< 2 >

3.7K 190 55
                                    

ავტორის Pov.

გოგონა ცივი ხელების შეხებაზე შეკრთა და გამოფხიზლდა, ტელეფონი და ჩანთა აიღო და უყოყმანოდ გაჰყვა ბიჭს

თეჰიონმა გოგონა თავის მანქანასთან მიიყვანა და კარები გაუღო

მეი: უკაცრავად, მაგრამ ვერ ჩავჯდები

თეჰიონი: ზედმეტი არ მალაპარაკო, არაფრის თავი არ მაქვს, სწრაფად

მეი: ვინ ხართ რომ ბრძანებლობთ?მადლობა რომ იქედან წამომიყვანეთ მაგრამ ვერ წამოგყვებით

თეჰიონმა გოგოს აღარ მოუსმინა და მანქანაში ძალით ჩატენა, როცა ღვედი უნდა შეეკრა გოგონას ძალიან მიუახლოვდა, ამ დროს კი მეის გული აუჩქარდა, მას არასდროს ჰქონია ასეთი ახლო ურთიერთობა ბიჭთან

თეჰიონიც მიუჯდა მეის და მანქანა დაძრა

ოცი წუთის განმავლობაში უბრალოდ დადიოდნენ, არცერთს არ ამოუღია ხმა, სამარისებული სიჩუმე იყო მანქანაში

ეს სიმშვიდე თეჰიონის ტელეფონმა დაარღვია

თეჰიონი: გისმენ ჯიმინ

ჯიმინი: თეჰიონ გავიგე შენი ამბავი და გოგო უკვე იშოვე თუ გინდა ვინმე აგიგდო?

თეჰიონს საშინლად არ უნდოდა ცოლის მოყვანა, აღარ იცოდა რა ექნა, ამის გამო უზომოდ იყო გაბრაზებული და ცდილობდა ბრაზი ვინმეზე არ ეყარა

თეჰიონი: ჯიმინ არის ვიღაც, არაა საჭირო, მე მოვაგვარებ მაგ საქმეს - თეჰიონმა ტელეფონი გათიშა და გოგონას გახედა, ეშმაკურად ჩაიცინა და გზა განაგრძნო

* * *

მეი: უკვე მომბეზრდა. რამდენ ხანს უნდა ვიაროთ უგზო უკვლოდ? შენი აზრით მე ცხოვრება არ მაქვს? აქ ჩამომსვი და წავალ

თეჰიონი: მითხარი შენი მისამართი და მიგიყვან

მეი: საერთოდ ვინ ხარ? ჯერ ჩემდა უკითხავად სამსახურიდან მიგყავარ, იქეთ - აქეთ მატარებ, მეუხეშები და ახლა მთხოვ რომ ჩემი მისამართი გითხრა? არც კი იოცნებო და შენი აზრით ამას გეტყვი? სასწრაფოდ გააჩერე მანქანა

🔞HATE=LOVE🔞 || ✔️Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang