ნამჯუნის POV:
ჩემს მისიას ვასრულებდი, როდესაც მკვდრის ტელეფონში ესემესი მოვიდა. მეც ინსტიქტურად გავიხედე მობულისკენ და გარკვევით წავიკითხე ადრესატის სახელი და გვარი: "შიმ ჯეჰვა". არ მიმიქცევია ყურადღება, ავიღე ჩემი ნივთები და მოვცილდი მკვლელობის ადგილს.
გარდასახვისთვის ვიპოვე ხშირი ბუჩქნარი, სადაც ძლივს შევეტიე. ყველგან ფოთლები და ტოტები იყო. გარდასახვა დავაპირე და უცებ რაღაცამ გამიელვა თავში.
"შიმ შიმ შიმ, ეს გვარი ძალიან მეცნობაა...
...
...
შიმ სონა!"
თვალები უაღრესად გამიდიდდა და გავეშურე საავადმყოფოში, სადაც წინათ დნმ-ის ანალიზები გავაკეთე.-გამარჯობათ.-მომესალმა მიმღებში მჯდომი პატარა ტანის გოგონა.
-აქ 2 დღის წინ ჩავაბარე თმის სამაგრი, სადაც სისხლი და თმა იყო. მაინტერესებს ისევ გაქვთ შენახული?
-დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა სამხილს ვინახავთ.
-ძალიან კარგი.-შვებით ამოვისუნთქე.-მინდა ახლიდან გავაკეთო დნმ-ის ანალიზი.
-რატომ?
-იმიტომ, რომ წინა ანალიზით მხოლოდ ის შევიტყვე თუ ვის ეკუთვნოდა სისხლი ახლა, კი მაინტერესებს იმ ადამიანის მონაცემები, მშობლები.
-ბოდიშით, მაგრამ ამას ჩვენთან ვერ გაარკვევთ. თუ მოიტანთ მშობლის რაიმე მტკიცებულებას, ამ ორს შევაფასებთ და გეტყვით აქვთ თუ არა რაიმე საერთო.
-არა მაგას ვერ ვიზამ.-ნერვიულობისგან თავი მოვიქავე.-კარგით, მადლობა.გამოვვარდი საავადმყოფოდან და იმ წამსვე მივხვდი სად უნდა წავსულიყავი. გზაში კი არ მივდიოდი, არამედ მივრბოდი, სანამ არ დავეჯახე ადამიანს. წავიქეცი და ისიც მე დამეცა. ორივე მიწაზე დავენარცეთ და ის ადამიანი ცხვირ-წვეტიანი გოგო იყო. როგორც, კი დამინახა სიბრაზისგან შეკრული წარბები გაეხსნა და მომხიბვლელი ღიმილი დაიტოვა სახეზე. უხერხულობისგან წამოვდექი და ისიც წამოვაყენე.
-რა კარგია ისევ შევხვდით.
-აჰამ კი.-სწრაფად ვუპასუხე.-ბოდიში ლუნა, ახლა არ მცალია.
-სად მიდიხარ ასეთი სისწრაფით? შენ ტრანსპორტის შესახებ რაიმე გაგეგება? მილიონი რამაა:ტაქსი, ავტობუსი, მეტრო. თუ ასე გეჩქარება მე წაგიყვან. აგერ არის ჩემი მანქანა, თან დღეს დასვენება მაქვს.
-არა იყოს.-არ მინდოდა გაეგო სადაც მივდიოდი, რადგან შიმ სონას მასთან რაღაც საერთო აქვს.
-კარგი რა.-ხელი მომკიდა და წამათრია.-მე წაგიყვან. სად მიდიხარ?
-არქივში, წინაპრები და რაღაცეები რომააა.
-აააა.-გაიცინა.-სიმართლე გითხრა არც მე ვიცი რა ქვია მაგ დაწესებულებას.
BINABASA MO ANG
საიდუმლო~𝚂𝙴𝙲𝚁𝙴𝚃
Fanfiction🟤ფანტასტიკა 🟤თრილერი 🟤OT7 🟤𝙱𝚃𝚂 🟤15+ No spoilers 😉😁🤎 !!თავები მიყოლებით წაიკითხეთ!! *დროებით შეწყვეტილი*