თავი 14🥹

591 22 4
                                    

ჩემი და ნამჯუნის თანაცხოვრება ერთ დიდ კომედიას ჰგავდა.აი,როცა რაღაც უტყდებოდა იმდენს დავცინოდი მუცელი მტკიოდა ხოლმე.თუმცა ამ სიცილს მალევე მანანებდა და მაშინვე საწოლისკენ მივყავდი.

საკმაოდ ცხელი იყო ნამჯუნი და ტემპერამენტიანი.თითქმის არასდროს იღლებოდა,მე კი ყოველი სექსის მერე იმდენად მტკიოდა ყველაფერი უკვე გული მიმდიოდა.თუმცა ჩემი პირადი ბეჰემოტი მაინც ბეჰემოტად რჩებოდა.

ყველაფერი ასე გრძელდებოდა,სანამ ჩემმა ორგანიზმმა ცვლილება არ განიცადა.სექსი აღარ მინდებოდა.ნამჯუნმა ერთხელ დამაძალა კიდეც თუმცა საკმაოდ მეტკინა და გაჩერება ვთხოვე.მკერდიც გამეზარდა და სანამ ერთი თვე არ გავიდა,მანამდე ვერაფერს მივხვდი.

პერიოდი გადამიცდა.ამის შესახებ ნამჯუნს ვუთხარი.მინდოდა ახლავე გავმგზავრებულიყავით.

-ერთი წუთი მოიცადე.-მითხრა და აფთიაქის პატარა ყუთის ძებნა დაიწყო.-არ ვიცი რატომ,მაგრამ ორსულობის ტესტები გვაქვს.

,,ჰმ ამას დამიხედეთ.გათვალა ბიჭმა"
გამეცინა მის ხრიკებზე.მე მგონი საკმაოდ ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული,რომ ამ კუნძულზე მე დამაორსულებდა.

ტესტი მომაწოდა და თავდახრილი შევედი ტუალეტში.არ ვიცი ისე იმედიანად მიყურებდა,მეგონა იმედები არ უნდა გამეცრუებინა მისთვის.ვიცოდი ჩემზე მეტად ნამჯუნს უნდოდა შვილი.უნდოდა რომ მამა ყოფილიყო.ვიცოდი საუცხოო მამა გახდებოდა.

-10 წუთით უნდა დავიცადოთ-ვუთხარი მე.
-რა მოითმენს.
ვიჯექით და სერიალს ვუყურებდით.ნამჯუნს ნერვიულობამ გადაუარა და ინგლისურ სერიალში ჩაძვრა.მე დრო ვიხელთე და ტესტის სანახავად ავედი.

ნელა დავხედე ტესტს.ჰაჰ ორი ხაზი.

ჰაჰ ორი ხაზი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მაფიოზების გოგო🔞(დასრულებული)Where stories live. Discover now