6 თავი

157 16 5
                                    

ნურავინ შემედავება იმაში რომ ზაფხული წლის საუკეთესო სეზონია.
რითი დავიწყო?
არდადეგები, დასვენება,  სოფელი ,გართობა ამასთანავე
უამრავი დაუვიწყარი მოგონება, ახალი ადამიანები და ცხოვრებით ტკობის არაერთი შესაძლებლობა.
გუშინ საღამოს მე და მარიამი საათობით ვსაუბრობდით და მის და თოკას ჩამოსვლას განვიხილავდით..
რამდენიმე კვირაში წესით უნდა მოეხერხებინათ კიდეც და პირდაპირ აქ , სოფელში გამოეგზავრებოდნენ, ჩვენს მეორე სახლში. ნეტავი რამდენ მოგონებას იტევს ეს სიყვარულით აგებული კერა? პატარა, თუმცა უამრავი ემოციით გაჯერებული ოთახები .. ჯერ კიდევ მახსოვს როგორ დავრბოდით აქ ჩვენ სამნი, პატარა ,ანცი ბავშვები და ჩვენს მისახედად დანიშნული დემეც სულ უკან დაგვდევდა რაიმე ხიფათში რომ არ ავღმოჩენილიყავით, თუმცაღა ეს ძირითადად მხოლოდ მე მემართებოდა..
კვირის ბოლოს უკვე ჩემი დაბადებისდღე შესრულდებოდა და წამითაც არ მიხაროდა ჩემი თანამზრახველების შორს ყოფნის გამო .. ერთად ვერ ავღნიშნავდით და არც გართობა იქნებოდა ისეთი როგორსაც 18 წლის იუბილეზე ვისურვებდი.
დილით ზლაზვნით წამოვდექი და მაშინვე გამახსენდა გუშინდელი დღე,  მინდვრებში გაჭრილი მე და ალექსანდრეს უაზრო საქციელები.
მაინც არ მესმის ასეთი არაპროგნოზირებადი როგორ უნდა იყო ადამიანი??
სულ არ მინდოდა მისი მანქანით წამოსვლა თუ ეს ასე შეაწუხებდა , გეგონება მე ვეხვეწებოდი. რაც მართალია მართალია თავიდანვე ვიცოდი რა ამაყი და თავმომწონეც იყო .
-ოჰჰ პატივი დაგვდო ქალბატონმაც-ხმამაღლა შესძახა დემემ ჩემი ეზოში გასვლისას და ახალგაშლილი მაგიდიდან წამოიმართა , თან ხელები დოინჯად დაიწყო და გამომცდელი მზერით დამაკვირდა
-შენც და შენს დაქალსაც, ერთხელაც იქნება მაგრად მიგტყიპავთ,  რაარი გოგო ეს ბოლო ხმაზე ხარხარი შუაღამეს, არა ნაზ , ადამიანურ სიცილთან განა რამე პრობლემა მაქვს , იცინეთ რამდენიც გინდათ, გულიც გაიხარეთ მარა ეს არანორმალური ხმები რაიყო??!! -გადახედა მარინეს და გივის საწყალი სახით და ისევ განაგრძო თავისი იუმორისტული შოუ- პირველად რო გავიგე ჯერ საწოლიდან გადმოვარდი და მერე სირცხვილით რამის დავიწვი ,
ბოლო ბოლო ჩვენი მეზობელი ბესოს გოგო მწერდა რამე ხოარ გიჭირთ რაღაც უცნაური ხმებიაო? თავი მომჭერით სამეზობლოში!!
-დრამატულად დაასრულა და ისევ სკამზე დაენარცხა
-ბრავო-მეც დრამატულად დავუკარი ტაში და ახლა ბებოს მივუბრუნდი-გაიგე ბებო რათქვა?? შუაღამეს ჩვენი მეზობლის გოგო ამას რატო წერდა?? რა ვითომ მე ვერ მომწერდა მართლა ამბის ინტერესი რო ჰქონოდა?? -ახლა გივის გადავხედე რომელიც ჩუმათ იჯდა და ორივეს მოჭუტული თვალებით გვათვალიერებდა-მე მაინც მგონია აქ სხვა ამბავია -ხელი მაგრად დავარტყი მაგიდას და ისევ მარინეს მივუბრუნდი-დემეტრემ გოგო მოხიბლა.. მარა ბე, აქ კიდე ერთი საკითხია იცი ?? დემეს უნარებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ რო ან ის გოგო ძაან ჭკუასუსტია ან ამან მოისყიდა.. ისე დემე , არგაწუხებს