ქორწილი

87 3 1
                                    

სახლი აღვადგინეთ, დღეს მაიკის და ბელას ქორწილია, ყველაფერი მზად არის. ცერემონიალი ნახევარ საათში იწყება, ბელა საკურთხევლამდე მე უნდა მივიყვანო და აჟიტირებული ვარ. ბელაც მზად არის და კიბეებზე ჩამოდის ისეთი ლამაზია, რომ თვალები მიცრემლიანდება. ჩემს უკან კარები იღება, ბელას სახე უშეშდება, თავი მოვაბრუნე და მეც გავშეშდი.
-მამა?-გაოცებისგან პირი ღია დამრჩა.
-რატომ გიკვირთ? გეგონათ ჩემი ულამაზესი ქალიშვილის ქორწილს გამოვტოვებდი და მის საკურთხევლამდე მიცილებას ვინმეს დავუთმობდი? ჩემთან მოდი ჩემო პრინცესა.-ამბობს მამა და შიგნით შემოდის. ბელამ კიბეები ჩამოირბინა და მამას ჩაეხუტა, მამამ კი ხელში აიტაცა და დაატრიალა.-ჩემო გოგონა როგორი მშვენიერი ხარ.-ეუბნება მამა და შუბლზე კოცნის.
-მოდი ჯეიმი თორემ თვალები ამოგივარდა უკვე.-სიცილით მეუბნება ბელა. მეც მივდივარ და ძლიერად ვეხუტები მამას.
-ჩემო შვილებო, ბოდიშით რომ აქამდე არ დავბრუნდი.-ამბობს მამა და ორივეს გვეხუტება.
-გვესმის შენი.-ერთდროულად ვამბობთ მე და ბელა. ამ დროს ნათლია შემოდის შიგნით და გვიყურებს.
-ვინ არის?-კითხულობს ხმადაბლა.
-არ ვიცი ნათლია მგონი შენი ძველი ძმაკაცია.-ვამბობ ღიმილით და მამა ტრიალდება. ნათლია ემოციებისგან ლამის ცუდად გახდა, ერთმანეთს ჩაეხუტნენ ეს სანახაობა ერთ რამედ ღირდა.
-დროა ჩემი ქალიშვილი საკურთხევლამდე მივაცილო წამოდით.-თქვა და ბელას ხელკავი გამოსდო. გზას გავუყევით, ყველა გაოცებული გვიყურებდა. მე ერთ-ერთ დაცვის წევრს გავასწორებიე წინა რიგი რომ, მამაც დამჯდარიყო. მან  ბელას თავი მაიკს ჩააბარა.-ჩემს ქალიშვილს გაუფრთხილდი მაიკ, მის თავს შენ გაბარებთ.-უთხრა და თავის ადგილას დაჯდა.
-მამაჩემი მართალია მაიკ, ხომ გახსოვს რას დამპირდი? შესაძლოა შენი მეჯვარე ვარ მაგრამ ის ჩემი დაა ამიტომ მას გაუფრთხილდი.-ვეუბნები მაიკს, ის კი თავს მიქნევს.
-ბელა ყველაფერია რაც გამაჩნია, ვფიცავ მის თავს და ჩემს ღირსებას არასდროს ვაწყენინებ.-მეუბნება და ცერემონია იწყება რეგისტრატორი სტანდარტულ კითხვებს სვამს და შემდეგ ხელს აწერენ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მამამ პატარა პრინცები გაიცნო და მათთან თამაშს ვერ წყვეტს. ასეთი ბედნიერები დიდი ხანია არ ვყოფილვართ და გული მიგრძნობს რაღაც მოხდება თუმცა არ მეშინია და დროს მაქსიმალურად კარგად ვიყენებ და მათთან ერთად ვმხიარულობ ეს დღეები საოცარი და დაუვიწყარია ბელა და მაიკი მხოლოდ სამი დღით იყვნენ წასულები რადგან ბავშვის დატოვება დიდი დროით არ უნდათ უკვე ყველას ძალიან გვიყვარს ეს პატარა კაცუნა. ბედნიერება ჩემთვის ჩემი ოჯახია და ნამდვილად სრულყოფილად ბედნიერები ვართ ამიტომ დროებით მშვიდად ყოფნა შეგვიძლია...

დროებით უნდა შევწყვიტო ეს ფიკი რადგან იდეები არ მაქვს და ასე მიგდებას პაუზის აღება სჯობს.

პს. კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი გაგრძელება თუ გინდათ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 18 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მაფიოზი (დროებით შეწყვეტილი)Where stories live. Discover now