-ბოსს ყველაფერი მზად არის, გოგოს ადგილმდებარეობაც დაზუსტებულია ბიჭებიც მზად არიან. მაგრამ ეს უბრალო გოგო რა შუაშია?-ჩემი მარჯვენა ხელი შემოდის და მთავარ კითხვას სვამს. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი იცის ერთი დეტალის განდობა დამავიწყდა.
-მაიკ ეგ გოგო რომ უბრალოა მაგაში დარწმუნებული ხარ? როცა მისი: სახლის მისამართი, სასწავლებელი, სახელი გვარი და ათასი წვრილმანი ჩაგაწერინე.-ვეუბნები მკაცრად და იარაღს ქამარში ვიდებ.
-უბრალოდ მაფიასთან რა შუაშიათქო ვიგულისხმე.-ამბობს მაიკი.-ეს ის სარაა?-დაამატა.
-მაგას მერე გაიგებთ. ახლა კი წავედით სარა ჰარდის გასატაცებლად.-ვიცინით და კაბინეტს ვტოვებთ. გარეთ ბიჭები გველოდებიან მე და მაიკი ჯიპში ვჯდებით და გავდივართ. ჩემი ჯიპი და ერთი ფურგონი კარგად მომზადებული ხალხი და საქმე ძალიან კარგად წავა ისე როგორც დავგეგმე. ერთ-ერთი ჩემიანი სარას ყურადღებას მიიპყრობს და ყველაფერი სწრაფად და მარტივად მოხდება. ჩემს ჯიპს შუა გზაში ვტოვებთ მე და მაიკი ფურგონში ვჯდებით უნივერსიტეტის გვერდითა კარებთან ვაყენებთ ფურგონს. სატყუარა მზად არის სარა წამოეგო, კონტროლირებად ზონას მოაშორეს და მათ თავზე დავადექი. თითი პირთან მივიტანე სიჩუმის ნიშნად და იარაღიც არ დამვიწყებია ლედი ფურგონისკენ წავიყვანეთ. ფურგონში ჩავსვით.
-რა ჯანდაბა ხდება?-იკითხა სარამ.
-სარა გაგიტაცეთ.-ვუთხარი მას.
-მაგას მივხდი შე ნაბიჭვარო.-იყვირა მან და სატყუარას შეაფურთხა.
-თუ არ გაჩერდები შუბლში ტყვიას მიიღებ ჰარდ.-უთხრა მაიკმა.
-წადი თქვენი. ჩემგან რა გინდათ? ვაფშე ვინ ჩემი ფეხები ხართ და რატო ამწაპნეთ უნივერსიტეტის პარკინგის მკვდარი ზონიდან?-იკითხა სარამ.
-ბევრ კითხვას სვამ.-ვთვქი როცა კარები გაიღო და ჩემს ჯიპში დავბრუნდით მე და მაიკი, სარასთან ერთად. ფეხების ქნევა დაიწყო.
-ჯეიმი. ბოს. მოკლედ რაც არის რა ეს გოგო ასე თუ იფართხალებს გეგმებს ჩავშლი და მივაკლავ აქვე.-იყვირა მაიკმა.
-მოკეტე მაიკ და წავედით.-ვთქვი მე, მაიკმა თვალები მოისრისა მე ავტომობილი დავძარი და სახლის გზას დავადექით.
-ვინ ხართ? ჩემგან რა გინდათ? ჩემი სახელი საიდან იცით? ან როგორ მიპოვეთ? რატომ გამიტაცეთ?-კითხვა კითხვას დააყოლა სარამ მე კი ძლიერად დავამუხრუჭე მაიკმა ლამის თავით გაიტანა საქარე მინა.
