The culprit:*კიმ სოკ ჯინი*

140 12 107
                                    

ბიჭის POV:

ყურში ჩამესმის აჩქარებული ნაბიჯების ნოტები და ჩემი გულის ბიძგები. უაღრესად ჩაწოლილიყო ქალაქი შავ ცაში. სირბილისგან თითოეული ოფლის წვეთი მეწვეთებოდა ნახშირის ფერის ჰუდის ქსოვილზე ან მიწაზე ეხეთქებოდა. ქანცგაწყვეტილი ვცდილობ პოლიციელისგან გაქცევას, მაგრამ ის მაინც არ ნებდება, პატარა ჭიანჭველასავით იკიდებს მთელ: სიცივეს, ოფლს, სიშავეს ზურგზე და მყარად ადგამს დიდ ნაბიჯებს ჩემსკენ.
გადავუხვიე სუნგდანგის ჩიხში და ნაგვის ყუთების უკან შევიმალე. შიმშილისგან და შიშისგან გაგიჟებული კატები თავს დამჩხავლიდნენ და მკაწრავდნენ მთელ სხეულზე, სანამ არ გარდავისახე. ფიქრებში ავაწყვე სხეული: განიერი მხრები, დიდი ტუჩები, მოკლე ყავისფერი თმები, გრძელი ფეხები, გრძელი ოდნავ დაგრეხილი თითები, დიდი თვალები, ტანადი და მამაკაცური. გარდავისახე. ამის შემხედვარე კატები დაფრთხნენ და შეიყუჟნენ: ზოგი თუნუქის ქილაში, ზოგი გაზეთში ზოგიც, კი ნაგვის ურნაში ჩახტა. გარდასახვის შემდეგ ამაყად გამოვაბიჯე სიბინძურიდან თავი და გავაგრძელე ჩვეულებრივ სიარული. გვერდზე ჩამიქროლო იმ ზემოთ ხსენებულმა ოფიცერმა და ჩემი აურაც, კი ვერ იგრძნო, რომლის შეცვლაც ფიზიკურად არ შემიძლია.

კოსტუმში გამოწკეპილი მივიჩქარი ჩემი ბუნაგისკენ. გზაზე, თუ ვინმეს წავაწყდებოდი ყველა ინტერესიანი თავლებით მიყურებდა, ჩემი აღნაგობის გამო. ზებრაზე ფეხს დავდგამდი და მეგონა მთელი ბუსანი ჩერდებოდა ჩემს გამო.
ძლივს მივსასლანდი დუსუბგმის ქუჩის ბოლოშო, სუნიმუს გადასახვევთან დანგრეულ ნომერ 66 საჯარო სკოლაში. ერთი შეხედვით იქაურობა ერთი დიდი საღორეა სინამდვილეში, კი ჩემთვის სამოთხე. ჩემი ჭერი, კედლები, მიწა ყველაფერია. ამ სკოლაში სპორტის დარბაზი გამოიყურება ოდნავ ნორმალურად, ამიტომაც მანდ მაქვს ჩემი სამყარო მოწყობილი. გარეთა სამყარო არ მიყვარს ჩემი თავის გამო, ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ჩემგან და ეს დიდი დაბრკოლებაა ჩემთვის. მირჩევნია აქ ვუცდიდე ჩემს სიკვდილს, ვიდრე გარე სამყაროში ადამიანების ხელებით მოკვდვდე. დღეს ძლივს გადავურჩი იმ პატარა, ცხვირ წვეტიან გოგოს. უბრალოდ სისხლს ვწმენდდი ასფალტზე და მაშინ დამაცხრა ქორივით, იმედია ჩემი საქციელები არ დაუნახავს.

საიდუმლო~𝚂𝙴𝙲𝚁𝙴𝚃Donde viven las historias. Descúbrelo ahora