23🌟

1K 93 6
                                    

ჯონგუკი მძინარე ჯიმინს ეფერებოდა ფუმფულა, რბილ და თბილ ლოყებზე.

-მაპატიე, რომ იაფფასიანი ბოზი გიწოდე - დაიჩურჩულა თავისთვის მან. - მაგრამ ბოდიში შენც მოსახდელი გაქვს

-მე რატომ? - უცბათ თქვა ქერამ და თვალები ნელა გაახილა. ჯონგუკს სახიდან ღიმილი გაუქრა და ოდნავ უკან გაიწია.

-არ გეძინა? - დაბნეულმა ჰკითხა მეორეს.

-შენმა შეხებამ გამაღვიძა

-ხო.. ეს..

-არაუშავს, და ბოდიში რატომ უნდა მოვიხადო?

-დაივიწყე - ნაჩქარევად წამოხტა ჯონგუკი და მისგან ზურგშექცევით დაჯდა მაგიდასთან.

რამდენიმე წუთში ჯიმინიც უკან მიჰყვა, სკამი გამოსწია და პატარა მაგიდის თავში, მის პირდაპირ ჩამოჯდა.

-შენთვისაც გავაკეთე - დაიწყო ჯონგუკმა და თვალებით ყავით სავსე ფინჯანისკენ ანიშნა - მაგრამ უკვე გაცივდებოდა.

ჯიმინმა სრულიად დააიგნორა მისი ეს სიტყვები და კვლავ თავისას მიაწვა.

-რატომ გინდა ბოდიში მოგიხადო - ნელა, თითოეული სიტყვის გამოკვეთით თქვა მინიმ და ჯონგუკისკენ გაწია ჯერ კიდევ შიშველი ფეხი. - არ მეტყვი?

სინამდვილეში ჯიმინმა იცოდა ყველაფერი. ისიც იცოდა, რატომ ჰქონდა ბოდიში მოსახდელი და ისიც, თუ რატომ იყო ჯონგუკი ასეთი უცნაური ახლა. თუმცა ამისდამიუხედავად მოსწონდა მისი წვალება.

ჯონგუკი შეკრთა, როდესაც იგრძნო უცხო, სასიამოვნო შეხება ბარძაყზე და წამიერად წამოიკვნესა.

-გაწითლდი. - ჩაეცინა ჯიმინს და ფეხი უფრო მაღლა აწია.

ჯონგუკმა მუხლები შეკრა, ჯიმინის ფეხი ხელით დაიჭირა და ვნებამორეული მზერით ჩააცქერდა ქერას თვალებს.

-ნუ მეთამაშები. - სერიოზულად გააფრთხილა, მაგრამ მისი ტონი არ ყოფილა მკაცრი. უფრო მზრუნველი იყო. - თავს ვერ შევიკავებ

ჯიმინმა ფეხი მოადუნა და ქვედა ტუჩი ოდნავ უკანკალდა. ჯონგუკს გაუკვირდა, მაგრამ სანამ კითხვას დასვამდა მის ლოყაზე ახალი ცრემლის ნაკვალევი დაემჩნა და სწრაფად წამოხტა ადგილიდან, პატარა სხეული წამოაყენა და მოეხვია.

ჯიმინმა ტირილს უფრო უმატა. თავი მის კისერში ჩარგო და ხელებით ძლიერად ჩაეჭიდა მის მაისურს.

-ძალიან მეშინოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-ძალიან მეშინოდა. - ძლივს აღმოთვა ჯიმინმა ჯონგუკის ყურთან

-ვიცი. არ დავუშვებ მსგავსი რამ კიდევ გამოიარო.

-რ-რატომ?

-ჰმ?

-რატომ ზრუნავ ჩემზე..

-იმიტომ რომ მომწონხარ. ასეთი რთული მისახვედრია?

-არც ისე - ოდნავ ჩაეღიმა ჯიმინს.

-და შენ?

-მეც მომწონს ჩემი ბაჭია.

Instagram/JIKOOK(დასრულებული) Where stories live. Discover now