*ოთახში უნდა შევსულიყავი და ფელიქსმა გამაჩერა*
- ჰოიონ
- ხო
- მართლა არაფრის თქმა არ გინდა? თუ "გოგოებს ეხებათ" მონაგონი იყო?
- ვერ გავიგე? *აბაა ვერ გავიგე, ყველაფერი გავიგე, გავისულელე თავი როგორც ყოველთვის*
- რა ვერ გაიგე, დღეს პარკში რაღაცის გაკეთება გინდოდა, ამიხსენი რა გინდოდა.
- აუ ლიქსი ბიქსი, დღეს არაფრის მოყოლის და ახსნის თავი არ მაქვს, მეძინება *მძინარე მზეთუნახავის სახე მივიღე რომ დაეჯერებინა*
- არა ჰოიონ, ვერ მომატყუებ! ეხლავე მითხარი რა გინდოდა. თუ დამიმალავ და ეხლავე არ ამიხსნი მაშინ საერთოდ არ გაგცემ პასუხს *სრულიად სერიოზული სახით მიყურებდა, რაუნდა მეთქვა? ის რომ მიყვარს? ჯანდაბა ვერ ვეტყვი, გამორიცხულია, ვერ ვეტყვი!*
- ლიქს, არაფერი სერიოზული არ ხდება, ან რითი მემუქრები? *იქით გავუბრაზდი*
- ჰოიონ, არ გემუქრები მაგრამ მითხარი, შემდეგ კი მეც გეტყვი ჩემს საიდუმლოს. *ოჰოო, დამაინტერესა, მაგრამ დამიჯერეთ ჩემი საიდუმლო უარესია ნებისმიერ საიდუმლოსთან შედარებით. ალბათ ფელიქსის საიდუმლო ჰიუნჯინის ან სთრეიქიდსის წევრების ნომრები იქნება. ჯანდაბას ეს ისედაც უნდა გამეკეთებინა დღეს, მე იდიოტმა აი რა გავაკეთე:*
- ფელიქს, ჩემთვის ადვილი არ არის ეს.
- რა არ არის ადვილი?
- მომისმინე, ადვილი არ არის ემეგობრო ადამიანს რომელიც გიყვარს, ოღონდ მეგობრულად არა. არ არის ადვილი იყო ადამიანის სანდო მეგობარი რომლისთვისაც თავს გაწირავ, არ არის ადვილი თავი მოაჩვენო თითქოს უბრალოდ მეგობარია, მე ამას ვეღარ ვუძლებ, მე ამას არ გეუბნებოდი იმიტომ რომ ვფიქრობდი თუ ვიტყოდი შენ დაგკარგავდი, მეგობარს დავკარგავდი. აი, გაიგე რისი თქმაც მინდოდა. ახლა რა დამშვიდდი???
- ჰოიონ, მე არც კი ვიცი რა ვთქვა.
- არაფერი თქვა, თუ სახლიდან წასვლა გინდა მე არ გადაგეღობები, ვიცი რომ მაინც წახვალ, ეგ ვიცი რომ ამაღამ აქ დარჩენის სურვილი არ გაქვს, არც იმის სურვილი გაქვს რომ მე მნახო. წადი და თავს უშველე..
- მომისმინე, სად უნდა წავიდე გაგიჟდი *მხრებში ხელები დამავლო და ამაჯანჯღარა*
- ეეიი, რა გინდა?
- რა მინდა? რატომ არ მითხარი ეს აქამდე? მე რატომ არ მითხარი ეს?
- ჯანდაბა, ასე ძალიან გინდოდა ჩემი მოშორება? კარგი ბოდიში არ ვიცოდი.
- ჰოიონ დაჯექი საწოლზე, ახლავე დაჯექი.
- კარგი.
- ახლა მე მომისმინე. არც ჩემთვის იყო ადვილი იგივე გადამეტანა რაც შენ, არ იყო ამ ყველაფრის მოთმენა ადვილი, მე .. მე ბავშვობიდან მომწონდი, მაგრამ ვფიქრობდი გატაცება იყო, ინტერნეტში ძლივს შემოვედი რომ მენახე, ისევ დაგინახე. ბავშვობიდან ვერ გივიწყებდი, შენი აზრით ოლივია რატო მოიქცა ასე კარგად? მან იცის რომ მე შენ მიყვარხარ.
*ჯანდაბა, ნუთუ ჩვენი სიყვარული ორმხრივია? არარსებობს, მე ალბათ სიზმარში ვარ. კი ასეა, აბა ეს როგორ უნდა მომესმინა. აა ჭკუიდან შევიშლები*
- მოიცა ფელიქს! ეხლა რას მეღადავები? არ გამოგივიდა.
- რას გეღადავები, გაგიჟდი *კი გავგიჟდი*
- ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ, თან რაც შეიძლება მალე..
- ხო ასეა, მოდი ამაღამ დავიძინოთ და ხვალ ავუხსნათ ერთმანეთს ყველაფერი, კარგი?
- ხო, ახლა დავიძინოთ.... არ გახვალ?
- აა, ხო. მოიცა.. *რა მოიცა? რა უნდა ახლა?*
- რა მოიცა?
*ფელიქსი ჩემსკენ მოიწევდა, ხელები გაშალა, მომეხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ვაიჰ, ახლა რა ვქნა? მე ყინულივით ვიდექი მაგრამ ფელიქსი ისეთი საყვარელი იყო მეც გადავწყვიტე რაიმე გამეკეთებინა....
მეც გადავხვიე ხელები. თითქოს ესიამოვნა :) მოვრჩით ჩახუტებას და ფელიქს ვუთხარი გასულიყო, ის არ აპირებდა გასვლას სანამ მაისურში ხელი არ ჩავავლე და არ გავიყვანე.
ჩომ დაიბარა რომ დღეს სახლში წავიდოდა, ახლა მარტო მე და ფელიქსი ვიყავით მარტო სახლში*
YOU ARE READING
Hoyeonlix <3
Ficção Adolescenteრა მოხდება როდესაც k-pop idol-ს ინტერნეტით/ონლაინ გაიცნობ და დაუახლოვდები? სხვას ვერაფერს დავამატებ, იმედია წაიკითხავთ და მოგეწონებათ ♡