I came back

249 10 5
                                    

საკმაო დრო გავიდა დღეს სახვევებს ვიხსნი და ჯეიმი მორგანი დედამიწაზე ხორცშესხმული ბრუნდება. აჟიტირებული ვარ ცოტათი, პიჯაკს ვიღებ და ქვემოთ ჩავდივარ. ბელას და არჩის ვესალმები ორივეს შუბლზე ვკოცნი და სამზარეულოში გავდივარ. დეიდა ვის გაკეთებულ კრუასანს ვიღებ და დეიდა ვის ლოყაზე ვკოცნი.
-ისევ ჩვიდმეტი წლის ბიჭივით იქცევი ჯეიმი.-ამბობს და მიღიმის.
-მაგას რა ჯობია?!-ვამბობ და ერთად გავდივართ მისაღებში.-მე მივდივარ მალე დავბრუნდები მიყვარხართ.-ვამბობ და სახლიდან გავდივარ. კომპანიაში საქმეებს ვაგვარებ მერე ქოულთან მივდივარ საავადმყოფოში და სანამ ჩემი სახვევების მოხსნის დრო დადგება მის კაბინეტში ვრჩები. დაახლოებით ორი საათი ვსაუბრობდით. მე და არჩი ხშირად დავდივართ ღიმილას სანაყინეში. ეს იმ გოგოს ზედმეტსახელია. ძალიან საყვარელია და ზოგჯერ ვსაუბრობთ როცა მივდივარ. ქოული სულ ამბობს, რომ რაღაც ახალი ხდება ჩემს თავს, ახლაც თავზე დამყურებს და ამას ამბობს.
-რაღაც სიახლეა ჩემი აზრით ის გოგო მოგწონს ძმაო.-ამბობს და ღიმილით იხედება კარებში.-კევინი მოდის დროზე ადექი.-ფეხზე მაყენებს და გარეთ გავდივართ.
-მზად თუ ხარ ჯეი მაშინ წავიდეთ.-თქვა კევინმა და უკან გაბრუნდა, ჩვენც გავყევით. სახლში უკვე ჩვეულებრივი ჯეიმი მორგანი დავბრუნდი. ჩუმად შევედი თუმცა ყველა იქ მელოდებოდა. ბელა მომიახლოვდა და სახეზე ხელი ჩამომისვა ცოტა ხანს მეფერებოდა და ბოლოს მთელი სახე დამიკოცნა. ლამის ტირილი დაიწყო. დეიდა ვი ტიროდა, ჩავეხუტე და შუბლზე მაკოცა. არჩიმაც მნახა მაკოცა და კიდევ ისიც მითხრა ჩემი სიმპატიური მამიკო ხარო. საღამოსთვის მზადება დავიწყეთ, მე, ქოული და მაიკი უსაფრთხოების ზომებს ვიღებთ და დაცვის წევრებს ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნით თუ რა უნდა გააკეთონ გამოუვალ მდგომარეობაში. წვეულებამდე დაახლოებით ერთი საათი დარჩა, ქვევით ჩავდივართ.
-ბელა მოემზადე.-ვეუბნები.-არჩის მე ჩავაცმევ.-ვამბობ და არჩისთან ერთად ზემოთ ავდივარ, ბელა კი უკან მოგვყვება. ნახევარ საათში ყველანი მზად ვართ. მაიკი ავტომობილებს ამზადებს, ქოული მარტო, მე და არჩი ერთად, და ბელა და მაიკი ერთად, ჯეინი და ნათლია იქ მოვლენ. ავტომობილებში ვნაწილდებით და ოფისისკენ მივდივართ. ოფისის პირველი სართული სრულიად დაცარიელდა დღეს და საღამოსთვის ყველაფერი მოამზადეს. ნიღაბი მოვირგე, სანამ ყველაფერი არ დაიწყება ნიღაბი კვლავ მეკეთება. დანიშნულების ადგილამდე მალე მივალთ.

მაფიოზი (დროებით შეწყვეტილი)Where stories live. Discover now