მოლოდინი

23 3 2
                                    

თვალს ახელს სხეულში სიმშვიდეს გრძნობს,თითქოს მის ცრემლებს ყოველივე მწუხარება და საფიქრალი ამოაყოლა,მშვიდად არის არფიქრობს.

მზის სხივი ფანჯრიდან ოთახში აღწევს იატაკს ეცემა,სინათლეზე მტვერის კრისტალები ჩანს, რიმლებიც ჰაერში ქაოსურად მოძრაობე და აქამდე არვის შეუმჩნევია.

მისი ცქერა სიმშვიდეს გვრის. არფიქრობს,არღელავს,თითქოს დაავიწყდა მისი ოჯახის სრული ტრანსფორმაცია,დაავიწყდა ლუი, დაავიწყდა ის სახლი რომლის ნახვასაც ასე ელოდა.
მოსწონს სიმშვიდის შეგრძნება, სიმჩატის, ისევ წევს.
გაუნძრევლად.
მზის სხივებისგან გამთბარი თეთრეული სახეზე სასიამოვნოდ ეხება,ღრმად ისუნთქავს თბილ ჰაერს, 
გამოფხიზლების შიშ ნარევი გრძნობით შებყრობილი და ბრახ! დაბრუნდა ქაოსში.

-არა უნდა გამოვასწორო,უნდა გამოვისყიდო,ცოდვები რამე უნდა მოვიმოქმედო,ტიმ რაგავაკეთო?

ქაოსურად შეშლილი,თვალებით და ფრჩხილების კვნეტით,გიჟივით შევარდა ფრედი ოთახში და ბოლთის ცემა დაიწყო.

-მივხვდი! მან მითხრა მე ის მეხმარება,ჯვარი! მე გავაკეთებ,დიდ უზარმაზარ ჯვარს და ისე ავიტან იმ მთაზე როგორც იესომ, ჩვენ ამას ყველა ერთად ავიტანთ და დავდგამთ,ღმერთი შეგვიწყალებს ჩვენ.

ფანჯარასთან მდგომი თითს იშვერს ქალაქთან არცთუისე ახლოს მდგომი მთისკენ,რომელიც პატარა ქალაქს ზევიდან დაჰყურებს.
ტიმი ჯერ ტრიალდება სახეს ისრესს, ცდილობს აზრები დააალაგოს და ამ ქაოსს ნელნელა შეერწყას,დგება ათასი ფიქრი თავში ქაოსურად დაიარება თითქოს სადაცაა ტვინს შეუჭამენო,შეშლილად აღტაცებული ძმისკენ იყურება რომელიც შებყრობილია ამ იდეით.

-მე ამაში არ გავერევი.

ამბობს და ოთახიდან გადის.

უბრალოდ მიდის არც გამოუცვლია, არც უჭამია,არც პირი დაუბანია, თითქოს ფეხები გულს უსმენენ და მას ამის კონტროლი არ შეუძლია,  ათასი გიჟური ფიქრით გართული ისე მივიდა მისი ოცნების სახლამდე არც შეუმჩნევია,გაჩერდა შეტრიალდა თავი ასწია და უცქერს:

ილუზირებული ზაფხულიWhere stories live. Discover now