თავი 12

626 22 37
                                    

🫣🥰ხვალ 2 თავს დავდებ😭სამწუხაროდ ინტერნეტის გარეშე ვარ🥹ახალი თავის დადება მინდა და ვერ ვახერხებთ სორით🥹🥹
.............

ისეთ მდიდრულ გარემოში შევაბიჯე,რომ პირი ღია დამრჩა.ნამჯუნმა ხელით მანიშნა შევსულიყავი.მეც თეთრ სვეტებში და მარმარილოებში შევედი და იქვე მდგარ დივანზე ჩამოვჯექი.

-შენს ოთახს გაჩვენებ მაღლა.-მითხრა კიმმა და ახლა ზემოთ მანიშნა ავსულიყავი.

-თაე ზემოთაა?-ვკითხე ბატონ კიმს.

-არა.თაე ამ დღეებში მოვა.-გამომხედა კიმმა და გაეღიმა.

აქ რაღაც ვერ გავიგე.წესით აქ უნდა დამხვედროდა,მაგრამ კარგი.დაველოდები სხვა რა გზა მქონდა.

ზემოთ ავედით და ერთ ოთახში შემიყვანა.ოთახის 1/4 მთლიანად მინა იყო.იქიდან კი უკიდეგანო ოკეანე ჩანდა.

-არადა თაემ იცის რომ ზღვის მეშინია.

-ვფიქრობ მას ამაზე დაელაპარაკები.თანაც შეგიძლია მინა დახურო.აი.

პულტი გამომიწოდა დაგამიღიმა.

აქ რაღაც ისე ვერ იყო,როგორც უნდა ყოფილიყო.

-შეიძლება თაეს ტელეფონი მითხრათ, რომ დავურეკო.

-თაეს ვერ დაუკავშირდები.აქ იშვიათად იჭერს ინტერნეტი.

-მოიცა,ინტერნეტის გარეშე როგორ გავძლო?

-აქ ბევრი გასართობია.-მითხრა ნამჯუნმა და ისევ გაეღიმა.

რაღაც არ მომწონდა მისი არაადეკვატური ღიმილი.

-წამოდი ვივახშმოთ.-მითხრა და დაბლა ჩამიძღვა.-დანარჩენს მერე დაგათვალიერებინებ.

დაბლა ჩავედით.უზარმაზარ მაგიდას მივუჯექით,რომელზეც საკმაოდ ბევრი საჭმელი იყო დაწყობილი ლამაზად.

ჭამის დროს ბევრ რამეზე მესაუბრა.ნამჯუნი მეტად განათლებული და სწორადმოაზროვნე ადამიანი აღმოჩნდა.ის იყო კაცი,არა! უფროსწორად მამაკაცი,რომელიც იდეალურობას და სრულყოფილებას ქმნიდა.

მაფიოზების გოგო🔞(დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant