The culprit:*კიმ სოკ ჯინი*

40 5 27
                                    

ჯინის POV:

თითებით ვეხები უცნობ ნივთს და გამომაქვს მერხიდან. ხელში შემრჩა თეთრი, ბაფთიანი, თმისსამაგრი, რომელსაც ბრჭყვილები ჩამოსცვენილა. დამაინტერესა, მისი თვალიერება ყველა მხრიდან დავიწყე და უცებ ამ სცენამ ჩემი გუგების გაფართოვება გამოიწვია. თეთრი თმისსამაგრი, ბაფთის უკანა მხარეს სულ გაწითლებულიყო და ალაგ-ალაგ თმები მოჰფენოდა. სავარაუდოდ სისხლს წააგავდა, რომელიც თეთრ ბაფთას ჩაბღაუჭებოდა და აწითლებდა.
*ვისი სისხლია?*-გავიფიქრე.
არ ვიცი რამ დამაინტერესა, მაგრამ მინდოდა ამ ცხვირ-წვეტიან გოგოზე ყველაფერი შემეტყო.

გავქანდი კლინიკაში ისე, რომ ხელში თმისსამაგრი მეჭირა და ლაბორატორიის წინ დავდექი. რიგი იყო. უამრავი ხალხი იდგა: ზოგს ბავშვები ჰყავდა ცალ ხელში და ტიროდნენ, ზოგიც გაყვითლებული კონტეინერებით იდგა ზოგი, კი თმებით, ფრჩხილებით და რაღაც სითხით ელოდებოდნენ თავიანთ რიგს. როგორც იქნა ჩემი ჯერიც დადგა, დავუტოვე თმისსამაგრი მათ, რომ დნმ-ის ანალიზი აეღოთ. პასუხი ხვალისთვის იქნება და სავარაუდოდ კიდევ მომიწევს აქ შემოვლა.

გამოვედი საავადმყოფოდან და უკვე 5 საათი იყო, უნდა მოვმზადებულიყავი ჩემი სამუშაოს შესასრულებლად. მივედი ჩემს ეგრედწოდებულ "სახლში" შევედი სპორტის დარბაზში და ჩემი "საწოლის" ქვეშ არსებული ფიცრები ავიღე. 3 ხის დაბეჩავებული თხელი ნაჭერი ამოვიღე და მიწაში არსებულ სივრცეში დამხვდა ჩემი იარაღები. ხელი დავავლე ნემსს და მაკრატელს. ჩემი თავისუფალი მარცხენა ხელით შარვლის მარცხენა გვერდი შევიმოწმე სადაც იყო ის რაც უნდა ყოფილიყო, ჩემი შავი დანა და ფიცრები ისევ დავაწყვე ზევიდან მიწას. კომპიუტერს მივუჯექი და ფოსტაზე გამოგზავნილი ქალის სურათს დავაკვირდი და კარგად დავიმახსოვრე. გავედი გარეთ და მივედი მისამართზე სადაც ეს ქალი მუშაობდა. უკვე საღამო იყო რა თქმა უნდა და შიგნით მხოლოდ დაცვის წევრები დამხვდა.

საიდუმლო~𝚂𝙴𝙲𝚁𝙴𝚃Dove le storie prendono vita. Scoprilo ora