რომ ერთადერთი გოგო ვინც შენს მიმართ სიმპატია გამოხატა ჩემი მიზეზით გამოგეხმაურა?? -არადა ეს სულ არიყო მართალი ჩემი ძმის გარეგნობიდან გამომდინარე, ვიცოდი რამდენი თაყვანისმცემელიც ეყოლებოდა,  თუმცა სერიოზულ ურთიერთობებს ყოველთვის თავს არიდებდა და დარწმუნებულივარ ჩემი ნათქვამი რამდენადაც გაამწარებდა . და  მართალიც აღვმოჩნდი , მის სიბრაზით გაწითლებულ სახეს დავაკვირდი და ყველაზე უცნაური ხმა მისწვდა ჩემს ყურებს რომელიც ოდესმე გამეგონა,  მგონი დემე მართალს ამბობდა ჩემს სიცილზე მაგრამ ეს ხმამაღალა აღარ მითქვამს, პრინციპში ვერც ვიტყოდი ისე ჩავიკეცე სიცილისგან და მერე სკამიდანაც გადავვარდი , ამას თავისთავად იქ მყოფების სიცილიც მოჰყვა და ახლაღა დავინახე ორად მოკეცილი დემე რომელიც უკვე თითქმის ძირს იწვა და კაკანებდა!!!
-წამომაყენეეეე-სიცილს შუა ძლივას ამოვთქვი
-მასხარები ხართ! ნამდვილი მასხარები  -მაგიდიდან დინჯად წამოდგა გივი და ბაღისკენ გასწია
მარინე ჯერ ისევ მე მიყურებდა და და ახლა ორივეს გივის კომენტარზე დაგვატყდა სიცილის ახალი ტალყა,  თუმცა ეს კარგი განწყობა იქამდე შემრჩა სანამ ზურგიდან ძლიერი სიცივე არ ვიგრძენი, ძლივას მოვბრუნდი , დემეს შლანგი მოეშვირა და კიარ მწუწავდა მახრჩობდა ჰაერსაც ვეღარ ვისუნთქავდი და უაზროდ ვიქნევდი ჰაერში ხელებს
-გაჩერდიიი
-გეყოფა
-გავიყინეე
-დებილო რასაკეთებ!!!!!!!
დიდხანს აღარ გავჩერებულვარ ერთ ადგილზე,  მაშინვე უფრო დიდ შლანგს დავავლე ხელი რომელიც სავარაუდოდ მთელი ბაღის სიგრძის იყო ისევე როგორც დემესი და შეიარაღებული გავეკიდე.
ჩვენმა ომმა , წივილმა და ხარხარმა ეზოს გარეთ გადაინაცვლა და მეზობლების ყურადღებაც მიიპყრო
გაოცება ვერ დავმალე როცა ალექსანდრეც დემეს მხარეს მდგარი შლანგით დავინახე
-შეთანხმება ძმაო!! იყვირა ალექსანდრემ და დემეს მიმართა-შენსკენვარ არ დამჭრა-ბოლო სიტყვები სიცილს ამოაყოლა
-რაა?!! ორი ერთზე?? ეგ უსამართობაააა-ვიყვირე მე და უფრო მაგრად მივუშვირე შლანგი ორივეს
-აკაკი!!! -აკაკიიიი!!!!-დავუყვირე აივანზე მძინარე ბიჭს
-რა ხდება? ომია? -ზლაზვნით წამოიმართა და ახლაღა გადმოიხედა უბანში
-ვაა უბანი მორწყეთ??
-მალე ჩემს გვერდით გაჩნდი თორე დავმარცხდებიი-ვყვიროდი სასოწარკვეთილი
-გასაჭირში დაგტოვებ როგორ გგონია?? მოვფრინაავვ სამყაროვვვ-თქვა და რასაც ქვია აივნიდან გადმოხტა,  აღარ ვიცოდი ჩემი გაფართოებული თვალები სად წამეღო თავისი საწუწაო თოფით  რო ამომიდგა წამებში გვერდით
-შენ რა პარკურზე დადიოდი? -სიცილს შუა ძლივს ამოვთქვი და მის გაოცებულ სახეს მივაშტერდი
-მქონდა შესწავლის მცდელობები,  ოღონდ ჩვენს მტრებთან არ ახსენო-ჩუმად , ჩემს გასაგონად თქვა და ჩვენგან ოც ნაბიჯში მდგომებზე მიმანიშნა
-არა ძმაკუშ,  ახლა თამაშში ერთად ვართ ,
ამაზე თავისი საყვარელი ღიმილით ჩაეღიმა და თვალი ჩამიკრა
-წავედით გოგონი
მალევე ჩვენი იარაღები შევმართეთ და სასტიკი ომი გავაჩაღეთ
  
                      *        *       *

ჩუმი ბროწეულები Where stories live. Discover now