12

497 31 27
                                    

Author POV

მთელ საავადმყოფოში თითქოს ანგელოზები და ეშმაკები ერთმანეთს ერკინებოდნენ...დღეს უკვე მერამდენე ადამიანი დაიღუპა...მერამდენემ ჩაისუნთქა ბოლოჯერ ჰაერი და ვინ იცის იქნებ მარტო იყო, ახლობლების ნახვა ვერ მოასწრო, ისე გაუჩინარდა რომ საყვარელი ადამიანების სახეს თვალიც კი ვერ მოკრა...

ან ვინ იცის, იქნებ ბედნიერი წავიდა იმ ქვეყნად რადგან იქ ვიღაც ელოდა...

დღეს მერამდენე ბავშვი დაიბადა...თვალები გაახილა....ვინ იცის რამდენი მშობელი შეხვდა ბედნიერენით მათი პატარას ტირილს და რამდენს ახლა უკვე ხელებში ყავს მოქცეული ცქნაფა პაწაწინა გოგონა ან ბიჭი....ვინ იცის რამდენმა მშობელმა დაკარგა შვილი და რამდენმა ახლა შეიძინა....

უსიციცხლოდ მყოფი გოგონა ბიჭს ხელებში მოექცია და თავზე დასტიროდა, კანკალით ეფერებოდა ყველგან სადაც კი შეეძლო, ათრთოლებულ ტუჩებს ლოყასა და შუბზლე აწეპებდა და ცდილობდა სიკვდილის შავი, საზიზღარი ხელებიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგონა გამოეყვანა.

ვინ იცის იქნებ შეძლო კიდეც?

საავადმყოფოში ხმამაღალი ხმა გაისმა, ლურჯი კოდი..ლურჯი კოდი...დღეს უკვე მერამდენედ დაიაძახეს.

ახლა კი იმ გოგონას პალატისკენ მიიჩქაროდნენ..ზუსტად იმ გოგონას თავზე შეშინებული ბიჭი რომ ედგა და ჩუმად ეჩურჩულებოდა "არ გაბედო ჩემი მიტოვება..არასდროს გაპატიებ".

აბა კითხეთ გოგონას, განა მას უნდოდა წასვა? განა მას უნდოდა მიეტოვებინა ჯერ ახლად გაცნობილი სამყარო...სურდა მარტო, უსასრულო მწუხარებაში დაეტოვებინა მისი მშობლები....ან ბოლოჯერ ენახა "მისი" მწვანე თვალები....

იბრძოდა...თქვენ გგონიათ არაფერს აკეთებდა? მთელი ძალით გამორბოდა წყვდიადიდან, უკუნითი სიბნელით რომ იყო მოცული....მოიცადეთ მგონი დანებდა...გაჩერდა...

ნუთუ ხელი ჩაიქნია? ნევე მზად იყო ამისთვის? ბიჭი ხელებს მაინც არ აშორებდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 11, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Heartbeat💓Where stories live. Discover now