< 13 > 🔞

4.5K 177 36
                                    

ავტორის Pov.

უკვე 2 კვირაა რაც თეჰიონი და მეი ერთმანეთს წესიერად ვერ ნახულობენ

თეჰიონი სულ გადარბენებზეა, საშინელ მდგომარეობაშია კომპანია, ახალი მოდელი ესაჭიროება, მაგრამ ვერავინ იშოვა თავისი მოსაწონი, ლამაზი თვალებით, წვრილი ტანით, მიმზიდველი ღიმილით და გრძელი თმებით, მოსაბეზრებელია, უკვე 2 კვირაა შეუდარებელი გოგოს ეძებს

მეი საერთოდ გადაავიწყდა, ვერ იცლიდა მისთვის

რათქმა უნდა ეს გოგონასთვის მტკივნეული იყო. თეჰიონი ჯერ უზომო ყურადღებას იჩენს და შემდეგ უბრალოდ აიგნორებს მას

ყველა 2-3 დღეში მეი თავის ძმასთან მიდიდოდა და ნახულობდა, სახლში როცა იყო მინასთან ერთობოდა, დანარჩენ დროს ჯიჰუნთან ატარებდა

თეჰიონმა ესეც კი ვერ შეამჩნია

ერთხელ მეი გამიზნებით ძალიან გვიან დაბრუნდა სახლში, თეჰიონის გაბრაზება და გამოწვევა უნდოდა, მაგრამ სახლში დაბრუნებულ გოგოს მძინარე ბიჭი დახვდა

მათი კონტრაქტიდან ერთი თვე გავიდა და დარჩა სულ რაღაც ორი თვე

ალბათ გაინტერესებთ უნდოდათ თუ არა მათ კავშირის გაწყვეტა?

არ ვიცი, არც მათ იციან, რა უნდათ არ იციან

მხოლოდ ის 1 ღამე იყო, მხოლოდ იმ ერთ ღამეს იგრძნეს ერთმანეთი და დატკბნენ თავიანთი სხეულებით, ეს პირველი და დღემდე უკანასკნელი იყო

მეის ძალიან აწუხებდა ეს, ასეთი სიცივე თეჰიონისგან საშინელება იყო

თეჰიონი კი რა თქმა უნდა ამასაც არ იმჩნევდა, იყო რაღაცაები, მაგალითად როცა მეი დაინახა ერთხელ ერთი ტილოს ამარა. იმ დროს გოგო ძალიან სექსუალური იყო, სააბაზანოდან ახალგამოსულს თმები სველი ჰქონდა და ცდილობდა გაეშრო მეორე ტილოთი,ამ დროს კი ტილო რომელიც ტანზე ჰქონდა შემოხვეული ზევით აეწია, თეჰიონი არ აპირებდა თავის შეკავებას და უნდოდა შეხებოდა გოგონას, მაგრამ ეს წყეული ტელეფონი, ისევ და ისევ კომპანიიდან დაურეკეს და ეს საღამოც ჩაუშალეს

🔞HATE=LOVE🔞 || ✔️Où les histoires vivent. Découvrez maintenant