თვალები რომ გავახილე ჯერ კიდევ ბნელოდა, მთქნარებით წამოვდექი, ანას დავხედე ჩამეღიმა და ლოყაზე ვაკოცე...შემდეგ კი ჩუმად გამოვედი ოთახიდან და სამზარეულოსკენ გავბარბაცდი.
მისაღებში რომ შევიხედე ლუკა და თორნიკე იყვნენ და თამაშობდნენ, ჩავიღიმე და ფეხაკრეფით მივუახლოვდი მათ.
-ოოჰ ქალბატონს გაუღვიძია-დამცინა ლუკამ და თორნიკეს გადახედა.
ამ ვაჟბატონმა კიდე თვალებით მანიშნა მომიჯექიო და მეც რას ვიზავდი სხვას? გვერძე მივუსკუპდი.
-ამ ფეხბურთში რა მოგწონთ?-ცხვირი ავიბზუე, ლუკამ შოკირებული სახით გამომხედა.
-უფალმა შეგინდოოს!-დამიყვირა და კინაღამ ის ჯოისტიკი გამომიქანა თავში.
-იმედია მაგ ფეხბურთის თამაშში ამოგხდებათ სული-თვალები მოვჭუტე და გაბრაზებულმა გავხედე.
-შენ რას აკეთებ უკეთესს?-სიცილით გამომხედა ლუკამ.
-შემეშვი!
ორივემ გადაიხარხარეს და თამაშს მიუბრუნდნენ.
-აუ არ გინდათ მორჩეთ? მომაბეზრებია-ამოვიხვნეშე და თორნიკეს საწყალი თვალებით გავხედე.
-რას მელაპარაკები? ჩვენ ვერთობით-ნიშნის მოგებით მითხრა ლუკამ, მე კი შევუბღვირე.
-მოვრჩებით მალე-ნაზად მომიბრუნდა თორნიკე და თვალი ჩამიკრა.
ტელეფონი ამოვიღე და თავს ასე ვირთობდი, უცებ მესიჯი მომივიდა და გავხსენი, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.
უსიამოვნოდ შევიშმუშნე და ნიკოს პასუხი დავუბრუნე.
{-მომენატრე გოგო-მომწერა ცოტახნიანი საუბრის შემდეგ}-თვალები ავატრიალე.
{-ჩვენ ამაზე ხომ ვისაუბრეთ ნიკო}
{-კიდევ ის სირი მოგწონს არა?}
ამაზე საერთოდ გავბრაზდი და უბრალოდ ტელეფონი გავთიშე.
მალე დედამ დამირეკა და მითხრა წამოდი დახმარება მჭირდებაო, მეც სხვა რა გზა მქონდა ავდექი და მომზადება დავიწყე.

YOU ARE READING
Heartbeat💓
Randomდასრულებული.. მითხარი სად მიდიხარ ნევე-მკაცრად თქვა-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი. -რა ჯიუტი ვინმე ხარ-ბუზღუნით ამოვილაპარაკე-საავადმყოფოში. -რა გინდა საავადმყოფოში? -ანგარიში გაბარო?-გაღიზიანებულმა ვკითხე. -თუ საჭირო იქნება კი. -შენ ვინ გეკითხება. -შენი გ...