6

65 9 4
                                    

ნიკი: ელი აეგდე!
მე: რა გინდა? - თვალდახუჭული ვეუბნები.
ნიკი: აუ სონუმ მითხრა არ გააღვიძოო და ძალით გაგაღვიძე, ეხლა ვნანობ. არ უთხრა გეხვეწები თორე დამერხევა.
მე: გაეთრიე და არ ვეტყვი! ოხხ ეს ბავშვი რაა! - ბალიში ჩავცხე.
ენა გამომიყო და გაბრძანდა. ავდექი და მოვემზადე, მერე დაბლა ჩავედი. უცებ ვჭამე და ევას გული გავუხეთქე.
ევა: ვაიმეე! გცემ!
მე: ჰაჰააა.
სონუ: ნიკიმ გაგაღვიძა ხო?
მე: არა. ჩემით გამეღვიძა.
ნიკის გავხედე და თვალებით მადლობას მიხდიდა.
სონუ: ჰმმ კაი.
სუნჰონი: ნიკი ხელებს დაგატეხავ!! - დაუყვირა ნიკის რომელიც ევას ურტყავდა.
ჰისუნგი: გეუბნებით ეს ბავშვი აფრენს თქო.
ჯონვონი: ნიკი ეგეთი პატარაც აღარ ხარ და დებილივით ნუ იქცევი.
ნიკი: აუუ შემეშვით რაა! მე რასაც მინდა იმას ვიზავ. იმიტო ვურტყავ რო გუშინ ისეთი მლეწა გამაგორა ძირს. სულ მე ნუ მეჩხუბებით! - გაბრაზებული ოთახში ავარდა.
სონუ: ამ ბოლო დროს ყველაფერი ადვილად წყინს.
მე: ავალ დაველაპარაკები.
ნიკის ოთახში ავედი და ფრთხილად გავაღე კარი. ნიკი კი საწოლზე იწვა და ბალიშს ეხუტებოდა.
მე: კარგად ხარ?
ნიკი: თავი დამანებე.
მე: მისმინე. იმიტომ გეჩხუბებიან რომ შენთვის კარგი უნდათ. ახლა როგორც იქცევი ხანდახან ეგ რომ კარგი იყოს ხმას არ ამოიღებდნენ. თან მთლად ჩხუბიც არაა, ჭკუას გარიგებენ.
ნიკი: და მაგას რატომ მეუბნები? შენ ხომ გეზიზღები.
მე: რეებს ბოდავ? რატო უნდა მეზიზღებოდე?
ნიკი: აუზში რომ ჩაგაგდე მაგიტომ...
მე: ნუ დებილობ რა, მაგის გამო ადამიანი რატომ უნდა შეიზიზღო. შენ ალბათ ვერ ხვდები მაგრამ ძალიან მიყვარხარ, მეგობრულად რათქმაუნდა.
ნიკი: მეც მიყვარხარ. - ჩამეხუტა. ხელები მოვხვიე და ვუთხარი.
მე: წამოდი ჩავიდეთ და ნამცხვარი გავაკეთოთ, ხომ გიყვარს?
ნიკი: კი ძალიან.
ხელი მოვკიდე და სამზარეულოში ჩავედით. ყველაფერი გამოვიღეთ რაც გვჭირდებოდა და ნამცხვრის გაკეთება დავიწყეთ. უცებ ჯონვონი შემოვიდა.
ჯონვონი: მოვიდა ეს ხასიათზე?
მე: აბა ეხლა გადი აქედან. ნამცხვარს ვაკეთებთ და ნერვებს ნუ გვიშლი!
ჯონვონი გავიდა და ისევ ჩვენ საქმეს დავუბრუნდით. ბოლოს ასეთი გამოვიდა.

ეზოში გავიტანეთ ნამცხვარი და თეფშები

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ეზოში გავიტანეთ ნამცხვარი და თეფშები. ყველა იქ იყო.
მე: მოდით აბა ნამცხვარი გასინჯეთ.
ყველას მივეცი და მერე ჩემი თეფში ავიღე.
სონუ: ეე რა გემრიელია.
სუნჰონი: ხოო. ვინ გააკეთა?
მე: ნიკიმ.
ნიკი: არა მე და ელიმ გავაკეთეთ ერთად.
მე: ხო მაგრამ უფრო შენ.
ჩო: ძალიან გემრიელია. ყოჩაღ ბავშვებო.
ჯიჰუნი: მართალია.
მე: ნიკი მოგეწონა?
ნიკი: კიი.
მეც გავსინჯე და მართლა ძაან გემრიელია. ყველამ ვჭამეთ და მაგიდა ავალაგე, მერე ჭურჭელი გავრეცხე და გარეთ გავედი.
ჰისუნგი: მოდი ეხლა ყველამ ვაღიაროთ რაღაც.
ჯეი: რა?
ჰისუნგი: აბა ვის მოგწონთ ვინმე?
მე: აამმ...
ჰისუნგი: კაი ელის პასუხი ვიცით, კი. თქვენ?
სონუ: მე კი.
აქვე დამიდგით კუბო.
ევა: ამმ მეც.
სუნჰონი: მეც.
ჯეიკი: მეც.
დანარჩენები: მე არა.
ჰისუნგი: არც მე. ბარემ ისიც მოაყოლეთ ვინ მოგწონთ.
ყველა: ოოო დავაი რაა. - ავდექით და სახლში შევვარდით.
ჰისუნგი: კაი ხოო ვხუმრობ რა იყო.
ისევ გარეთ გავედით.

enhypen ♡︎Where stories live. Discover now