
სახლში მისულს ჩემი ძმა დამხვდა სახლში ჩემს სასიხარულოდ და მისთვის სამწუხაროდ
-გიორგიიი. შეიძლება რაღაც მოგიყვე?
-ისევ ბექა?
-ხო
გავუღიმე და ლეკვის თვალებით დავუწყე ყურება.
-კარგი გისმენ.
-საუკეთესო ძმა ხარ.
მთელი ისტორია ვუამბე.
-შენ გიყვარს?
-ჰაა? რათქმაუნდა არა!
-კარგი რა ანა ნუ იტყუები. ხო იცი ყველა შეგიძლია მოატყუო ჩემს გარდა.
-არ ვიტყუები! აღარაფერს აღარ ვგრძნობ მის მიმართ.
-მაშინ რატო გაგიხარდა როცა ჩაგეხუტა?
-ვინ თქვა რომ გამეხარდა?
-კარგი რა ანა სახლში შემოხვედი თუ არა ბედნიერებას აფრქვევდი ისე გიბრწყინავდა თვალები.
-არ ვიცი შენ რა დაინახე მაგრამ სიმართლე ისაა რომ მე ბექა აღარ მიყვარს!!
-არა ანა სიმართლე ისაა რომ გიყვარს.
-არა.
-კი
-აუჰ გიორგი ახლა უკვე ნერვებს მიშლი. წადი რა საქმე არ გაქვს. -კი მაქვს.
-ხოდა წადი და შენ საქმეს მიხედე.
-ჩემი საქმე ახლა ისაა რომ გამოგტეხო სიმართლეში.
-ვერ გიტან.
-მეც მიყვარხარ დაიკო.
ლოყაზე მკოცნის და ოთახიდან გადის. მე კიდეც გავრაზებულზე ბალიშის სროლა გადავწყვიტე თუმცა რათქმაუნდა აცდა...
-მიზანში სროლაში ივარჯიშე დაიკო.
-ხმას ნუ მცემ. გაბრაზებული ვარ შენზე.
-შენთვითონ გამომელაპარალე ასე რომ შენ თვითონ გაჩუმდი.
გაეცინა.
-აჰჰჰ. ვერ გიტან. მე წავედი ოთახში.
ოთხაში შესული დავწექი საწოლზე და ტვინმა ეგრევე ბექაზე ფიქრი დაიწყო...