თავი 4.

24 4 17
                                    

ნუთუ შეუძლებელია ცხოვრებაში ერთხელ მაინც გულის ეს ძახილი ჩაახშო და მას აჯობო!?
ნუთუ არ შეგვწევს ძალა, დავასამაროთ ის ლტოლვა რომელსაც საყვარელი ადამიანის მიმართ განვიცდით!? მითუმეტეს მაშინ როცა ვიცით რომ ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.

საყვარელი? რა იცის ანასტასიამ რას ნიშნავს საყვარელი ადამიანი ან როგორ შეიძლება სულ ორიოდეჯერ ნანახი ადამიანი შენთვის საყვარელი ადამიანი გახდეს?

იქნებ პირველივე წამიდან როცა მან ეს გამოძერწილი სხეული იხილა, სწორედ იმ წამიდან შემოაღწია მის გულში რაღაც გრძნობამ.

ვნებამ, სიყვარულმა, მოწონებამ თუ უბრალოდ გატაცებამ... ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის რომ ამ ყმაწვილმა გადარია და გააოცა ანასტასია.

მწველი მზე ვერც კი შეედრებოდა ამ ორი ადამიანის მხურვალებას.

თუ მიეკარებით დაგწვავთ თუ თვალს გაუსწორებთ სამუდამოდ დაგაბრმავებთ.

- ყველაზე მეტად ახლა რისი მოსმენა გინდა ჩემგან?

იკითხა გოგონამ.

- არაფრის, შენი თვალები მეტყვიან სათქმელს, ისინი არიან ყველა პასუხ გაუცემელი კითხვის დამაკმაყოფილებელი წყარო.

ყურში ისე ჩასჩურჩულა, რომ მისი სუნთქვა ჯერ ყელს, შემდეგ კი მთლიან სხეულს მოედო.

რამოდენიმე წამში მუსიკის ხმა შეწყდა, სხვა წყვილები უკვე დიდი ხანია საცეკვაო მოედანს გასცლოდნენ და სივრცე ორი ადამიანისთვის დაეთმოთ.

ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა თუ არა დარბაზში მაშინვე სიჩუმე ჩამოწვა, ერთ ხანს წყვილს შესცქეროდნენ შემდეგ კი გართობა განაგრძეს. ეს უკანასკნელნი კი ადგილიდან არ იძვროდნენ.

გაქცევას არ ჩქარობდნენ, გაქცევას ამ ხალხისგან.

ერთმანეთს თვალებში უმზედნენ და ამ თვალებშივე ეძებდნენ პასუხს.

სავსე მთვარის ქვეშ/Under the full moonМесто, где живут истории. Откройте их для себя