სონუ: ელი წამოდი სახლში შევიდეთ.
მე: ამმ კარგი.
რა უნდა ეხლა, ხო ვიყავი ჩემთვის.
მე: რა ხდება?
სონუ: რაღაც მინდა გითხრა..
მე: მიდი.
სონუ: მიყვარხარ!
მე: რა?
სონუ: ხო, თავიდანვე ძალიან მომეწონე.
მე: მე... არ მომწონხარ.
მოვატყუე, ჯერ 1 კვირაც არაა რაც მიცნობს და მგონია რომ მატყუებს, რო ვუთხრა მეც მომწონხარ თქო და მართლა მატყუებდეს მერე რა ვქნა?
სონუ: ა..არაუშავს. - ოთახში ავიდა.
იქნებ მართლა მოვწონვარ? არა არა დებილობებზე ვფიქრობ, მატყუებს.*მეორე დღე*
დილით ვიღვიძებ და ოთახში მარტო ვარ. ვდგები და ვემზადები.დაბლა ჩავდივარ და სონუს ვერსად ვერ ვხედავ, ალბათ გარეთაა. გარეთ გავედი და არც იქ არ იყო.
მე: სონუ სად არი?
სუნჰონი: არ ვიცი. მე მეგონა ეძინა.
მე: არა ოთახში არაა. მთელი სახლი გადავქექე არც იქ არაა.
ჯეი: დაველოდოთ შეიძლება სადმე წავიდა.
სად უნდა წასულიყო? იმედია კარგადაა.უკვე ორი დღე გავიდა და სონუ ჯერ არ მოსულა, ყველა ძალიან ვნერვიულობთ.
მე: ნიკი კიდევ ერთხელ დაურეკე.
ნიკი: უკვე 55-ჯერ დავურეკე, ტელეფონი გამორთული აქვს.
მე: კიდე დაურეკე.
ჰისუნგი: ელი დამშვიდდი გამოჩნდება.
მე: რამე რომ მოუვიდეს? - ცრემლები წამომივიდა.
ჰისუნგი: არაფერი არ მოუვა. - ჩამეხუტა.
მე: მის მშობლებს დაურეკეთ?
ჯეიკი: არა მანდ არ იქნება და არ დავურეკავთ, მერე უნდა ვანერვიულოთ.
მე: მეგობრებს?
ჯეი: კი მაგრამ არავინ არ იცის. ერთმა მისი ბიძაშვილის ნომერი მოგვცა და ეხლა იმას დავურეკავ.
მე: და ამდენი ხანი რას აკეთებდი?? მალე დარეკე!
ჯეი იქით გავიდა და მალევე დაბრუნდა.
ჯეი: თავიდან არაფერი არ მითხრა მაგრამ ბოლოს მაინც ვათქმევინე, მასთან არის.
მე: წავიდეთ! შორსაა?
ჯეი: აქედან ნახევარ საათში მანდ ვიქნებით.უკვე მანქანაში ვზივართ და მივდივართ. დებილი ვარ! უნდა დამეჯერებინა. აი მოვედით. გადმოვედით და კარებზე დავაკაკუნეთ, მისმა ბიძაშვილმა გააღო.
?: გამარჯობა, შემოდით.
მე: სად არის სონუ?
?: ეზოშია.
გარეთ გავედი და მალევე სონუ დავინახე. გავიქეცი და ჩავეხუტე.
სონუ: ელი? მოიცა... საიდან-
მე: რატომ არ თქვი რო მოდიოდი? იცი როგორ ვინერვიულეთ?! ცოტაც და გავგიჟდებოდი!
სონუ: ბოდიში...
მე: იცი.. მაშინ რომ გითხარი არ მომწონხარ თქო... მოგატყუე.
სონუ: რა?
მე: მეგონა რომ მატყუებდი მაგრამ მივხვდი რომ ეგრე საერთოდ არ იყო. ძალიან მიყვარხარ!
სონუ: მართლაა???
მე: კიიი!!
ისე ჩამეხუტა კინაღამ გავსკდი. მერე კი მაკოცა.დასასრული
——————————————————-
ვახხ ყველაზე პატარა ფიკია რაც დამიწერია. აბააა შემდეგი ფიკი ვიზე იყოს? ჯერ მოფიქრებული არ მაქ საერთოდ არაფერი მარა ეგ დავიკიდოთ. მითხარით თქვენ მაინც.😁