-სარა ჰარდ მოკეტე თორემ ვერაფერს გაიგებ.-ვიყვირე, მერე კი გზა განვაგრძეთ. სახლში მისი ოთახი უკვე მზად იყო ზემოთ ავიყვანეთ და ჩავკეტე. დაცვა გავაძლიერე, რომ არ გაიქცეს და მისი საყვარელი კერძები მოვამზადებინე მზარეულს. მისის მეიფილდს ამ სახლში ერთად ერთი ქალია. საუკეთესო საჭმელს ამზადებს და სახლის საქმეებსაც აკეთებს მაგრამ სულ ვცდილობ, რომ არ დაიტვირთოს და დამლაგებლებს ვიყვან კვირაში ორჯერ მოდიან სულ სხვადასხვა ქალბატონები ერთი საათით და სახლს ალაგებენ მისის მეიფილდი კი მისი დაჟინებული თხოვნით ყველა მათგანს აკვირდება რამე არასწორად, რომ არ გააკეთონ. ახლა კი სარას და დღევანდელ დღეს მივუბრუნდეთ, მალე ვივახშმებთ და ყველაფერს ვეტყვი.
-ჯეიმი მე წავალ კომპანიის საქმეებს მივხედავ და საღამოს მერფი უნდა ნახო.-მითხრა მაიკიმ.-სიყვარულს არ შერჩე გთხოვ რა.-
-კარგი მაიკ ახლა კი კომპანიას მიხედე თუ მიდიხარ.-ვთქვი და კაბინეტში ავედი. იარაღი მაგიდაზე დავდე ვისკი დავისხი და იმაზე დავიწყე ფიქრი როგორ უნდა მეთქვა სარასთვის ვინ ვიყავი. მალე მოსამსახურე შემოვიდა და ვახშმობისთვის მოვემზადე სარას ოთახში ავედი ქვემოთ ჩამოვიყვანე და ყველა გარეთ გავუშვი.
-სარა გთხოვ დაჯექი და ჭამე. თან ყველაფერს აგიხსნი უბრალოდ ჭამე. ვიცი რომ ცეზარი ძალიან გიყვარს და კიდევ შენი ბევრი საყვარელი კერძი მოვამზადებინე.-ვთქვი და ღვინო მოვსვი.
-მოდი იცი რას გეტყვი გააჯვი რა. შენი არაფერი არ მჭირდება რამეს თუ მეტყვი თქვი თუ არა და დაახვიე.-იყვირა სარამ.
-სარა დაჯექი და ნუ ყვირი. მე ჯეიმი მორგანი ვარ.-სიცილი დაიწყო, ბოლო ხმაზე იცინის.
-რა სასაცილოა. ჯეიმი მორგანი არა? რომელიც ოთხი წლის წინ ჩემს თვალწინ მოკვდა. ამბობ, რომ ის ჯეიმი მორგანი ხარ?-და ისევ ისტერიკული სიცილი.
-სარა მაპატიე, რომ ამის გადატანა მოგიწია. ცოცხალი ვარ და შეცვლილი ეს ვიცი მაგრამ ცოცხალი ვარ და შენი ჯეიმი ვარ. აფეთქებისას არ მოვმკვდარვარ მაგრამ დიდი დრო დასჭირდა ჩემს სახეს აღსადგენად. ამ ნიღაბსაც მაგიტომ ვატარებ, რომ ბოლომდე მზად ჯერაც არ არის. თუმცა თუ შენს დასარწმუნებლად საჭირო გახდება მისი მოხსნა ამასაც გავაკეთებ.-ვთქვი და მას მივუახლოვდი.
-თუ მართლა ჯეიმი ხარ მაშინ მითხარი რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.-თქვა სარამ.
-საბანკეტო დარბაზის ქვემოთ ბუნკერი ვიპოვეთ ამ ბუნკერში კი ჩვენი სკოლის დირექტორის სამუშაო კაბინეტი. მას ბუნკერი გადაკეთებული ჰქონდა, დაგვაფიცა რომ არავისთვის გვეთქვა თორემ სკოლიდან გაგვრიცხავდა და ორ წელიწადში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჩვენ იქ ხშირად მივდიოდით რადგან ბუნკერი სულ ცარიელი იყო.-ჩუმად ვსაუბრობ და ემოციებს ვერ ვმალავ. მის სახეზე ცრემლი მოგორავს როცა კარები იღება და არჩი შემოდის.
-მამაა.-ყვირის და ჩემსკენ მოდის.-მა რა ხდება?-ახლა მორბის, მე ვიხრები და ხელში ამყავს.
-ჩემო ვაჟკაცო. ჩემო პრინცო. მამიკოს ძალიან მოენატრე. რას გულისხმობ? რა უნდა ხდებოდეს?-ლოყაზე ვკოცნი.
