თავი 8

679 31 8
                                    

იუნა განადგურებული იყო და ბიჭებს გვერდიდან არ შორდებოდა.თაე მეტად მძიმედ იყო დაჭრილი, ვიდრე ჯონგუკი,ამიტომ ოპერაციიდან მეორე დღეს თვალები გაახილა.

თუმცა თაე კომაში ჩავარდა.იუნა და ბიჭები მასთან იყვნენ სულ და არ შორდებოდნენ.იუნა არცერთს ტოვებდა.ორივეს პალატაში პატარა საწოლზე ეძინა და კომფორტულადაც გრძნობდა თავს.

როდესაც თაესთან მორიგეობა უწევდა, ღამე ექიმების ლაპარაკმა გააღვიძა.თვალი გაახილა და დაინახა რომ თაე გამოფხიზლებულიყო.

-თეჰიონ თაე...თაე.გაიღვიძე?-თვალები მოიფშვნიტა იუნამ და ბიჭთან მივიდა.
თაე ძლივს ახელდა თვალს.

-მინდოდა ეგ ბავშვები ჩემი ყოფილიყვნენ.-წაიბუტბუტა თაემ და ცრემლი ჩამოუგორდა თვალებზე.

-თაე რეებს იძახი?კომიდან ახლა გამოხვედი შესაძლოა მორფის ზემოქმედების ქვეშაც ხარ.-არ უნდოდა იუნას დაეჯერებინა ფაქტები,რომლებიც წინ ედო.

-არა.ვერ მიმიხვდი.იუნა.მინდა შენგან ბევრი ბავშვი მყავდეს და შენთან ვიცხოვრო.შენ ჯონგუკი არაფერში გჭირდება.დამიჯერე,ვიცნობ მას.ის ისეთი არაა როგორადაც თავას ასაღებს.ძალიან მალე გატკენს გულს და ამას ვერაფერს უშველი.

-თაე მოდი ექიმს დავუძახებ.-უპასუხა დაბნეულმა იუნამ და ადგომა სცადა.

-არ წახვიდე.ჯონგუკთან არ წახვიდე.არ დამტოვო იუნა.-ეუბნებოდა თეჰიონი გოგოს და ცრემლებით ასველებდა ბალიშს.-მინდა რომ კიდევ შევეხო მათ.გთხოვ უფლება მომეცი ტყუპებს მოვეფერო.

იუნა მისკენ მიიწია.ამაზე უარს ვერ ეტყოდა.თაემ კი ძლივს აწია ხელი და იუნას მუცელს ნელა მიადო.

თითქოს პატარებმა იგრძნეს სითბო თაესი და მუცელში მოძრაობა დაიწყეს.

-აიიი..მტკენენ უკვე მუცელს.-შუბლი შეკრა იუნამ.

პალატაში ექთანი შემოვიდა.

მაფიოზების გოგო🔞(დასრულებული)Where stories live. Discover now