-არ მომეკარო! - ბიჭის განწირული ხმა მთელს ოთხში ისმოდა. იატაკზე იყო ტანით მიკრული, ხელები თავს ზემოთ ჰქონდა თოკით გაჭერილი და ძლივსღა ახერხებდა მოძრობას.
ბუნდოვნად ახსოვს მომენტი თუ როგორ აღმოჩნდა აქ.
ის მაღაზიაში წავიდა პროდუქტების საყიდლად. შინ დაბრუნებისას გრძნობდა, როგორ მოყვებოდა ზურგს უკან ჩრდილი, ესმოდა ნაბიჯების ხმაც რომელიც ნელ-ნელა ასწრაფდა, ბოლოს კი ხელი ჩაავლო და გაურკვეველი მიმართულებით წაათრია.
არ იცოდა ვინ იყო, ან რა უნდოდა.
ვერაფრის კითხვა ვერ მოსწრო, რადგან მალევე გათიშეს..
ახლა კი უკვე ყველფერი ცხადია...
-ხალხს დავპირდი, რომ ვითამაშებდით. რაო, არ გინდა? თუ უკარებას როლს ირგებ? - აგდებულად შეეკითხა თემინი. მის სხეულთან ჩაიმუხლა და საჩვენებელი და შუა თითები შიშველ მუცელზე გაუსვა.
-სახლში გამიშვი!
-გაგიშვებ, მაგრამ მოგვიანებით.
-არა! ახლავე გამიშვი! - იყვირა ქერამ და თავის განთავისუფლების უშედეგო მცდელობები განაგრძო.
-ენა ჩაიგდე, თავს მატკიებ უკვე! - დაიწუწუნა თემინმა, ფეხზე წამოდგა და შარვლის ქამრის შეხსნა დაიწყო. - უხეშად არ მინდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ითხოვ.
***
თეჰიონი ჰოსოკთან და იუნგისთან ერთად მაშინვე პოლიციის განყოფილებაში წავიდა. ვერ დაუშვებდა მის გამო ჯიმინი ასეთ საფრთხეში ყოფილიყო. მინი უეჭველად დაუშავებდა საკუთარ თავს რაიმეს, თუკი თემინი ოდნავ მაინც შეეხებოდა მის უბიწოებას.
ჩიმი ასეთი იყო.. შეიძლება მოსწონდა ის, თუ როგორი იყო სოციალურ ქსელში.. მოსწონდა ყურადღება, კომპლიმენტები და თაყვანისმცემლები, მაგრამ რეალურად ძალიან მგრძნობიარე და მსხვრევადია. პატარა ბავშვივით.. სწორედ ამიტომ იყო, რომ დღემდე არავისთან ჰქონია სექსუალური გამოცდილება.
საათები გავიდა ძებნაში..
ამ დროის განმავლობაში არც ერთი პოსტი არ დაუდია თემინს. არც შეტყობინებებს პასუხობდა. დარეკვა ხომ საერთოდ ზედმეტი იყო.
-ჯონგუკს დავურეკავ - რბილად უთხრა ისედაც აღელვებულ თეს ჰობიმ.
თეჰიონმა მხოლოდ თავი დაუქნია და ეს უკანასკნელიც შენობის გარეთ გამოვიდა. არ უნდოდა ვინმეს მათი საუბარი მოესმინა.
მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ყველაფერში დარწმუნდა მობილური ამოიღო და ძმაკაცს დაუკავშირდა.
-გუკ, გაარკვიე რამე? - ჩურჩულით იკითხა ბიჭმა.
-თითქმის ადგილზე ვარ - მხოლოდ ეს უთხრა ჯონგუკმა. ხმაზე ეტყობოდა საშინლად განრისხებული იყო.
-ჰეი, ფრთხილად იყავი.. - სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები ჰოსოკმა, მაგრამ მობილურს მიღმა აღარავინ უსმენდა.