ავტორის Pov.
- ქალბატონო მეი, მზად ხართ? ბატონი თეჰიონი უკვე გელოდებათ - ოთახში უეცრად შემოიჭრა ქალი და თვალები მიაბყრო გოგონას, რომელიც გაქვავებული იდგა სარკის წინ საქორწინო კაბაში გამოწყობილი
მეი: კი, მზად ვარ - გოგონა შოკში იყო, ვერ იაზრებდა იმ ყველაფერს რაც ერთ კვირაში მოხდა თავის ცხოვრებაში, თავს იკავებდა რომ არ ეტირა, მაგრამ ერთი მოღალატე ცრემლი მაინც გადმოუვარდა
1 კვირის წინ:
მეის Pov.
მაღვიძარამ დარეკა და მაშინვე წამოვვარდი, სამზარეულოში გავედი და საუზმის მომზადება დავიწყე, როგორც კი მოვრჩი ჯიჰუნის ოთაშისკენ გავიქეცი, რათა გამეღვიძებინა
ჯიჰუნი ჩემი ძმაა, ის მხოლოდ 5 წლისაა, ისღა დამრჩა ამ დამპალ სამყაროში, მშობლები 2 წლის წინ დამეღუპა ავტოკატასტროფის დრო
სანამ დედაჩემი და მამაჩემი გარდაიცვლებოდნენ, მანამდე ერთ ერთ მდიდარ ოჯახად ვითვლებოდით კორეაში, მამაჩემს თავისი კომპანია ჰქონდა, რომელიც ძალიან წარმატებული იყო, და რა თქმა უნდა ასეთი სიმდიდრის გამო ბევრ მეგობართან ერთად ბევრი მტერი ყავდა
მათი სიკვდილის მიზეზიც ზუსტად ერთ ერთი მტერი იყო, არ ვიცი იმ ნაბიჭვარის სახელი, რიმელმაც ეს გააკეთა, მაგრამ ვიცი რიმ ახლა ციხეშია და იქ ამოლპება
მამას გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა უნდა დაიძაბა სიტუაცია, რადგან კომპანია მმართველის გარეშე რჩებოდა, მე ვერ შევძლებდი კომპანიოს მართვას, რადგან ძალიან პატარა ვიყავი, გამოუცდელი
ბოლოს ისე მოხდა, რომ ეს კომპანია სხვამ, უფრო გავლენიანმა ჩაიგდო ხელში, ყველა აქცია შეისყიდა და მის მფლობელობაში გადავიდა
ახლა კი აღარ ვარ ის მდიდარი პრინცესა, რომელიც რასაც მოისურვებდა ყველაფერს იღებდა
ახლა ჩემს ძმასთან ერთად ვცხოვრობ ნაქირავებ სახლში, ვმუშაობ კაფეში მიმტანად და ვცდილობ ჩემი ხელფასით ჩემს პატარას არაფერი მოვაკლო
YOU ARE READING
🔞HATE=LOVE🔞 || ✔️
Action🔞🔞🔞 მეი 21 წლის გოგონაა, არაფერი ზედმეტი, მშვიდი და ულამაზესია. მაგრამ რა მოხდება როცა ის შეხვდება კიმ თეჰიონს, მაფიის ლიდერს და მოუწევს მასზე დაქორწინება?! ♤KIM TAEHYUNG♤ გაფრთხილება‼️ ფიკში იქნება 🔞 სცენები და ცენზურა არ იქნება დაცული! By:Mari...