2 თავი

177 15 6
                                    

თვალები გავახილე თუარა პირველი რაც თვალში მომხვდა დემეტრეს აცანცარებული თვალები იყო ..რამდენჯერმე თვალები დავახამხამე და მერეღა გადავიტანე ყურადღება მის ხელში  დაჭერილ წყლის დოქზე ..
-sorry baby -დემეტრემ სიცილს შუა ძლივს ამოთქვა და მთელი დოქი სახეში შემომასხა
წამში წამოვხტი ლოგინიდან,  დავაიგნორე ის ფაქტი რომ თვალებში გულისწამსვლელად აჭრიალდა ყველაფერი და მთელი სისწრაფით გავეკიდე გაქცეულს
-ავადმყოფი ხარ !! შეშლილი ! ჯერ დამაცადე რა გიქნა -ვყვიროდი და თან უშედეგოდ მივდევდი ეზოში.
ის იყო უნდა დამეჭირა რომ ველოსიპედს მოახტა და გარეთ გაიქცა მეც აღარ დავაყოვნე და მეორე ველოსიპედი გამოვაყენე ფარდულიდან
-ჯერ დამაცადე დემნა ბატონო ! გაჩენის დღე უნდა გაწყევლინო

უკანასკნელი რაც ჩემს სმენას მისწვდა პაპაჩემის ხმა იყო ნეტა როდის გაიზრდებიან ესენიო მარინეს ელაპარაკებოდა

წამებში გავიჭერი უბანში .. კიდევ კარგი დილა მაინც იყო და ვერავინ დამინახავდა პიჟამოებში გამოწყობილს,  რომელი გიჟი მირბის წვრილბეტელებიანი მაისურით და უბრალო შორტით დილის 6 საათზე ქუჩაში

როგორც იქნა დავეწიე კიდეც ამ ვაჟბატონს რომ ისევ რაღაც მოსახვევში შემასწრო და ისარის მეც უნდა შევუხვიო რომ გვერდიდან მანქანის სიგნალი მესმის, თითქოს ყველაფერი ტრიალდება წამებში,  ძლიერ დარტყმას ვგრძნობ და ვეცემი. ერთადერთი რასაც ვგრძნობ ველოსიპედის სიმძიმეა რომელიც ალბათ ზედ მაგდია
მერე ვიღაცა იღებს და მაშორებს, გვერდით დემეტრეს ვგრძნობ და კიდევ შავ თვალებს ვხედავ ..უცხო , შავ თვალებს წყვდიადს რომ წააგავს ნუთუ მოვკვდი ? კარგი რა ჯერ მანქანის მოწმობაც კიარ ამიღია!!
მოიცა ტასო რადროს ეგარი , ყველაფერი დავიბეჟე მგონი

გამოსახულებებს ვეღარ ვარჩევ
მხოლოდ დემეტრეს შეშინებული ხმა სწვდება ჩემს სმენას , მეძახის , მეძახის მაგრამ წამებიღა მრჩება გონების დაკარგვამდე...

ჩუმი ბროწეულები Where stories live. Discover now