დემეს ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავდა , ასეთ მიყრუებულ სოფელშიც კი მუდამ ძმაკაცებთან ერთად დადიოდა, რაც მე მუდამ მწყინდა.. როცა ვხედავდი ის ერთობოდა და მე სახლში ვიჯექი მისი პატარა და , ყოველთვის გული მწყდებოდა..
რაც მამაჩემი გარდაიცვალა მე და დემე უფრო დავახლოვდით, ჩემზე ზრუნვა სხვანაირად დაიწყო და მუდამ გვერდით ვყავდი სადაც წავიდოდა, უნდოდა რომ ისევ ისეთი მხიარული ვყოფილიყავი როგორც ადრე და მეც ყველაფერს ვცდილობდი რომ ასე მომეჩვენებინა თავი* * *
-მარი გეფიცები , მაგარი უნამუსო ვიღაცააა, აქ მევარ დაზარალებული და თითონ დამიწყო კაპრიზები..
იცი როგორ მომეშალა ნერვები??
- დილაადრიან ახალი ამბები ჩავუკაკლე დაქალს
-არა რა მაინც ვერ ვხვდები !! ჯერ ერთი დღეა გოგო მანდ გაგზავნე და როგორ მოახერხე?? დედაშენმა იცის ? გული გაუსკდება უეჭველი
-არა გოგო ნინოსთვის მაგის თქმა შეიძლება? შეიძლება იმდენი ინერვიულოს ვერც ჩავუსწროთ ცოცხალს, თან სერიოზული არაფერია..ერთი კვირა და გამივლის
-იმედია, მარა თუ სამუდამოდ ხეიბარი დარჩი მერე ნახე -მარის გაბმული ფხუკუნი მომესმა ყურმილში
-შენც აგყვები ხომე რააა არაფრის თქმა შენთვის არ შეიძლება -ისე ავატრიალე თვალები თითქოს შეძლებდა იქიდან დანახვას
-შენ ის მითხარი როდის ჩამოდიხართ?? ხოიცი სოფელი ძაან მოასაწყენია თქვენ გარეშე
-თოკამ ამ კვირის ბოლოს თუ ყველაფერი კარგად წავიდა მანდ ვიქნებითო გადმოგცაა
-აუ რა მაგარიააა ერთი სული მაქქქ
-აუ რას გავერთობითთ, კაი წავედი და დაგირეკავ მერე
-კაიი -ვუთხარი და გაღიმებული წამოვხტი , კიბეეები ფრენით ჩავიარე , (ნუ კასტილების კვალობაზე როგორც შემეძლო ისეთი ფრენით ) და დემეტრეს ძახილით მოვრთე მთელი სახლი
მაგრამ ჰოი საოცრებავ, სახლში არავინ დამხვდა, მარინე სადღა წავიდა?!! ეზოში ძლივძლივობით გავედი და ასეთ ლამაზ სცენას შევესწარი: ქათმებს ბებოსთვის შემოურტყიათ წრე და თავს არ ანებებენ სანამ კუთვნილ სიმინდს არ მიიღებენ, ბებოც სიყვარულით უნაწილებს თითოეულს.. პაპა და დემე ჩვენს შავტუხა ცხენთან დგანან და პაპა მთელი სიფრთხილით ასწავლის დემეს ცხენის დავარცხნას, ესეც მთელი თავისი მოუხერხებლობით ასრულებს ამ საქმეს, მე კი რა მაინტერესებს, მე გავიღვიძე კარგ ხასიათზე თუ ყველანი ზედმეტად საყვარლები არიან ? აი ახლა ამ მომენტში თითქოს ისევ ის ბავშვობის ტკბილი წუთები მივლიან გვერდს, მახსენებენ იმ სითბოს რომლითაც ჩვენ გაგვზარდეს ამ ძველ ოდაში .. რამდენი მოგონება? რამდენი წუთი ? რამდენი კარგი რამ გვაკავშირებს ამ სახლთან? ყოველთვის ასეა, მოვდივართ ქალაქიდან დატანჯულები და ამ მშობლიურ კედლებში ვპოვებთ სიმშვიდეს...
მაგრამ ჰომ ყველა ზღაპრულ სცენას აქვს დასასრული?? სადღაც ჰომ მაინც უნდა გაერიოს ის ზედმეტი მარცვალი ასეთი უსარგებლო რომაა??!!!!
ეზოს კარს ნაცნობმა ფიგურამ გადმოაბიჯა...
გიორგი ჯაფარიძე, ჩემი ბავშვობის შემაწუხებელი ხიჭვი, ჯერ კიდევ 8 წლის ასაკიდან ჩემზე შეყვარებული და გაგიჟებული..
ოღონდ ახლა ის არ დამენახა და უკან გაბრუნება რომ დავაპირე მაშინღა დამიჭირა მზერით.. გამომიჭირეს, მეგონა არ იცოდა რომ ჩამოვედი, არა საიდან გაიგო?!!
ერთხელ მახსოვს დემემ მაგრად მიბეგვა რომ მაწვალებდა, ჩემს დას აღარ გაეკაროო.. მახსოვს ის დღე რა ამაყად დავდიოდი, ძმისგან გაბლატავებული.. მაგრამ მშიშარა არ გამოდგა ჩვენი გიორგუნა, არ დანებდა , თუმცა ოდესღაც მაინც მოუწევს.

YOU ARE READING
ჩუმი ბროწეულები
Romanceდა რა იქნება როდესაც ჩვენი გულები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს? ნუთუ მაშინაც ასე დაიწყებენ ძგერას ?.."-გავიფიქრე ჩემთვის -ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მზესა და მთვარეს მახსენებდნენ.. გადაკვეთით ყოველთვისაც იკვეთებიან, თუმცა ერთად ყოფნა როდი უწერ...