-მისის მეიფილდმა სახლში არ შემომიშვა და ძია მაიკს უთხრა რაღაც ჩუმად. მეწყინა. ძია მაიკს ხელი გავუშვი და სახლში შემოვვარდი.-თქვა ამაყად და ჩაეღიმა თავის საქციელზე.
-არჩი მამას საქმე აქვს. შეხედე აქ ვინ არის.-სარასკენ გავახედე და არჩი გაფითრდა.-არჩი კარგად ხარ? მა ხომ კარგად ხარ?-ავღელდი.
-მამიკო იმაზე უფრო ლამაზი ყოფილა ვიდრე ფოტოებშია. თითქმის ისეთია როგორსაც აღმიწერდი და ცოტა უფრო ლამაზიც კია.-თქვა და მანიშნა დამსვიო. მეც დავიხარე და დავსვი ის კი სარასთან მივიდა. ხელის მოკიდება უნდოდა მაგრამ სარამ უკან დაიხია.
-არჩი შეგიძლია ძია მაიკთან დაბრუნდე? გთხოვ ჩემო პატარა.-არჩი დამეთანხმა.
-მა ჯერ არ გითქვამს?-მკითხა მან.
-არა მა შენ შემოხვედი და ვერ მოვასწარი პატარავ.-ვთქვი და ვუჩქმიტე.
-მაშინ მამას პრინცი გარბის.-თქვა და გარეთ გავიდა.
-ჭკვიანი ბავშვია მის ასაკთან შედარებით.-თქვა სარამ.
-ჰო ძალიან.-დავეთანხმე და კარებს გავხედე მაიკმა არჩი ხელში აიყვანა და კარები დახურა.
-ჯეიმი რომელსაც მე ვიცნობდი და რომელიც მე მიყვარდა არასდროს მიღალატებდა.-თქვა სარამ.-ასე ძალიან მითუმეტეს. გარდაცვლილი შვილის სახელი როგორ დაარქვი? საერთოდ არ შეგრცხვა? ის ხომ მხოლოდ ორი კვირის იყო ჯეიმი და ის დავკარგეთ მერე შენც დაგკარგე უფრო სწორად ასე მეგონა და შენ კი ცხოვრება გააგრძელე მეორე შვილს კი გარდაცვლილი შვილის სახელი დაარქვი. გამბედაობაც ამას ჰქვია ჯეიმი მორგან. მიმიფურთხებია შენთვის. ძალიან შეიცვალე. ის არ ხარ ვინც მე მიყვარდა.-იყვირა სარამ. ნიღაბი მოვიხსენი ყველა სახვევი და ნაიარევები, რომ დაინახა ტირილი დაიწყო. კანკალმა აიტანა.
-სარა შემომხედე. სამი წლის წინ რაც. ვიყავი ის აღარ ვარ შეუხედავი კაცი ვარ, მარტოხელა მამა და სამი წელი ჩემი შვილის დედის დაბრუნებას ვცდილობდი. ფსიქიატრიულში რომ მოვედი პირველად ამ ამბიდან ორი წელი იყო გასული არ დამიჯერე. არჩის მარტო ვზრდიდი ჩვენს არჩის მან ასეთი შემიყვარა მახინჯი და ცუდი ადამიანი. შენ კი არც დამიჯერე დრო და დრო მოვდიოდი და ბოლოს შევწყვიტე მოსვლა რადგან არც კი მისმენდი მაშინვე ჩემს მოკვლას ცდილობდი. მერე გამოგწერეს და სწავლა დაიწყე იქიდან სადაც გაჩერდი ერთი თვის წინ, მეც მაშინვე გიპოვე და დღეს წამოგიყვანე რათა დაგიბრუნო თუ არ დამიჯერებ და წახვალ გაგიგებ. მაგრამ იცოდე, რომ არჩი ჩვენი შვილია და ის ვიპოვე. აფეთქებიდან გავიქეცი ძიძას გავყევი რომელიც იმ ნაბიჭვარმა დაიქირავა. ბავშვი ავტომობილში ჰყავდათ და ამას რაღაც მიჰქონდა. იმ ნაბიჭვრის მისამართი არცერთმა არ თქვა არჩი წამოვიყვანე და წამოვედი გამოვიქეცი როცა დავბრუნდი აღარ დამხვდი. მერე პლასტიკური ოპერაციებით სახის