ანიმაცია

238 12 12
                                    

საღამოს სახლში დავბრუნდით ჯეინი არ ჩამიკეტავს, სარაც გადმოვიდა. ჩანთები მოიტანა ოთახი დაალაგა და ისევ წავიდა ვერც დაველაპარაკე. სამი დღე გავიდა რაც სახლში სარაა. ახლა არჩი ბაღიდან მომყავს. არჩი ჯეინს ძალიან დაუახლოვდა და არც დამიშლია მასთან ურთიერთობა რადგან ჯეინი კარგი ადამიანია.
-მა საღამოს რამე ანიმაციას ვუყუროთ მე, შენ, მამიდამ და ჯეინმა.-საუბარი წამოიწყო არჩიმ.
-დედამ არა?-ვკითხე მე.
-არა არ მინდა მასთან ერთად.-თქვა არჩიმ.
-რატომ ჩემპიონო?-ვკითხე მას.
-არ მინდა. მას არ უნდა ჩემთან, არც მე მინდა და არ გავეკიდები მის გარეშეც კარგად ვიყავით.-თქვა არჩიმ. ხმა აღარ ამოგვიღია. ორ წუთში სახლში ვიყავით. არჩიმ გამოიცვალა და ვისადილეთ. მერე კომპანიაში რაღაც საბუთები წავიღე შეხვედრაზე წავედი. ეს შეხვედრა ცოტა იწელება. ბელას ვურეკავ და არ მპასუხობს ამიტომ სახლის ტელეფონზე ვრეკავ.
-გისმენთ.-ტელეფონში ქალის ხმა ისმის და მერე ვხვდები, რომ ჯეინია.
-ჯეიმი ვარ ჯეინ. ბელა სახლში არ არის?-ვკითხე მე.
-არა მაიკს უთხრა სასწრაფო საქმე მაქვს და წამიყვანეო. არ გეგონოს ვაყურადებდი უბრალოდ ძალიან ხმამაღლა საუბრობდა და მისაღებშიც მესმოდა ხმა.-თქვა მან.
-ჯეინ ახსნა საჭირო არ არის. მეც მაგვიანდება და არჩის ანიმაციის ყურება უნდოდა. თქვენ დაიწყეთ ყურება და მეც მოვალ.-ვთქვი მე.
-პრობლემა არაა.-მიპასუხა მან.-არჩ ჩამოდი ანიმაციას ვუყუროთ მამაშენს ცოტა აგვიანდება.-გასძახა არჩის.-აი მოდის კიბეებზე წავედი.-თქვა და გათიშა. მე კი შეხვედრას მივუბრუნდი.
ნახევარ საათში სახლში დავბრუნდი და დავინახე როგორ უყურებდნენ არჩი და ჯეინი ანიმაციას. ისეთი საყვარლები არიან. უკანა კარებიდან სარა შემოვიდა სახლში და როცა ისინი დაინახა ყვირილი დაიწყო.
-ის ჩემი შვილია-ყვირილით თქვა სარამ.
-უკაცრავად?-ნათქვამს ვერ მიუხვდა ჯეინი.
-არ მინდა მასთან დრო გაატარო.-სარა ყვირილს განაგრძობდა.-ის ჩემი შვილია.-კვლავ გაიმეორა მან.
-შენი შვილი არა? თუ ასეა შენს შვილს დედობას რატომ არ უწევ? ერთხელ მაინც გიფიქრია მასზე? ამ სამი დღის განმავლობაში სულ ორჯერ ნახე ისიც მაშინ როცა ვვახშმობდით ყველანი ერთად.-თქვა ჯეინმა. ბრაზს ძლივს იკავებდა და მუშტებ შეკრული იდგა.
-შენი საქმე არ არის.-იყვირა სარამ. ვერცერთი მამჩნევს.
