4. ფელიქსის გაცნობა?!

396 34 0
                                    

*ჩათში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მეღირსა ვიღაცის შემოსვლა, ვაიმეეე არარსებობს ეს ის არ იყო! არ დამიჯერებთ მაგრამ ჩათში ფე..ფელიქსი შემოვიდა. მას ვხედავდი მაგრამ მეგონა fake call-ები რომ იყო ეგ აპლიკაცია იყო მარა საუბარი რომ დაიწყო ვიფიქრე რომ ნამდვილი ფელიქსი საუბრობდა.*
- გამარჯობაა. *თავისი 15 სანტიმეტრიანი ხელებით მესალმებოდა🥲💜*
- გა..გამარჯობა? *რა ქრინჯი ხარ ჰოიონ, ცოტა მამაცად ვერ თქვი? იდიოტი რომ დაინადებაო იმას არაფერი არ შველისო, აი ზუსტად ჩემზეა ნათქვამი*
- როგორ ხარ? *ოჰ ოჰჰ.. ალაპარაკდა ფელიქსი თავისი ბოხი და ამავდროულად უსაყვარლესი ხმით.*
- ცუდად.
- უი, რატო? *სახე შეეცვალა*
- შენი აზრით რატომ? ალბათ იმიტომ რომ მსოფლიოში ცნობილ ადამიანს ვესაუბრები თან დამთხვევით.
- ხოო *ჩაიცინა* ანუ მარტო ჩემმა დანახვამ გაგხადა ცუდად?
- არა, ეხლა მოსაწყენ წვეულებაზე ვგდივარ და ერთი სული მაქ როდის წავალ სახლში და როდის დავდებ ბალიშზე ამ გამსკდარ თავს.
- არაუშავს, ახლა მე მესაუბრე და შეიძლება უაზროდ აღარ იყო. თან არც მე ვარ კარგ გუნებაზე..
- ეე, რატო?
- უფფ, ვიღაც იდიოტები იყვნენ და ზოგმა ჩინელი ხარო? ზოგმა აუ ვერ ვიყან ბი'ტ'იესსო. ნუ მოკლედ ერთადერთი ნორმალური ჯერ შენ ხარ. *ეს სიტუვები მესიამოვნა*
- ვაა, რა დამთხვევაა. მეც ეგრე მომივიდა, 13 წლის ბავშვებს პაემანი აქვთ მე კი 20ის ვხდები და პირველი კოცნა არ მქონია. პირველი კოცნა დაივიწყე მეგობარიც არ მყავს რომ რამე ვაკეთო მასთან ერთად.
- ვფიქრობ ერთი გყავს. *აქ უკვე გავჩერდი და ბოლოს მოვტვინე რაც იგულისხმა და გამიხარდა.*
- ანუ, ეხლა რა იგულისხმე? *მოვიკატუნოთ თავი ვითომ დებილი ვარ*
- ის რომ ამიერიდან შენი ერთადერთი მეგობარი მე ვიქნები, ვფიქრობ დანარჩენებსაც გავაცნობ შენს თავს, თუ გინდ რათქმაუნდა.
- ღადაობ?? რათქმაუნდა. ჩემი ოცნება იყო რომ შეგხვედროდით თუნდაც შორიდან მაგრამ ახლა მეგობრობას მთავაზობ?? ისე არ ტეხავს სხვების მაგივრად რომ მთავაზობ მეგობრობას?
- ხოო, ეგ კი მარა გაგაცნობ მათ და დამიჯერე შენზე არავინ იტყვის უარს. მაგრამ იქნებ გავიცნოთ ერთმანეთი?
- რათქმაუნდა *ჩემი ცხოვრების მთელი ისტორია მოვუყევი მას არაფრის თქმა არ სჭირდებოდა რადგან მასზე ბევრი რამ ვიცოდი.*
- ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ლაპარაკი ჰოიონ. ამიერიდან შეიძლება ბომ ბომი (ბაჭიას სახელია🥲🤍) დაგიძახო? ან რახან ჰიუნჯინს ძალიან გავხარ ჰიუნჯინის დას დაგიძახებ.
- ბომ ბომი უკეთესია, მაგრამ უფრო სასიამოვნო ჰიუნჯინის დობაა რათქმაუნდა.
*მე მარჯვენა თვალის ქვეშ მაქვს პატარა ხალი ჰიუნჯინს მარცხენა თვალის ქვეშ. ჩემი და ჰიუს მთვარეები ერთმანეთს ავსებენ, ჰიუს მთვარე 98%იანია ჩემი 2%. მოკლედ და ძმა შეიძლება გვერქვას.*
- მაშინ ბომ ბომ, ახლა უნდა დავიძინო ხვალ ბევრი სავარჯიშო მაქვს. შენც ფრთხილად წადი სახლში და რომ მიხვალ დამირეკე.
- რათქმაუნდა დაგირეკავ. *ერთმანეთს რომ დავემშვიდობეთ იეჯისთან მივედი და მასაც დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე წვეულებისთვის რომელმაც თან დამღალა და დრო დამაკარგვინა თან ფელიქსი გამაცნო.*

სახლში ~ 02:40
- ჩო? შენ არ გძინავს? *ჩუმად ვკითხე ჩოს რომელსაც საერთოდ არ ეტყობოდა რომ ეძინებოდა.*
- ჰოიონ, ხშირად ვერ ვიძინებ და მაგიტომაც აქ ვარ და საჭმელს ვამზადებ ხვალისთვის, შენ რა ქენი გაერთე?
- კი. *არაფრის მოყოლის თავი არ მქონდა და ამიტომაც კი ვუთხარი.*
*დიახ ვთქვი რომ არაფრის თავი არ მქონდა მაგრამ რაღაცის გაკეთება მაიმც მინდოდა. კონტაქტებში ფელიქსის ნომერი ასე შევიყვანე :
"Chicky🐣" ამ წიწილამ თავი ძალიან შემაყვარა, მან კი თქვა ვიმეგობროთო მაგრამ მე რომ ის მიყვარს არა? თუმცა მადლობას ვიტყვი თუ მეგობრები ვიქნებით, არც ვიცი ხვალ რომ გავიღვიძებ რას ვიფიქრებ მაგრამ დღეს ვიცი რომ ეს ყვაფერი სისმარი კიარა ცხადი იყო.
როგორც შევპირდი დარეკვა მინდოდა მაგრამ ვიფიქრე გაეღვიძება თქო და წერილი დავუტოვე: "სახლში მშვიდობიანად დავბრუნდი ლიქს🤍"
______
აბაა, როგორი იყოო??
მე მომწონს. მარა ნელ ნელა იდეები მაკლდება, როგორ გავაგრძელო არ ვიცი. მარა მოვიფიქრებ, სხვა ფიკები ასე დავიწყე და შუა გზაში მივატოვე იდეა რომ არ მქონდა, ეს ფიკი კი ძაან მომწონს და არ მივატოვებ მის წერას, ვეცდები ხშირად დავდო თავები/ნაწილები. 5 თავი ხვალ თუ არა ზეგ გამოვა <33 ანიოოო🖐💗💗

Hoyeonlix &lt;3Where stories live. Discover now