8 თავი

21 2 4
                                    

სკოლაში ყოფნის პერიოდში ყველას უკვირდა თუ რატომ ვიქცეოდი ისე თითქოს ბექას საერთოდ არ ვიცნობდი...
ჩემთვის ის ეტაპი ყველაზე რთული იყო რადგან, მომიწია იმასთან შეგუება ,რომ ის გოგო არ ვიყავი ვინც ბეწას სჭირდებოდა ან უყვარდა. ამაზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. ერთ-ერთ დასვენებაზე  კიბესთან ვიდექი როდესაც დავინახე,რომ ბექა ჩემსკენ მოდიოდა, მინდოდა ისე მოვქცეოდი თითქოს არც არსებობდა და დაიგნორებას ვაპირებდი.
-ანა, შეიძლება ვილაპარაკოთ.
იგნორი.
-ანა შენ გელაპარაკები!
ბექას ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა თუმცა ეს სიამოვნებას უფრო მგვრიდა ვიდრე სინანულს.
-ანა შენი აზრით ასე მოქცევის შენდეგ შენს მიმართ შევიცვლები? ან ასე მოქცევას თუ გააგრძელებ შენი აზრით რამეს შეცვლი?
ვეღარ გავუძელი და შევეპასუხე.
-კი! კი შევცვლი. დაგანახებ რომ არსწორი ადამიანის გრძნობებით ითამაშე. დაგანახებ რომ შენი  ბრალი არის ყველაფერი. დაინახავ როგორ ცუდად მომექეცი და მიხვდები როგორ მატკინე გული.მიხვდები რომ ჩემთვის არ უნდა დაგებრალებინა არაფერი,პირიქით ბოდიში უნდა მოგეხადა, მაგრამ რას ვითხოვ შენგან,შენ ხომ ჩვეულებრივი მონსტრი ხარ.
აქ უკვე ყველა ჩვენ გვიყურებდა.
-მონსტრი?
-დიახ! მონსტრი ხარ რომელსაც არავინ და არაფერი ადარდებს საკუთარი თავის გარდა!
-ანა ცუდად იქცევი!
-კიდევ მე?? კიდევ მე ვიქცევი თურმე ცუდად. რა სასაცილოა და შენ როგორც მოიქეცი ის კარგი საქციელი იყო???
-არა. გეთანხმები ცუდად მოვიქეცი მაგრამ შენი წყენინება არ მინდოდა.
-არ გინდოდა მაგრამ გამოგივიდა...
წამოვედი. ვცდილობდი არ მეტირა. გზაში ქეთა შემხვდა. მისთვის ამის მოყოლა რომ დავიწყე თავი ვერ შევიკავე და ისტერიული ტირილი დამეწყო.
-რ-რატო იქცევა ა-ა-სე, მე ხომ ის ძალიან მიყვარს. ასე რატომ მომექცა.
-ანა დაწყნარდი დამშვიდდი.შენ ამ ნერვიულობით ვერაფერს ვერ იზავ,პირიქით მყარად უნდა იდგე უნდა დაანახო რომ ყველაზე დიდი შეცდომა შენი გაშვება იყო. უნდა მიახვედრო, რომ შენ არავის აპატიებ შეურაცყოფას.
-არ შემიძლია ქეთა არაა!! მიყვარს და ამ ფაქტს ვერაფერს ვერ ვუშვები. მიყვარს რის გამოც საკუთარი თავი მძულს. მას კიდევ მხოლოდ სათამაშოდ ვუნდოდი, იმის გამო იქცეოდა ასე რომ თამაშში არ დამარცხრბულიყო, მე კი მისი გრძნობები დავიჯერე,მჯეროდა მისი როცა ამბობდა რომ  ვუყვარდი,როცა მეუბნებოდა თუ როგორ ვენატრებოდი იმ მომენტებში როდესაც მია გვერდით არ ვიყავი. მე ეს ტყული დამაჯერა და თავდავიწყებით შემაყვარა თავი. ისე შემიყვარდა რომ ვერ ვივიწყებ.
ქეთამ არ იცოდა რა ეთქვა მხოლოდ ერთი რამე თქვა:
-მე დაველაპარაკები!
-არა არა დაივიწყე ეგ არ გაბედ....
სიტყვის დასრულება არ მაცადა ის წავიდა მეც გავყევი.
-ბექა სალაპარაკო მაქვს შენთან!
-ოჰჰ ქეთა ახლა შენ მოხვედი?
-მომისმინე შნე ჩემს მეგობარს გული ატკინე და იმის მაგივრად რომ ბოდიში მოგეხადა კიდევ განაგრძობ მისთვის გულის ტკენას! როგორი ადამიანი ხარ? როგორ შეგიძლია ასე მოექცე იმ ადამიანს რომელსაც ეუბნებოდი რომ გიყვარდა.
-ჰა ჰა ჰაა მე მიყვარდა ანა? გულიანად გამაცინე. მე არასდროს მყვარებია ანა და არც მეყვარება. ის ხომ ერთი პატარა მეოცნებე გოგოა რომელსაც გონია რომ ოდესღაც ერთად ვიქნებით.
ეს სიტყვები რომ გავიგე მაშინვე დავტოვე ის ადგილი. აღარ შემეძლო ამ ყველაფრის მოსმენა. მხოლოდ ერთ რანეზე მეფიქრებოდა:სიკვდილი. და რატომ იმიტომ რომ მიყოვებულ საწყალ გოგოდ მიმაჩნდა თავი რომელსაც სიცოცხლის არანაირი ძალა აღარ შესწევს...

კლასელი სიყვარულადWhere stories live. Discover now