-ნუ ყვირი.-ერთდროულად ვთქვით მე და არჩიმ და ყველამ მას შევხედეთ. გამიკვირდა მისი ეს საქციელი ნამდვილად არ ველოდი.
-ნუ ყვირი დედა. ჯეინს ნუ უყვირი. არ გაქვს ამის უფლება.-უთხრა არჩიმ თავდაჯერებით. სამი წლის ბავშვმა ამას მე ძლივს ვახერხებ ხოლმე ზრდასრული ადამიანი და სამი წლის ბავშვმა თავდაჯერებულად უყვირა დედას და დაიცვა ადამიანი.
-არჩ შეგიძლია ჯეინს გაჰყვე?-ვკითხე მას და თავი დამიქნია.-მე და სარა დავილაპარაკებთ.-დავამატე თან.
-მე ისედაც ვაპირებდი გასვლას და არჩი შენც წამოდი.-ჯეინმა ხელში აიტაცა არჩი და სახლიდან გავიდნენ.
-ჩემს შვილს იმ ქალს როგორ ატან? არ მინდა, რომ მას ჰყავდეს.-თქვა სარამ.
-სარა გეყოფა უკვე მერამდენედ იმეორებ ამას.-ოდნავ ხმამაღლა ვთქვი და შუბლი მოვისრისე.-მესმოდა რასაც ამბობდი აქ ვიდექი. არ შემიძლია იმ გოგოს არ დავეთანხმო, ჯეინი მართალია არჩის ყურადღებას არ აქცევ, მასთან დროს არ ატარებ, როცა თავს დაგვესხნენ ისიც კი არ გიკითხავს როგორ იყო? ინერვიულა თუ არა? ჯეინი ფაქტიურად მძევალია და ის უფრო ზრუნავს არჩიზე ვიდრე შენ.-ახლა ხმას კიდევ ავუწიე ლამის ვიყვირე.-დღეს არჩი ბაღიდან რომ მომყავდა იცი რა მითხრა არ მინდა დედასთანო. ვკითხე რატომ მეთქი და იმიტომ რომ არც მას უნდაო. მის გარეშე კარგად ვიყავით და არ გავეკიდებიო. სამი წლის ბავშვია, სამი წლის გესმის ეს? შენი დანახვაც არ უნდა. ანიმაციის ყურება შემომთავაზა ჯეინთან და მამიდასთან ერთად ვუყუროთო. დედასთან არ მინდაო. ჯერ ერთი არჩი ჩვენი შვილია და მოვალეობები შენც გაკისრია მის წინაშე, მაგრამ არ მინდა ისე ექცეოდე თითქოს ეს უბრალო მოვალეობის მოხდა იყოს და თითქოს ამაში ფულს გიხდიდე.-ვიყვირე ბოლო ხმაზე.
-არ მინდა მისთვის დედობის გაწევა შენი შვილისთვის.-იყვირა მან.
-ჩვენი შვილისთვის სარა. არჩი ორივე ჩვენგანის შვილია.-ბოლო ხმაზე ყვირილს განვაგრძობ.
-არ მაინტერესებს.-თქვა მან.
-ზოგჯერ ვფიქრობ რომ შენი შეყვარება დიდი შეცდომა იყო.-ვთქვი და სარას თვალებს მივაცქერდი.
-ზოგჯერ?-გაუკვირდა სარას.
-ჰო ზოგჯერ. სხვა დროს ვხვდები, რომ შენმა სიყვარულმა უამრავი მოგონება მაჩუქა და ჩვენი ვაჟი, ჩემი პრინცი, ჩემი საოცრება, ჩემი ცხოვრების აზრი. ზოგჯერ ეს ყველაფერი და მოგონებები რომლებიც გვაკავშირებს იმას წონის, რომ ჩემი გული ნაფლეთებად აქციე...-ვთქვი და თვალი ავარიდე რათა ცრემლები დამემალა. შემდეგ კი იქაურობას გავეცალე.

მაფიოზი (დროებით შეწყვეტილი)Where stories live. Discover now