*ჩემი წყეული დაბადების დღიდან 2 კვირა გავიდა, ორი მოსაწყენი კვირა. 2 კვირის განმავლობაში ფელიქსს ჩემთვის არც მოუწერია, არც დაურეკავს ამიტომ არც მე შემიწუხებია თავი ფელიქსისთვის. ახლა 27 თებერვალია, დღესაც როგორც ყოველთვის არ ვაპირებ სადმე გასვლას, ისევ სახლში და საწოლში ვლპები, დედაჩემი და მამაჩემი სამოგზაუროდ არიან წასულნი ავსტრალიაში, ფელიქსის მშობლებმა დაპატიჟა ისინი. სახლში მარტო მე, ჩო და ჩემი ცხოველები ვართ. ჩო ჩემზე ძალიან ნერვიულობს, ისე ცუდად ვარ რომ მისი უგემრიელესი ფენქეიქებიც აღარ მშველის.*
- გაიღვიძე შვილო, უკვე პირველი საათი შესრულდა, გეყოს საწოლში კოტრიალი, დღეს მაღაზიაში უნდა წავიდე პროდუქტების საყიდლად და შენც უნდა გამომყვე.
- აუუუუ...
- აუ არ ვიცი მე!
- არა ჩო, არავითარ შემთხვევაში არ გავალ სახლიდან.!!
- ვნახავთ, თუ არ გახვალ გაგიყვან! *ჩუმად ჩაილაოარაკ მაგრამ მე მაინც გავიგე*
- ჩო, მომისმინე. ძალიან მინდა ეხლა რომ გარეთ გავისეირნო, ლილუსაც გავასეირნებდი და ჰაერსაც ჩავყლაოავდი მაგრამ ხომ იცი არა რა დღეშიც ვარ?
- ხო, კარგი. დღეს არ გამომყვე მაგრამ დამპირდი რომ მალე გახვალ გარეთ. იმ ფელიქსს ნუ გადაყვები, თან ისედაც ცხადი იყო, ის მთელ ყურადღებას შენზე ვერ გადმოიტანს, ის დაკავებულია, არ სცალია სასეირნოდ.
- ვიცი. ყველაფერი მესმის, მაგრამ გული მისმა სიტყვებმა მატკინეს. მაგრამ იცი რა, მართალი იყო, მე ვინ ვარ რომ მისი ასეთი მშვენიერი კარიერა დავანგრიო?
- შენ არაფერ შუაში არ ხარ, უბრალოდ არ უნდა დაახლოვებოდით ერთმანეთს.
- კარგი, ჩო. ახლა ავდგები მერე რაიმეს მოვიფიქრებ.
- მოიფიქრე ოღონდ ისევ ფილმებს არ უყურო თორემ ტელებიზორს მოვისვრი, ან გარეთ გაგიყვან!
- კარგი კარგი. გახვალ ახლა?
- ხო, კარგი გავალ.14:00 ~ სახლში:
- ჩოო? *ვკითხულობ ბოლო ხმაზე განწირული ხმით, ისე რომ სახლში ექო ისმის*
- ვაიმე, რა მოხდა? *საწყალი ქალი როგორ შევაშინე*
- არაფერი, მაინტერესებდა თუ წახვედი.
- მერე ასე რატომ იყვირე, გული კინაღამა მომივარდა.
- ბოდიში *გამეღიმა, ეგ მეც გამიკვირდა სასაცილო რაღაცეებზე არ მეცინება და ამ უაზრობაზე გამეცინა.*
- მე არსადაც არ მივდივარ, უბრალოდ მოგატყუე შენი გაუვანა მინდოდა სახლიდან. *ტტ, რა ცბიერი ყოფილა*
- შენ რომც არ გამიყვანო, რაღაცაზე დავფიქრდი და გადავწყვიტე სახლიდან დაძალების გარეშე გავიდე. ვინ არის ფელიქსი? ფელიქსი გატაცება იყო. ცხოვრება გრძელდება.
- აი ასე, აბა რა ვიღაც 2 კვირის გაცნობილზე გული არ უნდა გაიტეხო.
- ხო, აბა როგორ მოგწონს ჩემი დღევანდელი ჩაცმულობა? *გავიპრანჭე ჩოს წინ და დავიწყე პოზიორობა*
YOU ARE READING
Hoyeonlix <3
Teen Fictionრა მოხდება როდესაც k-pop idol-ს ინტერნეტით/ონლაინ გაიცნობ და დაუახლოვდები? სხვას ვერაფერს დავამატებ, იმედია წაიკითხავთ და მოგეწონებათ ♡