აღდგენა დავიწყე და ჯერაც ამას ვაკეთებ. ის ნაბიჭვარი ორჯერ გამექცა ვეძებდი და ახლა ისევ მივაგენი. გაძლიერებულია და შეიძლება ითქვას რთული იქნება მისი გასტუმრება. მაგრამ შენს გარეშე უკვე ძალიან მიჭირს. აუტანელია ასე ცხოვრება, ის კი ისეთი გაძლიერებულია რომ ჩემთან ყოფნით საფრთხეში გაგდებ. მაგრამ იმდენად რთულია უშენობა, რომ ეგოისტურად მოვიქცევი კიდევაც შენს დასაბრუნებლად. თუმცა ყველაფრის მიუხედავად თუ არ დარჩები გავიგებ. ამის თქმა მინდოდა ახლა შეგიძლია წახვიდე.-ოთახი გადავჭერი და კარები გავაღე სარა წავიდა. ამას არ ველოდი მაგრამ წავიდა. არჩიმ სევდიანი თვალები გააყოლა და ჩემთან მოვიდა.
-მაა გთხოვ არ მოიწყინო. ცოტა დრო სჭირდება ყველაფრის გასააზრებლად. დედა დაბრუნდება ნახავ.-მითხრა და ფეხზე მომეხუტა. ხელში ავიყვანე და შუბლზე ვაკოცე.
-შენ ხარ ყველაზე მაგარი ბავშვი მთელს მსოფლიოში.-ჩავეხუტე.
-მამა მე მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბავშვი არ ვარ, შენი შვილი ვარ და ამიტომ ამბობ ასე.-მითხრა არჩიმ.
-ამას დამიხედეთ, რა თავმდაბალია. ჩემი პრინცი.-ვთქვი ღიმილით.
-მა ქედმაღლობა და ამპარტავნობა უზრდელობაა. ნუ მიმაჩვევ ყველაფერ კარგს და ძვირფასს, ნურც ყველაზე მაგარს დამიძახებ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვარ.-მითხრა და გაიღიმა, ლოყაზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-ასეთი ჭკვიანი როგორ ხარ სამი წლის ბავშვი? მაოცებ მა.-ზედა სართულზე ავედი არჩის ოთახში და არჩი ლოგინზე დავსვი.-გამოიცვალე და შეჭამე. მისის მეიფილდმა ბევრი რამ მოამზადა.
-კარგი მა.-ოთახიდან გამოვედი და ქვემოთ ჩავედი. მაგიდას მივუჯექი მერიმ სარას თეფში გაიტანა და არჩისთვის ახალი თეფში მოიტანა. მალე კიბის თავზე არჩი გამოჩნდა.
-მამიკო გთხოვ ამოდი.-დამიძახა მან.
მეც მაშინვე ავედი. ხელში ჩემი იარაღი ეჭირა.-კაბინეტში გქონდა დატოვებული.-მითხრა და გამომიწოდა, იარაღი ქამარში ჩავიდე.
-არჩი იქ რატომ შეხვედი?-ვკითხე მე.
-ვიფიქრე, რომ იქ იქნებოდი.-მითხრა საყვარლად.
-არა შენთან ერთად შევჭამ და მერე რამეს ვუყუროთ. მაგრამ საღამოს უნდა წავიდე.-არჩი ხელში ავიტაცე.
-კარგი.-არჩისთან ერთად ვჭამე, მერე რაღაც ფილმი ჩართო.
-არჩი ეს ფილმი შენთვის არ შეიძლება რამე სხვას ვუყუროთ.-პულტი გამოვართვი და მულტფილმების არხზე გადავრთე. რაღაც იწყებოდა სახელი გამოაცხადეს მონსტრების კორპორაცია.-არჩი ეს რა მულტფილმია?-ვკითხე პატარას.
-მა ცისფერი მონსტრი რომ არის და მწვანე ციკლოპი. კარიდან ბავშვი, რომ გაექცევათ.-თქვა ღიმილით და ტელევიზორის წინ იატაკზე დაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი.
