7 თავი

168 14 12
                                    

ერთი კვირა გავიდა რაც ჩვენი საზაფხულო არდადეგების მოწყენილობაში ვიძირები ..
აკაკი და ალექსანდრე ერთ კვირაზე მეტია თვალით არ მინახავს, დემემ თქვა თბილისში დაბრუნდნენ რაღაც საქმეებზეო და მაგ საუბარიდანვე გავიგე ის რაც აქამდე არ მიკითხავს :
ჩვენს გადასწრივ მდგარი სახლის პატრონი წლებია საზღვარგარეთაა წასული და სახლი გაქირავებული აქვს, ამჯერად ამ ბიჭებზე და ამით აიხსნება ის ფაქტი თუ აქამდე როგორ არ ვიცოდი მეზობლები თუ ვიყავით..
არვიცი კიდევ ჩამოვლენ თუ დარჩენას აპირებენ და სიმართლე გითხრათ დიდად არც მაინტერესებს,  უბრალოდ მოწყენილობა მაგიჟებს
   დემესთანაც ვეღარ ვერთობი მასშემდეგ რაც უბრალო ბავშვობის სუვენირის დამტვრევით დაწყებული ჩხუბი ( შემთხვევით გამიტყდა) დიდ კამათში გადაგვეზარდა და რაღათქმაუნდა ჩვენი ერთმანეთისვის ხმის არ გაცემა ყველა დანარჩენთან ერთად ერთი კვირაა გრძელდება..
ამ ბოლო დროს აღარვიცი რა ემართება,  უბრალო რაღაცეებზე ღიზიანდება და საუბარს თავს არიდებს..
თითქოს მხიარული დემე ქრება და მის ადგილს ვიღაც სხვა , უცნობი იკავებს ..
გული საშინლად მტკივა რომ თავის დარდს არ მიზიარებს.. ნუთუ არ მენდობა?? რამდენჯერმე დამინახია ჩაფიქრებულს რომ თვალი უშტერდება ერთ საგანზე და აწყმოდან იკარგება..
ცალკე მარისგან და თოკასგანაც არაფერი ისმის.. ხანდახან ძალიან მეშინია რომ ჩვენი გრძელ დისტანციანი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს და დავიშლებით, ან უბრალოდ საქმე ასე დრამატულად სულაც არაა და მე ვაზვიადებ.. ვიცი რომ არ სცალიათ , მუშაობენ და ერთდროულად სწავლობენ,  თუმცა დამპირდნენ რომ ჩამოვიდოდნენ და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ჩემი დაბადების დღე ზეგაა იმედი მეკარგება რომ მოასწრებენ ჩამოსვლას ..
ჩემს მეთვარამეტე წელთან შეხვედრა მოგეხსენებათ ასეთი განწყობით სულ არ მქონია დაგეგმილი...
  
