< 10 >

3.5K 185 41
                                    

ავტორის Pov.

თეჰიონი: იმედია, ის ზედმეტად მკაცრია, ამიტომაც მოგვიწევს ერთმანეთთან უფრო ახლოს ვიყოთ და თავი უბედნიერეს წყვილად მოვაჩვენოთ - ბოროტულად ჩაიცინა.

მეი: მომიყევი რაღაც ბებიაშენზე და შევეცდები თავი მოვაწონო

თეჰიონი: კარგი, ბებია მისო არ არის მარტივი ქალი, სხვა ბებიებს არ ჰგავს, ძალიან თანამედროვე, მიხვედრილი და გაიძვერაა, ზოგჯერ მგონია რომ მომავლიდანაა, მოკლედ არაა ზედმეტი მოკრძალებულობა საჭირო, ვერ იტანს პირფერობას, შეგიძლია რაც გინდა ის ჩაიცვა, რადგან ვიცი შენი ამბავი და თავის მოსაწონებლად მოკრძალებულად ჩაიცვამ, მაგრამ იცოდე ბებია მისოს არ უყვარს მორცხვი გოგონები, უფრო გახსნილი, სხარტი გოგონები მოსწონს

მეი: ანუ, ერთი წუთით, ჩამოვყალიბდე. რასაც მინდა იმას ჩავიცმევ, არ ვიქნები მორცხვი და შენთან ახლოს ვიქნები

თეჰიონი: ყოჩაღი ხარ - ბიჭმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და გოგონას ხელი თავზე გადაუსვა.

მეი: ვიცი - ფეხზე წამოდგა და ბიჭს წინ დაუდგა - კითხვა მაქვს

თეჰიონი: რაა? -მობეზრებით მიუბრუნდა.

მეი: ჩვენს სიახლოვეში რას გულისხმობ? როგორ უნდა ვითამაშოთ, მაინტერესებს, რამე რომ არ შეგვეშალოს, ხომ თქვი მკაცრი ქალიაო

თეჰიონი: კი, ერთი შეხედვით შეუძლია ადამიანის ამოცნობა და თავისუფლად მიხვდება ჩვენი ურთიერთობის სიყალბეს, ამიტომაც - თეჰიონი წამოდგა - გვერდიდან არ მომშორდები, სულ გამიღიმებ და რაც მთავარია თბილად დამელაპარაკები

მეი: შეუძლებელს მთხოვ

თეჰიონი: კი არ გთხოვ, გიბრძანებ. ეს შენი მოვალეობაა

მეი:  კარგი, ყველაფერი გასაგებია, ახლა წავალ

თეჰიონი: სად მიდიხარ?

მეი: დავიღალე, უნდა დავიძინო

თეჰიონი: კარგი ეს ერთი ღამეც შეირგე, ხვალ ერთად ვიქნებით - სახეზე სმირკი აიკრა - პატარავ - ჩუმად ჩაილაპარაკა,ისე რომ მეის ვერ გაეგო

🔞HATE=LOVE🔞 || ✔️Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang