კაბინეტში ვისკის ვსავმ და კარებს მაიკი გლეჯს. ხელი ინსტიქტურად იარაღისკენ წავიღე.
-რა ჯანდაბაა მაიკი? რამე ხდება?-ვკითხულობ და ფეხზე ვდგები. -ჯონსები სერ.-თქვა მაიკმა და იარაღი გადავტენე.
-მაიკ დროზე არჩი აიყვანე და ბელატრიქსის ოთახში წადით. ორივეს შენ გაბარებ და მცველები წაიყვანე მთავარი გუნდი. ყველაზე პრიორიტეტული ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაა.-კაბინეტს გავცდით და გეგმა დავსახეთ მაიკი წავიდა მე კი დანარჩენებთან ერთად გარეთ გავვარდი. ეზო: დაჭრილებით, გვამებით და სახსალამათი ჩემი და მტრის ხალხით იყო სავსე. როცა დავინახე ჯავშნიანი ავტომობილი გავიდა გულზე მომეშვა. ჩემი ხალხი და მე უმცირესობაში ვართ. ჩვენზე ათჯერ მეტნი არიან მაგრამ საკმაოდ კარგი შეიარაღება და საბრძოლო ხელოვნების ცოდნა ხელს გვიწყობს ბევრს გავუძლებთ. მტრის უმეტესი ნაწილი განეიტრალებულია მთავარ გუნდს როცა მოვიშორებ ეს თავდასხმა მოგერიებულად ჩაითვლება. მუხრუჭის ხმა მესმის სპეციალურ გასასვლელთან და ღობის ღიობიდან მაიკი შემოდის.
-მარტო ვერ დაგტოვებდი ბოს.-თქვა და ჩემი ზურგის გამაგრებას შეუდგა.
-ჩემი ოჯახის დაცვა დაგავალე.-ცალი წარბი ავწიე და ისე შევხედე წამიერად.
-ისინი სანდო ხელში არიან. მე ჩემს ბოსს ვჭირდები. ბოლომდე შენთან ვარ ჯეიმი სიკვდილამდე.-მითხრა და ამის მერე ხმა არცერთს ამოგვიღია. ერთი საათი გავიდა რაც თავს დაგვესხნენ და უკვე ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ წავიდა როცა უკან იხევდნენ განძი ჩამივარდა ხელთ ჯეინ ჯონსი.
-მის ჯონს დროებით ჩემი სტუმარი იქნებით.-ვუთხარი გოგოს.
-იმედია კარგ მასპინძლობას გამიწევთ მისტერ მორისონ.-მომიგო მან. სახლი გამოვიცვალეთ და ჩემი სტუმარიც თან გავიყოლე. უკანა კარიდან დაცვა აიყვანს და ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტავენ. აქაურობას ჩემი ბიჭები მიხედავენ გამოცვლიან ფანჯრებს და ყველაფერი იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე იყო. მართალია არცერთი ფანჯარა გამტყდარა რადგან ტყვია გაუმტარი მასალაა მაგრამ ნატყვიარი მაინც ეტყობა უშნოდ.
სახლიდან როცა გავდიოდი სარამ დამირეკა. ახლა გადმოგცემთ მის ნათქვამს.
-ჯეიმი შეიძლება შენს სახლში მოვიდე?-იკითხა.
-კი ოღონდ სხვა სახლში ვართ.-მივუგე მე.
-რატომ?-მკითხა სარამ.
-რადგანაც წინა სახლზე თავდასხმა მოხდა.-ვუთხარი მას.
-გასაგებია.-თქვა უემოციოდ.-ახალი მისამართი მომწერე.-მითხრა და გათიშა. ეს გოგონა ზედმიწევნით მყავს შესწავლილი და ასეთი გულგრილი არასდროს ყოფილა თუნდაც ჩვენს მტერს დასხმოდნენ თავს მათზეც კი ინერვიულებდა ახლა კი მის ქმარზე და შვილზეც კი არ ინერვიულა. გულში ჩხვლეტა ვიგრძენი ძალიან მეტკინა უბრალოდ ჩემს არჩისთან და ბელასთან წავედი.
-მაა ხო კარგად ხარ? ყველაფერი მოაგვარე? ხომ არ დაიჭერი?-ჩემი ვაჟი ჩემსკენ გამოიქცა და გაფითრებული სახით დამითვალიერა სხეული.
-არა ჩემო ბიჭო მამიკო კარგად არის. მამიდას მიხედე? ხომ არ ინერვიულა? თქვენ ხომ ხართ კარგად?!-ვკითხე და შუბლზე ვაკოცე ჯერ არჩის მერე კი ბელას და ორივე გულში ჩავიკარი.
-მამა ორივემ ვინერვიულეთ მაგრამ შენი გვჯეროდა და შენც გაამართლე ჩვენი იმედები.-მითხრა არჩიმ.
-ღმერთო რა საუბარი იცის. საოცარი მყავს.-ვთქვი ხმამაღლა და ჩაიცინა საყვედურის თავიც არ ჰქონდა. ზევით აირბინა და ტელევიზორში მულტფილმი ჩართო. მალე სარაც მოვიდა.
-გამარჯობა ოჯახო.-მოგვესალმა ოდნავი ღიმილით და სავარძელში ჩაეშვა.
-გამარჯობა სარა.-მიესალმა ბელა და თვალებით მე შემჭამა ამას რა ჭირსო. მე მხრები ავიჩეჩე.
-ისე როგორც წესი ადამიანები ერთმანეთს იკითხავენ ხოლმე და მითუმეტეს ისეთ ადამიანებს რომლებიც ცოტა ხნის წინ სროლაში მოჰყვნენ.-ვთქვი მე. სარამ თავი დამიქნია.
-დარწმუნებული ვარ კარგად ხართ ყველანი.-თქვა მან.-და რაც პასუხებს შეეხება შეგვიძლია სამივემ ერთად ვიცხოვროთ და არჩისაც ერთად გავზრდით.-ბელამ სარას შეხედა ეს ხო არ აფრენს სახით.-სამში შენ არ მიგულისხმიხარ ბელატრიქს არჩი და ჩვენ ორი ვიგულისხმე.-უთხრა სარამ.
-კარგი.-მოკლედ მოუხია ბელამ და ოთახიდან გავიდა.
-სად იქნება ჩემი ოთახი?-მკითხა სარამ და ფეხზე წამოდგა.
-ხვალ სახლში დავბრუნდებით და იმ ოთახში იქნები სადაც ერთი საათი გაატარე.-ვუთხარი მე და სარა წავიდა. ბელა ოთახში დაბრუნდა.
-ეს რა იყო?-მკითხა და მომაშტერდა.
-რას გულისხმობ?-დავიბენი რადგან მეც ვერ გავაანალიზე სარას საქციელი და საერთოდ სარას უყურადღებობა.
-ან მოსვლა რა იყო ან წასვლა? არჩის უნახავად წავიდა, არც კი უკითხავს ბავშვი.-თქვა ბელამ გაცხარებულმა.
-არ ვიცი ბელატრიქს. მეც ვერ გავიგე. არჩის არ უთხრა აქ, რომ იყო რამე არ ეწყინოს. გავალ ცოტა ხნით.-ვთქვი და სახლიდან გამოვედი. მაიკთან ერთად ბარში წავედი და ცოტა დავლიეთ, ერთ საათში სახლში დავბრუნდით. არჩი დაღლილი იყო და როცა მივედი დაძინებული დამხვდა არჩის ოთახიდან ისევ ქვემოთ ჩავედი რადგან ბელატრიქსს სავარძელში ეძინა, ხელში ავიყვანე და ოთახში დავაწვინე. კაბინეტს მივაშურე და ღამის სამამდე ვსვამდი.
გუშინ როგორც ჩანს აქ ჩამეძინა თავი მისკდება და კისერი მტკივა. ვდგები და არჩის ოთახში შევდივარ არჩი ოთახში არ დამხვდა და საწოლიც გასწორებული აქვს საათს დავხედე ხელზე და დღის ორი საათია. ქვემოთ ჩავედი.
-დილამშვიდობისა ძამიკო.-ჩქმეტით მომესალმა ბელა.
-რა ჯანდაბაა ხელი მეტკინა.-წუწუნი დავიწყე.-გააფრინე? ბელა ახლა სულ დამილურჯდება კანი, თან ხელს ვერ მივიდებ მეტკინება.-ვწუწუნებდი და ბელას შევყურებდი.
-ნუ ბავშვობ ამხელა კაცი. სირცხვილია ეგ თუ გტკივა ხელი რო გაიჭრა მაშინ შეიძლება ტირილიც დაიწყო.-დამცინა მან.
-ბელატრიქს კარგი რა.-ვთქვი და თვალები ავატრიალე.
-ამოგთხრი მაგ თვალებს დიდი სიყვარულით ჩემო პატარავ.-თქვა ბელამ და მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემა იყო.
-რა ხდება?-ვკითხე სერიოზულად.
-ეს.-ბოთლი მომაჩეჩა, რომელიც წესით ჩემს მაგიდაზე უნდა იყოს რადგან გუშინ ვსვამდი.-და ესეც.-ახლა ჩემს უკან მიმითითა შევბრუნდი და სკამზე მიბმული ჯეინი დავინახე თავი შევიკავე სიცილისგან.
-მერე?-სინამდვილეში ვერც მივხვდი რა ხდებოდა.
-რა და ეს გოგო ვინ არის? აქ რატომ არის? ჯონსის ქალს გავს.-თქვა მან.-და რატომ დალიე ამდენი? ჯერ მაიკთან ერთად მერე სახლში მარტო.-თვალები დამიქაჩა.
-რა დაკითხვას მიწყობ?!-ოდნავ გავბრაზდი მაგრამ გამეღიმა.-და ეს გოგო ზუსტადაც, რომ ჯონსის შვილია. გუშინ თავდასხმის დროს წამოვიყვანე ფაქტიურად მამამისის დაგეგმილი თავდასხმისას გავიტაცე და ზიანი ჯონსებს უფრო მიადგა ვიდრე ჩვენ. რაღაც დროით აქ იქნება. რატომ დააბი?-ვკითხე ბოლოს.
-კარები გამოანგრია იმ ოთახის სადაც გყავდა და გაქცევა უნდოდა ვიფიქრე არ უნდა წასულიყო და აქ არის.-თქვა ბელამ.
-ჩემი ჭკვიანი.-შუბლზე ვაკოცე და დივანზე დავჯექი.
-ისა სიყვარულობას თუ მორჩით იქნებ ამხსნათ ეს თოკები და ისევ იმ ოთახში წამიყვანოთ თორემ გული მერევა. ჩემი თანდასწრებით აპირებთ ბავშვის ჩასახვას?-ირონიით იკითხა ჯეინმა. ბელას ხარხარი აუტყდა ისევე როგორც მე.
-ეს ჩემი დაა მის ჯონს.-ვთქვი და სიცილი შევწყვიტე.
-რაღაც საერთოდ არ მეცინება მისტერ მორისონ. ეს ქალი გარდაცვლილი მაფიოზის ჯეიმი მორგანის დაა.-თქვა ჯეინმა. ამაზეც გაგვეცინა.
-როგორც ჩანს არც ისე გარდაცვლილი ვარ.-ვთქვი მე.-ძალიან დამწვარი უფრო ვარ. თუ გაუძლებთ შემიძლია ჩემი სიდიადე გაჩვენოთ.-ნიღაბს ხელი მოვკიდე და მოვიხსენი.
-არ მინდა სახვევები არ მოიხსნათ ინფექცია შეიჭრება ჭრილობაში.-თქვა მან.
-კარგი.-ნიღაბი ისევ გავიკეთე. ახლა კი თოკები შევხსენი და ჩვეულებრივად დაჯდა.
-არ გეშინია, რომ გავიქცევი?-მკითხა ჯეინმა.
-არ გაიქცევი.-ვთქვი თავდაჯერებით.
-რატომ?-მკითხა კვლავ.
-რადგანა იცი, რომ გარეთ ბევრი შეიარაღებული ადამიანია.-მივუგე მე.
-ხო მაგრამ ოთახიდან ხომ გამოვედი და გაქცევას ვცდილობდი...-სიტყვა გავაწყვეტინე.
-მაგრამ მაშინ იმედი გქონდა, რომ იარაღს აიღებდი.-ისევ დარწმუნებულმა ვუპასუხე.
-კარგი მართალია.-თქვა მან.-აქ რამდენ ხანს გამაჩერებ?
-დღეს იმ სახლში დავბრუნდებით რომელიც დამიცხრილეთ.-ვთქვი მე.
-კარგი და თუ მეც მივყავართ იქ რამდენ ხანს გამაჩერებ?-კითხვა ლოგიკურად შეცვალა.
-არ ვიცი ერთი თვე და მერე შენი ნებაა წახვალ თუ დარჩები. ყველაფერი ვიცი თქვენ შინაურულ პრობლემებზე და ურთიერთობებზე.-ვთქვი მე.-ბელა არჩი სად არის? ისაუზმეთ?-ახლა დას მივუბრუნდი.
-არა არჩი მაიკმა გაიყვანა როგორც კი გაიღვიძა რადგან მე ვთხოვე და მე მის ჯონსი დავატყვევე.-გაიღიმა ბელამ.
-კარგი რა ვჭამოთ? მის მეიფილდს ვთხოვ საჭმელი მოამზადოს.-ვთქვი მე.
-მე ბლინები და ყავაც მეყოფა.-თქვა ბელამ.
-არც მიკვირს ასეთი სუსტი, რომ ხარ არაფერს ჭამ.-მე დავტუქსე მან კი გამიღიმა.
-ეგ ჩემთვის კომპლიმენტია პატარა ძამიკოვ.-მითხრა ბელამ.
-კარგი.-თვალები ავატრიალე.-მის ჯონს თქვენ რას მიირთმევთ?-ვკითხე ჯეინს.
-მეც ბლინებს.-თქვა ჯეინმა.
-ხმა აღარ ამოიღოთ რა. საჭმელს მე ავარჩევ.-ვთქვი უკმაყოფილოდ.-მის მეიფილდ. დეიდა ვერონიკა.-ჩემს საყვარელ ქალბატონს დავუძახე.
-გისმენთ მისტერ მორგან.-სწრაფად გამოვიდა სამზარეულოდან.
-ფრთხილად დეიდა ვერონიკა არ დაეცეთ.-ხელკავი გამოვდე და სკამი გამოვწიე.-დაბრძანდით.-სკამზე დაჯდა და ხელზე მომეფერა.
-მისტერ მორგან რატომ მიხმეთ?-თქვა ვერონიკამ.
-დეიდა ვერონიკა იცოდეთ მწყინს ასე, რომ მომმართავთ სახელით, სულ ამას გიმეორებთ.-მუდარის გამომხატველი თვალებით შევხედე.
-კარგი ჯეიმი.-თავზე ვაკოცე.
-ამ გოგონებს ვკითხე რას შეჭამდნენ და იცით რა მიპასუხეს? ბლინებიო. გავაფრინო ლამის. რამე ნორმალური, რომ ჭამონ არა? საჭმელს არ ჭამენ და ორი ბლინით ნაყრდებიან.-ავწუწუნდი პატარა ბავშვივით.
-ჯეიმი ბავშვს ჰგავხართ.-თქვა მის მეიფილდმა.-ახლავე მოვამზადებ ბლინებს, ასევე ერბო კვერცხს და ძეხვს. ბროკოლის სალათსაც გავაკეთებ და ეს ქალბატონებიც შეჭამენ დამერწმუნეთ. თქვენთვის კი მისტერ მორგან განსაკუთრებლ კერძს მოვამზადებ.-თქვა მან.-ჯეიმი.-თხოვნა გაახსენდა.
-რა კერძს?-დამაინტერესა და უკან გავყევი.
-ნახავთ.-მითხრა, სამზარეულოში შევიდა და კარი მომიხურა. მეც უკან გამოვბრუნდი და მაიკის დავურეკე.
-მაიკ შენ და არჩი დაბრუნდით დაგვიანებული საუზმე მზადდება. არჩის კითხე რას შეჭამს.-ვუთხარი მაიკს და სავარძელში ჩავჯექი.
-არჩიმ გადმოგცა ერბო კვერცხი და შოკოლადიანი ბლინები მინდაო. კიდევ ფაფა მის მეიფილდმა იცის რომელსაც ჭამს.-მითხრა მაიკმა.-მალე მოვალთ.-დაამატა ბოლოს.
-შენ რას შეჭამ?-ვკითხე მაიკს.
-მე ყველის ტოსტებს თუ მისის მეიფილდი არ შეწუხდება.-თქვა მაიკმა და გათიშა.
-დეიდა ვერონიკა არჩი მოდის: ფაფის ჭამა სურს, ერბო კვერცხისა და შოკოლადიანი ბლინების. ხოლო მაიკმა თუ მისის მეიფილდი არ შეწუხდება იქნებ ყველის ტოსტები გააკეთოსო.-გავძახე მისაღებიდან.
-კარგი.-დაიძახა მან. მალე ბიჭები მოვიდნენ, დეიდა ვერონიკას საუზმის დალაგებაში დავეხმარეთ და ახლა ვსაუზმობთ.არ გამოვიდა ისეთი დიდი როგორიც მინდოდა მაგრამ მგონი კარგი თავია. რაც შეეხება მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას ნელ-ნელა შეიცვლება და დიდი დიალოგებიც იქნება. თქვენი აზრის გამოხატვა არ დაგავიწყდეთ.
YOU ARE READING
მაფიოზი (დროებით შეწყვეტილი)
Przygodoweფიკი არის მაფიის ბოსის ჯეიმი მორგანის სიყვარულზე და მის ინტრიგებით, თავგადასავალებითა და ხიფათით სავსე ცხოვრებაზე