1 თავი

405 17 0
                                    

-ანუ სექტემბრამდე ვერ ჩამოდიხართ ხო ? არადა მეგონა ერთად გავატარებდით ამ ზაფხულს-ამოვიხვნეშე და ფანჯრის რაფაზე მოკალათებულმა ფარდას დავუწყე წვალება
-მეც მინდოდა მაგრამ ხოიცი სანამ ნანა ქიმიებს არ ჩაამთავრებს ვერ ჩამოვალთ თან თორნიკესაც შარშან აკადემიური ჰქონდა აღებული და ახლა ერთი ზედმეტი სემესტრის გავლა მოუწევს
ეს ქალიც არც ნანას ასვენებს და მე ხომ საერთოდ , თორნიკე ძირითადად არც არის სახლში პრინციპში ვერც ვამტყუნებ რომ ვერ უძლებს მაგის კაპრიზებს
-განა არ ვიცნობ ლელას? არც თვითონ ისვენებს და არც სხვას აძლევს მოსვენების საშუალებას
- ხანდახან ვნატრობ ხოლმე ნეტავ ნანა ყოფილიყო დედაჩემი მეთქი-ტელეფონიდან ღრმა ამოსუნთქვა მომესმა და გავჩუმდი მივხვდი სათქმელი აღარაფერი მქონდა ... კარგად მესმოდა მარიამისაც, ზედმეტად კარგადაც კი
-კაი აბა წავედი ლელა მეძახის საღამოსკენ დამირეკე რომ ჩახვალთ
-კაი აბა არ დაიკარგო ხომე შენც

ტელეფონი მაგიდაზე დავდე და ისევ ფანჯარაში გავაგრძელე ყურება , თან ჩემს ცხოვრებაზე ჩავფიქრდი

მარიამი და თორნიკე , ორი უძვირფასესი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში.
ისიც კი არვიცი როდის გავიცანი ისინი
ჩვენ სამი ყოველთვის განუყრელი მეგობრები ვიყავით , სამი განუყრელი მუშკეტერი , სამი მოუშორებელი ჭირი ბებიებისთვის ..
ისინი მამაჩემის მეგობრის შვილები არიან ..არც ჩემი ნათესავები და არც სისხლით ახლობლები, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები

ალბათ გაგიკვირდებათ როდესაც ჩემს უფროს ძმაზე მოგიყვებით რატომ არ მოვიხსენიე იგი თოკასთან და მარისთან ერთად

დემეტრე ჯაფარიძე, ყველაზე რთული და სერიოზული ადამიანი დედამიწაზე ..
კაი ვღადაობ , ყველაზე არაპროგნოზირებადია ვისაც კი ვიცნობ
უცხოების მიმართ ხანდახან მართლაც რთულია მაგრამ მე გადაშლილი ხელისგულივით ვიცნობ ..მიუხედავად მისი ასეთი ხასიათისა ჩვენს ოხუნჯობებში არასდროს იღებდა ხოლმე მონაწილეობას ( ალბათ უფრო იმიტომ რომ ჩვენზე 2 წლით უფროსია ...
მარი ყველაზე პატარაა , მე და თოკა კი თანატოლები ვართ )

ჩუმი ბროწეულები Where stories live. Discover now