-გასაგებია. არ ვიცოდი რა ერქვა ძალიან მიყვარს.-ვუთხარი არჩის.
-მე სალი მიყვარს. ის ცისფერი.-თქვა მან. მულტფილმის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა დავაპაუზე.
-შეხვედრაზე ვაგვიანებ. ახლა ძია მაიკი შემოვა და იტყვის ბოს. ჯეიმი. თუ რაც არის შეხვედრაზე გაგვიანდებათ.-ვთქვი მე.
-სამ წამში მოვა.-თქვა არჩიმ და ერთად დავიწყეთ დათვლა.
-სამი.-თქვა არჩიმ და მაიკმა კარი გააღო.
-ბოს. ჯეიმი. თუ რაც არის შეხვედრაზე გაგვიანდებათ.-თქვა მაიკმა. არჩიმ სიცილი დაიწყო და მეც გამეცინა.
-აბამ გავაგრძელეთ ყურება. მაიკ ცოტა დარჩა წადი და მეც მოვალ.-ვთქვი მე.
-წადი დაგვიანება არ შეიძლება.-თქვა არჩიმ.
-არა არჩი მულტფილმს ბოლომდე ვუყუროთ.-მაიკმა ცხვირი აიბზუა და გავიდა. მალე მულტფილმიც დასრულდა არჩი ლოგინში დავაწვინე და შეხვედრაზე წავედი საბუთების მოსაგვარებლად. მაიკს სახეზე ეწერა, რომ ჩემი ეს ქცევები არ სიამოვნებს და ამაზე მეცინება. მას ოჯახი არ ყავს ოთხი წლის წინ როცა ყველაფერი წამართვეს უფრო სწორად ერთგული ხალხი. მაიკი ვიპოვე, მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში და დაბრუნებაში. ჩემზე ძლიერი მაფიოზი არ არსებობდა ოთხი წლის წინ და როცა კი შანსი ჩაუვარდათ და ახალი სისუსტე მიპოვეს მაშინვე გამოიყენეს. ჩემი სისუსტე არჩი და სარა იყვნენ. სარა გავიცანი მაშინ როცა უნივერსიტეტში სტუდენტს მივაკითხე, ჩემს ბიჭებს უნდა შეერთებოდა. დამერწმუნეთ ყველაზე ძლიერი მაფიოზი ვიყავი მაგრამ სუფთა, არანაირი ნარკოტიკები, კაზინო და ათასი სხვა ნაგავი. მხოლოდ იარაღი და ბიზნესი. ყველაზე ლეგალური მაფია მაქვს LOL. იარაღის შესყიდვა ლეგალურია და ყველაფერი სხვა გაფორმებულია. ბიზნესი კანონიერია მხოლოდ ჭკუას ვიყენებ და არა გავლენას, რომელიც სიკვდილის დღეს დავკარგე ნაწილობრივ. იარაღი თავდაცვაა, მათგან ვინც ჩემს არსებობას ვერ ეგუება. მკვლელი არ ვარ უფრო სწორად არ მსიამოვნებს ხალხის ხოცვა, ეს განსხვავებაა ჩემს და მკვლელებს შორის. თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს მკვლელობის ჩადენაც შემიძლია და ამაზე პასუხის გებაც. შეხვედრაზე ერთი საათი დავყავი და საქმეც კარგად წავიდა. ნიღბის გარეშე ჯერაც ვერ დავდივარ ხალხი დიდად მაინც ვერ მიცნობს ნაიარევების გამო რეაბილიტაციის კურსს მალე დავასრულებ და მერე ალბათ ჯეიმი მორგანი მკვდრეთით აღსდგება და მთელს ინტერნეტს და ნიუსებს მოიცავს. მართალია კარგი ადამიანი ვარ და სამართლიანი მაგრამ შურის ძიება მწყურია და იმ ადამიანს ვინც ჩემი ცხოვრება ასე დაანგრია მალე პასუხს ვაგებინებ. ამაზე ვფიქრობ და სახლში შევდივარ. იქ კი სარა მხვდება ცოტა მიკვირს მაგრამ მეღიმება.