                            *   *   *
სამზარეულოში შევდივარ თუარა
ბედნიერი განწყობა მხვდება,  ბებო კარაქიან პურს აწვდის დემეს და აიძულებს მის ჭამას,  გივი კი თავისი ჩვეული სიჩუმით,  სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებს ორივეს, დემეც დანებების ნიშნად ხელებს მაღლა წევს და გამოწვდილ პურს ჭამს, თუმცა მისი განწყობა წამში იცვლება  როცა მე მხედავს კარებში აწურულს,  მეც წამში მეცვლება გამომეტყველება და გაკვირვებული შევყურებ როგორ დგება სკამიდან და წამში ტოვებს ოთახს
-როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყოველივე? -გაბრაზებული მიმზერს მარინე და აშკარად პასუხს ელის
-ბოდიში ასჯერ მოვუხადე,  მაგრამ არ ჭრის.  რა უნდა ბებო?? რას გადამაყოლა იმ ერთ სუვენირს
-მარტო ეგ არ ყოფილა მიზეზი შენც დაინახე , რომ ატყდით ორივე მწარე რაღაცეები უთხარით და აწყენინენთ ერთმანეთს, და- ძმა ხართ თუ მტრები გამაგებინეთ ბოლო ბოლო
-პაპა , მოდი დაჯექი ცოტახანი -ჩაფიქრებული გივი თავს მაღლა წევს და სკამზე მიმანიშნებს
-ხო იცით არა როგორც მიყვარს?? მეც დავიღალე უკვე ამ ყველაფრით და ხმას მაინც არ მცემს-მოწყვეტით ვეცემი სკამზე და ხელებს წინ ვიჯვარედინებ
-მასაც უყვარხარ პაპი მაგრამ სიამაყეს ვერ თმობს..წადი ახლა და სერიოზულად დაილაპრაკეთ სასაცილოა უკვე ეს ბავშვური ბუტიაობა..მითხარი ერთი ვინ გყავთ ერთმანეთზე ძვირფასი?? ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ და გაამხნევოთ რაც არ უნდა იყოს, წადი გაიქეცი ახლა.. მომწყინდა თქვენი გაბუსხული სახეების ყურება.
წამით პაპას შევყურებ გულაჩუყებული, წამში ვდგები და გარეთ გავრბივარ თუმცა დემეს ვერსად ვხედავ..შეშის პობის ხმა მესმის და ეზოს უკანა ნაწილისკენ მივემართები სადაც საბოლოოდ ვპოულობ..
მის აგრესიულ ქცევას,  რომლითაც ბრაზის შეშაზე გადმოტანას ცდილობს შორიდან ვაკვირდები და მიახლოებას ვერ ვბედავ სანამ ჩემს ყოფნას არ ამჩნევს
-წადი ტასო , აისხლიტავს და რამე მოგხვდება -მკაცრ ტონში ცდილობს მზრუნველი ბუნების დამალვას და თვალს ვერ მისწორებს
-დემე გეყოფა, ვილაპარაკოთ გთხოვ
-არაფერი მაქვს სალაპარაკო , ჩემი სათქმელი გითხარი უკვე.. პატარა ბავშვივით ასჯერ გაგაფრთხილე ჩემს ნივთებს არ მიკარებოდი და მაინც ის გააკეთე რაც გითხარი არ გექნა .. ეხლა რაღა აზრი აქვს?? წადი დალეწე ყველაფერი
-და ძალით ხოარ გავტეხე?!! ან რაიყო ეგეთი გამაგებინე ჩემი თავი რომ შეგაძულა-შესამჩნევად ვუწევ ტონს და მოწოლილ ცრემლებს გამოჩენის საშუალებას არ ვაძლევ ისე ვაგრძელებ
-არ მეგონა ასეთი საშინელი და-ძმობა თუ გვქონდა რომ ამ დონეზე ვერ ვუგებდით ერთმანეთს , მეგონა შენთვის ყველაფრის გაზიარება შემეძლო და შენგანაც მუდამ ამას ველოდი მაგრამ შენ არც კი მენდობი , შენს დარდს გულში იკლავ და ფიქრობ ვერ მივხვდები რომ რაღაც უფრო მეტი გაწუხებს ვიდრე უბრალო სუვენირია-ახლა კი ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და დაბინდული გამოსახულებიდან მაინც ვამჩნევ მისი სახის ცვლილებას..ყოყმანობს რაღაცის თქმას თუმცა მაინც ის აგრძელებს საუბარს ..
-ის საჩუქარი მამასგან იყო-მამას ხსენებისას უნებურად დანაშაულის გრძნობა მიპყრობს-გახსოვს სათევზაოდ რომ წაგვიყვანა მდინარის პირზე?? ის ჩვენი ბოლო მასთან გატარებული წუთები იყო..შენ მოუთმენლად ელოდი თევზის ანკესსზე ნახვას როცა მამამ ჩუმად ეგ პატარა ანგელოზის ფორმის სუვენირი მაჩუქა და მთხოვა ტასოს გაუფრთხილდიო,  იცოდა რომ  ომიდან ვერ დაბრუნდებოდა და არცკი დამპირებია , თუმცა იმედი მქონდა რომ  დაბრუნდებოდა და ისევ ისეთი ბედნიერები ვიქნებოდით როგორც ადრე.. ის საჩუქარი ერთადერთი იყო რაც მისგან დამრჩა -წამით პაუზას იღებს და აცრემლებული შევყურებ ემოციებით სავსეს,  ვიცი როგორც უჭირს ამის მოყოლა მაგრამ ეს ერთადერთია რაც ახლა ჭირდება ..-რაც ის წავიდა ჩვენ ყველას ერთი დიდი მოუშუშებელი ჭრილობა დაგვიტოვა.. დიაბეტი რომ დაგეწყო ყველანაირად ვცდილობდი მამა შემეძულებინა რადგან ვიცოდი სწორედ ის იყო ამის მიზეზი.. მაგრამ მენატრება ,საშინლად მაკლია იგი ჩემ გვერდით -ლაპარაკის გაგრძელების უფლებას არვაძლევ ისე მივრბივარ და ვეხუტები.. დანარჩენი ჩემთვის ისედაც გასაგებია,  რადგან ყოველდღე სწორედ იგივეს განვიცდი-მაპატიე , არ მეგონა რომ შენთვის ამდენად ძვირფასი იყო-ვჩურჩულებ მხოლოდ მისთვის გასაგონად-და კიდევ დემე,  არ მინდა რომ რამეს მიმალავდე,  დარდს გულში იკლავდე.. ის საჩუქარი არ ყოფილა ერთადერთი რაც მამამ წასვლისას დაგიტოვა , შენ ჩვენ გყავართ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით.. ვიცი რომ დიდი ტვირთი დაგაწვა მხრებზე და ვხედავ როგორც ცდილობ რომ საამაყო იყო შენი ოჯახისთვის.. არ მინდა რომ ასეთს გხედავდე დემე , შევრიგდეთ რა-სრუტუნით ძლივს ვუყრი სათქმელს თავს და უფრო მჭიდროდ ვეხვევი
-ჰოო ძალიან გაგვიგრძელდა ბუტიაობის საათები-ხუმრობით თმებს მიჩეჩავს და ღიმილით შემომყურებს
-სახლში შევიდეთ აგრილდა უკვე

