დავინახე თუ როგორ აისახა არემარეზე წითელი და ლურჯი ნათება. იმ წამსვე გავაანალიზე რაც ხდებოდა ჩემს თავს და ნაბიჯებს ავუჩქარე. მოულოდნელად ვიღაცის ხელებმა მომამწყვდიეს შესახვევში და კედელს მიმაკრეს. ძალიან შემეშინდა, ჩემი გულის ფეთქვას ვეღარ შევიგრძნობდი. წამიერად გამიჩერდა თითოეული მოლეკულა სხეულში და თვალები ფართოთ გამეხილა.
ვიხილე ლუნა, შავ ნიღაბში და შავი კეპით. მისი ხელები ჩემს პირს აკავებდა, რომ არ მეყვირა.
-გაიქეცი, მარცხენა მხარეს სახლში შედი. მე დაგეხმარები.-ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში და ხელი გამიშვა.
მეც სიმწრის ნაბიჯებით გამოვიქეცი.ლუნას POV:
მომადგნენ ჩემი კოლეგები. თავი დაბლა დავწიე, რომ თვალები არ დაენახათ.
-უკაცრავად 180სმ-ზე მაღალი ბიჭი, ხომ არ შეგხვედრიათ? მოკლე შავი ყავისფერი თმებით?
ხმა დაბოხებულმა ვუპასუხე-დიახ, აი იქით გაიქცა.-ხელი რადიკალურად სხვა მხარეზე მივუშვირე და პოლიციელებიც ჩემს მითითებას გაყვნენ.გავემართე სოკჯინისკენ (ნუ ყოველ შემთხვევაში მე ამ სახელით ვიცნობდი.) შევედი სახლში და ოთახიდან სრულიად უცხო ადამიანი გამოვიდა: მაღალი, ხუჭუჭა თმებით, გრძელი ფეხებით, ოთხკუთხედი ტუჩებით, ცხვირთან ხალით, გრძელი თითებითა და უცხოური სილამაზით. თვალებს ვერც, კი ვუჯერებდი. მეგონა წინ პრინცი მედგა, მაგრამ მალევე მოვედი გონს და მივხვდი რაშიც იყო საქმე.
-ვიცი, რომ შენ ხარ.-მტკიცედ ვუთხარი მას.-არ ვიცი რა არსება ხარ ან ამას, როგორ აკეთებ, მაგრამ ვიცი, რომ სახეს იცვლი. გნახე კამერებში, თუ როგორ შედიოდი სხვა და სხვა ადგილბში და შემდეგ იქიდან უცნობი სახით გამოდიოდი. ამით ისიც დავასკვენი, რომ შენ კლავ ადამიანებს და აცლი ორგანოებს. რატომ? ვინ ხარ? რა ხარ? რა მიზანი გაქვს?-ჩემს სიტყვებში ნერვიულობამ იმატა.
-ლუნა დამშვიდდი...-ხელი წინ გამოსწია და ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ მე შევაჩერე.
-არ მომიახლოვდე.- ვთქვი, თუ არა ისიც ერთ ადგილას გაშეშდა.
-მისმინე, მე შენ არაფერს გავნებ, გაიგე?
-საიდან უნდა ვიცოდე, როდესაც ხალხს დანით დასდევ?
-დამიჯერე, ეს მეც არ მინდა.
-მაშინ რატომ აკეთებ?
-სხვა არჩევანი არ მაქვს.
-ეგ რას ნიშნავს?-დავიბენი.
-იმას, რომ მე მაკონტროლებენ. არც სხეულის შეცვლა მიხარია და არც ადამიანის მოკვლა. უბრალოდ...-მე ვიგრძენი მის სიტყვებში უაღრესი სევდა.-უბრალოდ სხვა არჩევანი არ მაქვს.
-კი, მაგრამ ვინ გაკონტროლებს? ან საერთოდ რა არსება ხარ? მე დაგეხმარები სოკჯინ.
-სოკჯინი არ მქვია, ეგ არ არის ჩემი ნამდვილი სახელი. არც ის ვიცი რა არსება ვარ და არც ის თუ ვინ მაკონტროლებს.
