სამი დღე მალე გავიდა და დღეს ბოლო ოპერაციას ვიკეთებ. ნათლიამ ყველა საქმე მიატოვა და ჩამოვიდა, რადგან არ სურდა ყველაფერი გამოეტოვებინა, თან უსაფრთხოების ზომების მიღება საჭიროა. მაიკი მარტო ვერ მიხედავს რადგან ბელა სულ მასთანაა და ბელა აფორიაქებულია ძალიან. არჩიც ღელავს აინტერესებს შედეგი და ცქმუტავს ცოტას. ოპერაციის დაწყებამდე ნახევარი საათი დარჩა, მეც კი ვღელავ მიუხედავად იმისა რომ უკვე მეოთხე ოპერაციაა ამ წლების მანძილზე.
-მა არ ინერვიულო, აქ ვიქნებით ყველა და დაგელოდებით.-მითხრა არჩიმ და ჩამეხუტა. ქოული ჩამოვიდა ჩემთან და გვერდით გავედით.
-რა ხდება ქოულ? რა სახე გაქვს?-ვკითხე და კიდევ უფრო ავფორიაქდი.
-სარა...-თქვა ქოულმა და ლაპარაკი არ ვერ გააგრძელა რადგან ლამის წავიქეცი. ხელი შემაშველა და იქვე სკამზე დამსვა.
-რა სჭირს?-ვკითხე აკანკალებული ხმით.
-დებილი ხარ შვილო შენ, გული გამისკდა ფერი დაგეკარგა, არაფერი არ სჭირს შენ გიკითხა.-თქვა ქოულმა და თავში ოდნავ წამომარტყა.
-ბოდიში ქოულ, მთავარი ექიმი ხარ და საავადმყოფოში ვართ კარგი ვერაფერი ვიფიქრე.-ვთქვი მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს რომ ასე ავაფორიაქე, ქოული ძალიან დიდ ხანს ვერ გამოდიოდა სახლიდან რადგან ჩემმა ამბავმა ტრავმა მიაღებინა და ძალიან ადვილად შინდება.
-წამოდი და ნახე თუ გინდა.-თქვა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.
-ჯერ დამშვიდდი და მერე წავიდეთ.-ვთქვი მე. ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
-წამოდი, ჩემს კაბინეტშია.-თქვა მან. -შენც დარჩები ოთახში.-ვუთხარი და ქოულის კაბინეტში ავედით. ქოული თავის სავარძელში ჩაჯდა ხოლო მე მის წინ სავარძელში ჩავეშვი.-გისმენთ და დროზე თქვი რაც გინდა.-უემოციო ხმით ვუთხარი სარას, მსახიობობა ჩემი ნიჭია.
-მოკლედ გეტყვი არჩის ჩანთა ჩაალაგეთ ტანსაცმელი და მისი კბილის ჯაგრისი ვიცი, რომ მხოლოდ ერთ სახეობას იყენებს თვითონ თქვა. ბავშვი მე მიმყავს რადგან შენი შვილი არაა.-თქვა სარამ და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
-სარა სისულელეს ნუ ამბობ, არჩის არსად არ წაიყვან! არჩი ჩემი შვილია! დაამტკიცე რომ ეს ასე არ არის და მერე მოდი ჩემთან გასაგებია?!-ვკითხე ცოტა ხმამაღლა.-სარა გასაგებიათქო?-ხელი დავუქნიე სახის წინ.
-გავიგე.-თქვა უემოციოდ.
-ახლა კი ოპერაციაზე მაგვიანდება. ნახვამდის, ქოულ სარა გააცილე და ჩემი ადვოკატის ნომერიც მიეცი.-ვუთხარი ქოულს და გამოვედი. ჩემებს ვუთხარი, რომ ოპერაციაზე მელაპარაკებოდა ქოული და ორიოდე წუთში საოპერაციოში შევედი. ანესთეზია გამიკეთეს ათიდან უკუთვლა დავიწყე ორამდე, რომ ჩამოვედი ჩამეძინა.
2 საათის შემდეგ
კევინის თვალთახედვა
ოპერაცია დავასრულე, ჯეიმი მალე გაიღვიძებს, პალატაში გადასაყვანად მზადაა. საოპერაციოდან გავედი და ბელასთან მივედი.
-ყველაფერი კარგადაა, ჯეიმი მალე გაიღვიძებს, ჯერ სახე თავისუფლად აქვს შეგიძლია დაინახო.-საოპერაციოს კარებისკენ მივუთითე.
-ხომ პალატაში გადაყავთ?-მკითხა ბელამ.
-კი, ქოული სადაა?-ვკითხე და ყველას მოვავლე თვალი.
-ყავის მოსატანად წავიდა.-თქვა ბელამ.
-ქოულს ვნახვ, მერე კი პალატაში შევალ და შენს ძმას დავხედავ.-კაფეტერიაში ჩავედი და ქოული მოვძებნე. ავუხსენი ჯეიმის მდგომარეობა და პალატაში წავედით. დაახლოებით ერთი საათი სახვევის გარეშე იქნება და მერე ცოტა ხნით ისევ მოუწევს სახვევის ტარება.
ჯეიმის თვალთახედვა
გავიღვიძე და ვიგრძენი სახეზე არაფერი მქონდა, ჰაერი ჩვეულებრივ მეცა სახეზე. სასიამოვნოა. პალატას თვალი მოვავლე, ქოული და კევინი დავინახე. რაღაც დეტალებზე ვისაუბრეთ და ორმოც წუთში სახვევები კვლავ გამიკეთეს. კიდევ ცოტა ხანს მომიწევს მათი ტარება.
YOU ARE READING
მაფიოზი (დროებით შეწყვეტილი)
Aventureფიკი არის მაფიის ბოსის ჯეიმი მორგანის სიყვარულზე და მის ინტრიგებით, თავგადასავალებითა და ხიფათით სავსე ცხოვრებაზე