ფილმს ვუყურებდი და ნაყინს ვჭამდი, ამ დროს კი ჰისუნგი მომიჯდა გვერძე.
ჰისუნგი: კარგად ხარ?
მე: ისე რა.
ჰისუნგი: გავიგე რაც მოხდა, ავალ ეხლა და სახეს გავაძრობ იმ ლაწირაკს!
მე: დაანებე თავი. ნაყინი არ გინდა?
ჰისუნგი: არა წეღან ვჭამე.
მე: ოკეი.... აუ შეიძლება ჩაგეხუტო?
ჰისუნგი: კიი.
ჩავეხუტე და ისევ ნაყინის ჭამა გავაგრძელე. ამ დროს სონუ ჩამოვიდა.
სონუ: აქ რა ხდება?
მე ხმა არ ამომიღია, მისკენ არც კი გამიხედავს.
ჰისუნგი: ფილმს ვუყურებთ.
სონუ: ჩახუტების გარეშე ვერ უყურებთ?
მე: შენ რა გინდა? როგორც გვინდა ისე ვუყურებთ.
ხმა აღარ ამოუვიდა და გარეთ გავიდა. ცოტახანში დაღამდა და უკვე ძილის დრო მოვიდა რადგან ძაან გვიანი იყო.
ჩო: ელი და სონუ წყნარად ადით თქვენს ოთახში და წყნარად დაიძინეთ, თქვენი ჩხუბი არ გავიგო!
მე: მე აქ დავიძინებ.
ჩო: დივანზე? არა, თუ საჭირო გახდება სონუ დაწვება აქ და შენ ლოგინში.
მე: არა აქ დავიძინებ!
ჰისუნგი: ჩემს ოთახში დაიძინე თუ გინდა... დიდი ლოგინია და ერთმანეთთან ახლოს არ ვიქნებით.
მე: არა არ მინდა შენი შეწუხება.
ჰისუნგი: არ შემაწუხებ.
მე: მაშინ კარგი...
სონუ: ჰა? ანუ, ჩემთან იჩხუბე და ეხლა ჰისუნგს გადაეკიდე? ახლა ვხვდები რატომ წამოხვედი, რომელიმე ჩვენგანთან გინდა ზედმეტად დაახლოვება.
მე: რეებს ბოდავ? შეყვარებული მყავს!
სონუ: რა?
მე: რაც გაიგე!
მოვატყუე, შეყვარებული არ მყავს.
სონუ: ვინ?
მე: შენ არ იცნობ. საერთოდ შენი საქმე არაა.
სონუ: ვერ გიტან!
ჩო: სონუ!
მე: დიდი მადლობა, ვერც მე.
ჰისუნგი: წამოდი ელი. - ხელი მომკიდა და ოთახში ამიყვანა. მერე სონუს ოთახში გავედი რომ ბარგი ამეღო. მერე კი გამოვიცვალე და ჰისუნგისგან მოშორებით დავწექი.
ჰისუნგი: ღამე მშვიდობისა.
მე: კარგ სიზმრებს გისურვებ.
გამიღიმა და დავიძინეთ. დილით ნიკის ყვირილი მაღვიძებს, ჰისუნგს ჯერ ძინავს. ვემზადები და დაბლა ჩავდივარ.
ნიკი: ეგ ჩემი შოკოლადი იყო!
სონუ: ხო მაგრამ არ ვიცოდი!
ნიკი: ჯერ უნდა გეკითხა ვისი იყო და გაიგებდი!
ჯონვონი: ნერვებზე მთხრით უკვე! სონუ წავა და ნიკის მოუტანს შოკოლადს! ნიკი კიდე დაეგდება და დაწყნარდება! გასაგებია?!
ნიკი: მე მაწყობს!
სონუ: ოოო კაი მეც!
მე: შერიგდით?
ნიკი: კი მარა მაინც ნერვები ამიშალა.
ჰისუნგი: რაზე ჩხუბობდით? - კიბეებიდან ჩამოდიოდა.
ნიკი: სონუმ ჩემი შოკოლადი შეჭამა.
სონუ: კაი იყო?
ჰისუნგი: რა?
სონუ: კაი იყო ელისთან ერთად ძილი? ისევ ჩახუტებულები იყავით? - თქვა და წვენი მოიყუდა.
ჰისუნგი: ერთმანეთისგან შორს ვიწექით.
სონუ: ვაა, მე მეგონა ერთმანეთზე აკრულები იქნებოდით.
მე: ზედმეტი მოგდის უკვე! რაარი ეჭვიანობ შენზე უკეთესი მეგობარი როა?
სონუ: რითია ჩემზე უკეთესი მეგობარი?
მე: ყველაფერით! ის ისეთ უაზრობაზე არ გამიბრაზდებოდა როგორზეც შენ გაბრაზდი!
სონუ: ვიცი რო დებილობის გამო გაგიბრაზდი მაგრამ მაშინ ზედმეტად ვიყავი ნერვებზე მოშლილი! ბოდიშის მოხდას ვაპირებდი მაგრამ როგორც ვხედავ უკვე გამცვალე!
ჯიჰუნი: ბავშვებო ჭამეთ და მერე დახოცეთ ერთმანეთი.
მაგიდას მივუსხედით და გავსკდით.
ევა: ელი წამო გარეთ გავიდეთ.
მე: ოკეი.
დიდ საქანელაზე დავჯექით.ევა: გოგო ანუ გუშინ ჰო დავწექით მე და სუნჰონი და ვილაპარაკეთ ძაან ბევრი, ენა ეხლაც მტკივა სერიოზულად გეუბნები. ხოდა დავმეგობრდით რა, ნუ მე რო მომწონს ეგ ფაქტია. ჰოდა ხო იცი ეხლა მე რო ჭექაქუხილზე გულის შეტევები მჭირს.
მე: ხო. გუშინ იყო?
ევა: ვერ გაიგე?
მე: ისეთი გაგუდული მეძინა...
ევა: ვაიმეე, ნუ კაი გავაგრძელოთ. ხოდა უცებ რო დაიგრუხუნა წამოვხტი და სუნჰონსაც გაეღვიძა რა. მერე იიიიისეთი დიდი ბრახუნი იყო კინაღამ სახლი დაინგრა და ვიკივლე ბოლო ხმაზე, ნუ ეხლა ბღავილი რო მოვრთე მაგას არ ვიმჩნევთ. მოვიდა და ჩამიხუტააა... აი გულის შეტევა მაშინ მართლა მივიღე ოღონდ გადავრჩი რა ხო ხვდები.
მე: აუუ გილოცავვ! რამდენი ფანის ოცნება აგიხდა ჰეჰეჰეჰე.
ევა: ნუ ეხლა. - თმები უკან გადაიწია.