-სარა რა ხდება?-ვკითხე და მისაღებ ოთახში შევიპატიჟე.
-მოკლედ გეტყვი ყველაფრის დაზუსტება მინდა. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ არ მატყუებ გასაგებია ხომ?-იკითხა და დაჟინებული მზერა მომაპყრო.
-იქნებ გრძლად მითხრა.-ვთქვი მე, როცა არჩის ხმა გავიგე.
-მაა ნუ იბნევი m&m's -ვით.-თქვა მან.
-არჩი ხომ იცი, რომ უფროსების საუბარში არ უნდა ჩაერიო და ისიც ხომ იცი, რომ მიყურადებაც არ შეიძლება.-გამკიცხავი გამომეტყველება მივიღე.
-ვიცი მამა და ისიც ვიცი, რომ ორივე უტაქტობაა. უბრალოდ მაიკი ვნახე მითხრა სადაც იყავი და მეც აქეთ წამოვედი. კიდევ ერთი რამ დედას საუბარი გარეთაც მესმოდა.-თქვა მან.
-რა ტლიკინა ბავშვია.-თქვა სარამ.
-ბოდიში მაგრამ უნდა შეგედავოთ მე ტლიკინა არ ვარ სიტყვების დიდ მარაგი მაქვს და ამ სიტყვების გამოყენებასაც ნაწილობრივ ვფლობ ქალბატონო დედა.-უთხრა არჩიმ. მის სახესს მხოლოდ ბავშვური, სადა ღიმილი ამშვენებს.-მამა დედა დნმ-ის ანალიზს ითხოვს იმის გასარკვევად ატყუებ თუ არა და რაც შეიძლება მალე ჩააბარე სისხლი ჩემიც და შენიც, დედა ქალბატონო თქვენც დაუყოვნებლივ ჩააბარეთ სისხლი და ანალიზის პასუხები დაგარწმუნებთ მამას სიმართლეში. თუ ნემსის გეშინიათ შეგვიძლია თმის ნიმუშები გამოვიყენოთ.-დაამატა მან და გავიდა.
-გაოცებული ვარ.-თქვა სარამ.-ჭკვიანი და მართალი ბავშვია. ხვალვე შეგვიძლია ანალიზისთვის თმის ჩაბარება რამოდენიმე ღერი ჩემი და ამ პატარა აინშტაინის თმა. შენ კი ბაზაში არსებული თითის ანაბეჭდის სკანირების შემდეგ გავარკვევთ მართლა ჯეიმი ხარ თუ არა.-მითხრა სარამ და წავიდა. მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი თუ საიდან იყო არჩი ასეთი ჭკვიანი. უბრალოდ ის საოცარი გამოსვლა მისაღებ ოთახში. ჩემი ბიჭი ძალიან ჭკვიანია. ვამაყობ მისით არ ვიცი ასეთი კარგი როგორ არის. დედას გავს თუმცა ბევრად უფრო ჭკვიანია. ეს სამი წელი ჩემთვის რთული იყო და არჩის გარეშე ალბათ ძალიან გავბოროტდებოდი. ჩემი პრინცი სტიმული და ძალაა ჩემთვის.ეს მოთხრობა 31 აგვისტოს შემდეგ ელოდება გამოქვეყნებას და დღეს, როგორც იქნა პირველ თავს ვდებ. იმედია მოგეწონებათ. დააკომენტარეთ და მითხარით რამე თუ არ მოგეწონებათ ან მოგეწონებათ. კიდევ ერთი რამ არჩი ერთი ნამდვილი ბავშვის პროტოტიპია რომელიც ჩემს სანაცნობიაშია. ორი წლიდან საკმაოდ დიდ და აზრიან წინადადებებს ამბობს. ამიტომ ვიფიქრე რატომაც არა გენიოსი სამი წლის ბავშვი ძალიან მოუხდება ამ მოთხრობას, თქვენ რას ფიქრობთ?
YOU ARE READING
მაფიოზი (დროებით შეწყვეტილი)
Adventureფიკი არის მაფიის ბოსის ჯეიმი მორგანის სიყვარულზე და მის ინტრიგებით, თავგადასავალებითა და ხიფათით სავსე ცხოვრებაზე