*უკვე ღამის 10 საათი სრულდებოდა, მე ჩემს ოჯახთან ერთად წვეულებაზე წავედი. წვეულებაზე უამრავი ხალხი იყო, ზოგს ერთხელაც არ ვყავდი ნანახი. ზოგს ვცნობდი ზოგს ვერა. სამწუხაროდ ვერ ვნახე ფელიქსი მაგრამ დავინახე მისი მშობლები.
ვფიქრობდი რომ წვეულებაზე ვერ მოვიდოდა.. მხიარული მხოლოდ მაშინ ვიქნებოდი თუ ფელიქსიც იქ იქნებოდა, ჩემთან ერთად.წვეულებაზე ასე ამეცვა -
(არც ისე ლამაზია მარა არაუშავს)
მშობლებმა მე დამტოვეს ერთ მაგიდასთან და თვითონ სტუმრებთან წავიდნენ, ნეტავ მეც ვიპოვო ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარი.. ფიქრში კინაღამ ჩამეძინა, კიდევ კარგი ჩო მოვიდა და გამომაფხიზლა.*
- პრინცესავ, ხომ კარგად ხარ?
- კი ჩო, უბრალოდ ვფიქრობდი.
- რაზე ფიქრობდი? *დაინტერესდა*
- რავი, აი დედაჩემს და მამაჩემს რომ ვუყურებ, არ მახსენდება ისეთი დღე, როდესაც ერთმანეთზე ნაჩხუბრები იყვნენ, ისინი სულ უგებენ ერთმანეთს, მეც ასეთი ქმარი მინდაა. *დავიწუწუნე, ხელები მაგიდაზე გავშალე და თავი შიგ მოვათავსე. ჩომ როგორც ჩვევია ისე გადამისვა ნაზად ხელი თავზე და მითხრა*
- ყველა ოჯახში შეიძლება იკამათონ, სანამ შენ გაჩნდებოდი დედაშენი და მამაშენი სულ კინკლაობდნენ, მაგრამ შენ რომ მოევლინე ქვეყანას ისეთი ბედნიერები იყვნენ.. ერთმანეთს შეპირდნენ, რომ არასოდეს იჩხუბებდნენ, თუ რაიმეზე გაბრაზდებოდნენ არ იმჩნევდნენ. მაგრამ ახლა ისედაც არაფერი აქვთ საჩხუბარი.
*ჩოს სიტყვებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი და ისევ ფელიქსზე ვფიქრობდი. დამპალი დაბადების დღეზე დავპატიჟე და არ მოვიდა, ძალიან გავბრაზდი, არც კი ველოდებოდი მის მოსვლას. ჩოს დავუბარე რომ ჰაერზე მინდოდა გავლა, მანქანაში ჩავჯექი, ლირველად სახლში წავედი რომ გამომეცვალა, ეგ კაბა არც ისეთი კომფორტული იყო ჩემთვის. შემდეგ კი რათქმაუნდა ჩემს საყვარელ ადგილას - საკურას ბაღში წავედი.*
YOU ARE READING
Hoyeonlix <3
Teen Fictionრა მოხდება როდესაც k-pop idol-ს ინტერნეტით/ონლაინ გაიცნობ და დაუახლოვდები? სხვას ვერაფერს დავამატებ, იმედია წაიკითხავთ და მოგეწონებათ ♡