მისაღებიდან ხმაური მესმის და სანამ შევალთ მანამდე ფიქრი გამირბის გონებაში , მაგრამ წამში ვუკუვაგდებ და მოუთმენლად შევდივართ
-ეგრე უნდა ხალხო დახვედრა?? კაცები ამხელა გზიდან ჩამოვედით და მასპინძლებს აქეთ გხვდებით სახლში-გაოცებული შეჰყვირის ჩვენი გამოჩენისთანავე დივანში მოკალათებული აკაკი , თუმცა მალევე ადგილიდან ხტება და
ორივეს გაშლილი ხელებით გვეგება
-რავახართ აბა
-რავი თქვენგან დავიწყებულები
-ის სად არი,  მარტო გამოგიშვა? -ცინიკურად შევყურებ პასუხის მოლოდინში
-ასე მოგენატრე? -ჩუმად ჩამჩურჩულებს უკნიდან მოპარული და მეც წამში ვტრიალდები ..
მაღალი მხრები,  შავი მუქი თვალები და ეს უცხო იერი უჩვეულოდ მიმზვიდელს ხდის.. ამის გამო კიდევ უფრო მძულს,  როგორ შეიძლება ასეთი ცინიკოსი ასე კარგად გამოიყურებოდეს??!!
-თუ ჩემი გარეგობით ტკობას მორჩი ტას,  მე მაგიდას დავუბრუნდები  -ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს ბაგეებზე და ისე მივლის გვერდს .
მალევე ვხიზლდები,  ვაიგნორებ მისი გამოჩენით აწითლებულ ლოყებს და მეც მას მივყვები..


__________________________
ვიცი რომ ძალიან ბევრი ელოდებოდით და გადავწყვიტე დამედო..
იმედია მოგეწონებათ❤

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 11, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩუმი ბროწეულები Where stories live. Discover now