დილით ვიღვიძებ და პირდაპირ სონუ მირეკავს, მეც აივანზე გავდივარ და ვპასუხობ.
მე: გამარჯობა.
სონუ: გამარჯობა, კარგად გეძინა?
მე: კი ძალიან, შენ?
სონუ: მეც. შეგიძლია შემხვდე?
მე: კი, სად?
სონუ: მისამართს გამოგიგზავნი.
გამითიშა და მალე მესიჯიც მომივიდა. გავემზადე და ევა აღარ გავაღვიძე, პირდაპირ წავედი. მალევე მივედი და სონუსკენ წავედი.
სონუ: როგორ ხარ?
მე: კარგად.
სონუ: ვიცი ჯერ კარგად არ მიცნობ და შეიძლება უარი მითხრა, მაგრამ მაინც გეტყვი.
მე: მიდი.
სონუ: ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან მივდივარ სოფელში 1 კვირით, რათქმაუნდა ბიჭებიც მოდიან. გამიხარდება შენ და შენი მეგობარიც თუ წამოხვალთ. :)
მე: მას ევა ქვია. არამგონია წამოვიდე, სირცხვილია.
სონუ: კაი რა, რა სირცხვილი, პირიქით ძალიან გაუხარდებათ.
მე: არ ვიცი... ევას უნდა ვკითხო, მარტო ვერ დავტოვებ.
სონუ: მე დავურეკავ და წამებში დამთანხმდება.
მე: ისე ხო.
ნომერი მივეცი და ევას დაურეკა, იმანაც პირდაპირ კივილით უთხრა კიო.
სონუ: ვსიო.
მე: მაშინ წამოვალ.
სონუ: დღეს ჩაბარგდით და ხვალ გამოგივლით. უი ხო, ყველა სპეციალურად თავის მანქანით მოდის რო ევა სუნჰონთან ჩავსვათ.
მე: გეუბნები გული წაუვა.
სონუ: ესეთი გაგიჟებული ფანია?
მე: უფფ კი, რაც დადებიუტდით თქვენი ფანია.
სონუ: შენც?
მე: მე... არა. ძალით წამომათრია კონცერტზე. მაგრამ არ ვნანობ, შენ ხო გაგიცანი. - გავიღიმე.
სონუ: მეც მაგარი ვარ რა, ფანი რომ იყო ჩემი სახელის თქმა არ დამჭირდებოდა.
მე: ხო. კაი მე წავალ მოვემზადო თორე მერე უნდა გალოდინო.
სონუ: კარგად.
მე: კარგად.
სახლში წამოვედი და რომ მივედი ევას ბარგი უკვე ჩალაგებული ქონდა და იკრიჭებოდა.
მე: ესე გაგიხარდა? - სიცილით ვუთხარი.
ევა: გოგოოო!! შენ გაუბერე ხო?
მე: ხო კაი კაი.
ევა: შემიძლია სუნჰონი გავიცნოო. შოკში ვარ.
მე: ჰეჰე.
ევა: ისე შენ რომ არა სონუს ვერ გავიცნობდი, მიყვარხარ რაა.
მე: მარტო მაგის გამო გიყვარვარ? 🤨
ევა: ნუ დებილობ!! რათქმაუნდა არა.
მე: კაი კაი წავედი მეც ჩავბარგდე.
ოთახში ავედი და ბარგი ჩავალაგე. მერე მე და ევამ ფილმს ვუყურეთ ოღონდ ძაან გრძელი იყო და რომ მორჩა პირდაპირ დავიძინეთ. დილით ადრე გავიღვიძეთ და გავემზადეთ, მერე ვისაუზმეთ და ამასობაში ბიჭები მოვიდნენ.
სონუმ ბარგი გაგვატანინა და ცოტახანი გავჩერდით რომ ბიჭები გაგვეცნო, ნუ გამეცნო თორე ევამ ყველაფერი იცის. მგონია რომ მათ საუკუნეებია ვიცნობ.
სონუ: ევა მიდი შენ იმ მანქანაში ჩაჯექი. - სონჰუნის მანქანისკენ გაიხედა. ევამ არ იცის რომ იქ სონჰუნი დახვდება.
ევა: კარგი. - წავიდა და ყველა დავრჩით, მალე კი კივილის ხმა გვესმის რომელიც დარწმუნებული ვარ სხვა ქვეყნებშიც გაიგონეს.
ჩვენც დავჯექით და წავედით. მე რათქმაუნდა სონუსთან ვარ.
ევას POV
ეხლა შეიძლება მოვკვდე. ჩემს გვერდით თვით სუნჰონი ზის, მე კიდე ხმას ვერ ვიღებ იმიტო რო მრცხვენია.
სონჰუნი: ჩვენი ფანი ხარ?
მე: რომ არ ვიყო არ ვიკივლებდი. თან შენ ჩემი ბიასი ხარ... - ამის თქმაც მრცხვენოდა მაგრამ წამომცდა, სულ ავწითლდი, სონჰუნმა ეს შეამჩნია.
სონჰუნი: რა საყვარელი ხარ. - გაიცინა.
მე: აღარ მითხრა ეგეთი რამე თორე პომიდორს დავემსგავსები!
სონჰუნი: კარგი კარგი.
მე: შეიძლება შეგეხო? ანუ რომ დავრწმუნდე რომ ნამდვილი ხარ.
სონჰუნი: რათქმაუნდა.
ლოყაზე თითი მივადე.
მე: ვაიმე, ამ ხელს არასდროს დავიბან.
სუნჰონმა ისევ გაიცინა.