გავიღვიძე.არაფრის თავი არ მქონდა,თავს საშინლად ვგრძნობდი.პირველი რათქმაუნდა ისევ ის ამბავი გამახსენდა თუმცა დღეს საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი.სწორედ ამიტომ არავის არ მივეცი ამ დღის გაფუჭების საშუალება.მთელი დღის განმავლობაში სანამ სახლიდან გავიდოდი სახლში მხოლოდ მე და გიორგი ვიყავით,რომელსაც მართალია ყველაფერი აინტერესებდა მაგრამ ამის მიუხედავად,არაფერს მეკითხებოდა.
-ანა მოდი ფილმს ვუყუროთ სანამ წახვალ.
დამიძახა გიორგის პირველი სართულიდან.
-კარგიიი.მოვდივარ.
ფილმის ჩართვას ვაპირებდი როდესაც გიორგიმ გამაჩერა.
-რაღაც მინდა გკითხო.
-ვიცი რაც და მოგვიანებით ყველაფერს მოგიყვები.
-კარგი.
ფილმის დასასრულს გადავწყვიტე ჩემი ძმისთვის ყველაფერი მომეყოლა.საუბარი ამ თემაზე დიდად არ მსიამოვნებდა მაგრამ ის უფრო არ მსიამოვნებდა გიორგიმ ჩემზე რამე რომ არ იცოდა.ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე და ყველაფერი მოვუყევი.
-სპორტის დარბაშზი გიორგი და ბექა საუბრობდნენ.გიორგიმ ამ დროს საკმაოდ მკაცრად კითხა როდის აპირებდა ბექა ჩემთვის სიმართლის თქმას,იმ სიმართლის რომ ეს ყველაფერი თამაშის გამო ხდებოდა და სინამდვილეში არც ვუყვარდი...
ამ დროს ვიგრძენი როგორ მეტირებოდა,თუმცა ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა...მაგრამ მივხვდი რომ არ გამომდიოდა და ისტერიული ტირილი დამეწყო. გიორგი მთელი ძალით ჩამეხუტა და ცდილობდა დავემშვიდებინე, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.
ჩემი მომზადების დროც მოვიდა... გარდერობში დიდი ბოდიალის შემდეგ შავი კაბა,მაღლები და შავი ჩანთა გადავწყვიტე. ფერადის ხასიათი ნამდვილად არ მქონდა. თმა ჩემი ბუნებრივი სტილის დავიტოვე ხვეული ოდნავი მაკიაჟოც და ეგააა... 3 საათიანი მონზადების შემდეგ ჩემი მეგობრის სახლისკენ ავიღე გეზი. გზაში ერთს ვნატრობდი გთხოვ იქ ბექა არ იყოს.
იქ მისულის მივხვდი რომ ჩემი თხოვნა არ შესრულდა. კლასიკურად გამოწყობილი მაღალი და ქარიზმატული ბიჭი თვალებში მიყურებდა. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია რაც რთული იყო...
აი დაბადების დღის ყველაზე რთული მომენტიც...
დადგა სიმართლე თუ მოქმედების თამაშის ჯერიც. მარიამმა მოკრძალებით მკითხა.
-ანი ხომ ითამაშებ ჩვენთან ერთად?
დიდად არ მინდოდა მაგრამ საკმაოდ ბევრი რამის გარკვევა შემეძლო ამ თამაშით ამიტომ დავთანხმდი.
-კი რათქმაუნდა.
და რაღათქმაუნდა ბექა გვერდით მომიჯდა.ბოთლი დაბატრიალეთ და ბექას ჩემთვის კითხვის დასმა ევალებოდა თუ პასუხის გაცენას თავს ავარიდებდი დალევა მიწევდა. ბექაც არ დაიბნა და ძალიან მოკლედ მკითხა.
-გიყვარვარ?
თან თვალებში მიყურებდა...
ვგრძნოდი როგორ მაწვებოდა ბრაზი,ცრემლი და გულის წყვეტა ადამინზე რომლეიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა..
-არა!
ვუპასუხე მოკლედ...
-ანი სიმართლეე!!!
-რატომ გგონია რომ ვიტყუები??შენ რა გგონია ერთადერთი ბიჭი დადიხარ ამ ქვეყნად?
აქ უკვე თავის კონტროლს ნელნელა ვკარგავდი...
-არადა მეგონა მარტივად შეგაყვარებდი თავს.
და დამცინავად გაიცინა.
ამ დროს უკვე ვგრძნობდი ცრემლებს..სწრაფადვე დავტოვე სახლი..
გზაში წამოსულს ვგრძნობდი რომ უკან ბექა მომყვებოდა. როდესაც გზის მეორე მხარეს გადასვლას ვაპირებდი ხელოთ დამიჭირა და რაც შეეძლო მთელი ძალით ჩამეხუტა...აქ უკვე ტირილი დავიწყე...ისევ... და ისევ ბექას გამო...
-ბოდიში.არ მონდოდა ესე გამოსულიყო,ნასვამი ვარ და ვერ გავიგე ეს რატომ გავაკეთე...გთხოვ მაპატიე...
არაფერი მითქვამს უბრალოდ მთელი ძალით ვეხუტებოდი და ვტიროდი...ვიცოდი რომ ამ დროს უსუსური ვჩანდი თუმცა ბექასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი...
მაგრამ მაინც რთულია იმის პატოება რაც ბექამ გამიკეთა. ამიტომ უთქმელად სახლში წავედი. სახლში მისულს და ემოციებით დაღლილს კი ეგრევე დამეძინა...