-...-უეცრად ვერ მოვედი აზრზე.-შეგიძლია ყველაფერი მომიყვე?
-რატომ?
-იმიტომ, რომ დაგეხმარო.
-რაში გინდა ჩემი დახმარება? მე შენ არ მჭირდება.
-მომისმინე, მინდა დაგეხმარო და კარგად იყო, რადგან ვხედავ შენს თვალებში ტკივილს.თეჰიონის POV:
სრულიად მოულოდნელად მივვარდი მას მთელი სისწრაფით და ჩემი სხეული ოდნავ მივაკარი. გოგონას თვალები გაუდიდდა და შიშისაგან აკანკალდა.
-ჩემი გეშინია.-მტკივნეულად ჩავიცინე და იქიდან მოვწყდი.სახლისკენ უკან მოუხედავად გავიქეცი. მივრბოდი, სიბრაზეს და ტკივილს ერთად შევიგრძნობდი. მივედი თუ არა იმ წამსვე ამლვიღე ჩემი დანა და მარცხენა მაჯაში ჩავირჭვე, ვატრიალე და ბოლო სუღრმემდე ჩავედი, სანამ ის წყეული წითელი აპარატურა არ ამოვიგდე, რომელმაც მწვანედ ციმციმი შეწყვიტა.
უცებ მთელ სხეულში შვება ვიგრძენი, მაგრამ სწორედ ეს გრძნობა იყო ჩემი ახალი თავგადასავალი ახალ ჯოჯოხეთში.
"FLASHBACK"
1..2..3..
-დაიწყეთ.
ჩემი სხეული დაბმული აქვთ, წესიერად ვერც ვახელ თვალებს. ვგრძნობ მარცხენა მაჯაში საშინელ ცივ სხეულს და ამაცე დროს სიკვდილამდე ტკივილს. თეთრებში ჩაცმული ნიღბიანმა ადამიანმა დანით ამომიჭრა მრგვალად მარცენა მაჯის ხორცი და შიგნით, ღრმულში ჩაამაგრა წითელი ბურთულა. იცებ თითქოს და მთელმა სამყარომ არსებობა შეწყვიტა, ტკივილი არ არსებობდა, სიხარული არ არსებობდა, სიცივე და სოთბო არ არსებობდა. ისე უეცრად გამიქრა ტკივილის შეგრძნება, წამიერად მადლობელიც, კი ვიყავი ამ დესპოტი ადამიანების.ამ ყველაფრის შემდეგ, სწორედ იმ ბურთულით ადგენენ ჩემს ადგილ სამყოფელს და თუ როდის ვიცვლი ვინაობას და ვის სხეულში გადავდივარ.
"END FLASHBACK"
_____________________________________
აბააა დავბრუნდიიი.👏🏻 🎉👏🏻🎉👏🏻🎉👏🏻
მართალია მომავალ კვირას მეწყება უსაშინელსი გამოცდები, მაგრამ რა ვქნა?🤷🏻♀️🤷🏻♀️🤷🏻♀️ მომენატრა აქაურობა.😭 იმაზე ფიქრი, თუ ახალ თავში რა დავწერო🙈. იმაზე ნერვიულობა მოგეწონებათ თუ არა.❤️🔥 თქვენს კომენტარებზე პასუხის გაცემა და სიამოვნება. 💞თქვენი სითბო და ზოგჯერ მკაცრი კომენტარები.🦋🫂 ყველაფერი უზომოდ მომენატრა.😭🫂 შევეცდები პარასკები, შაბათი, კვირა დავდო ხოლმე ახალი თავები😉💞 და + ახალი ფიკი😉. (🤫უფს წამომცდა🤫)
YOU ARE READING
საიდუმლო~𝚂𝙴𝙲𝚁𝙴𝚃
Fanfiction🟤ფანტასტიკა 🟤თრილერი 🟤OT7 🟤𝙱𝚃𝚂 🟤15+ No spoilers 😉😁🤎 !!თავები მიყოლებით წაიკითხეთ!! *დროებით შეწყვეტილი*