ბოლოს და ბოლოს პატარა სახლი გამოჩნდა, ნეტა გამაგებინა სად ჯანდაბაში ვართ.
-დარწმუნებული ხარ რომ ვინმე ნაჯახით არ გამოგვეკიდება?-შეშინებულმა ვუთხარი და მის ხელს ავეკარი.
-და კიდევ მე მგონია რომ ფილმში ვცხოვრობ?-სიცილით გააქნია თავი.
-ნუ დამცინი და საერთოდაც ასეთი რათაცეები რეალურ სამყაროშიც ხდება-მტკიცედ ვთქვი და თორნიკეზე აკრულმა განვაგრძე გზა.
იმ სახლს მივუახლოვდით, შორიდანვე რომ დავინახეთ.
-და მაინც? დარწმუნებული ხარ რომ იქ ვინმე პირუტყვი არ ცხოვრობს?
-არ ვარ ნევე და თუ არ დავაკაკუნეთ ვერც გავიგებთ.
თორნიკე კართან მივიდა და რამდენჯერმე დააკაკუნა, მის ზურგს უკან დავიმალე, მას კი გაეცინა.
-რა მშიშარა ყოფილხარ.
-შენს თავს მიხედე.
ბოლოს და ბოლოს კარი გაიღო და იქ მოხუცი ქალბატონი დაგვხვდა.
-გამარჯობა?-დაბნეულმა იკითხა.
-გამარჯობა ქალბატონო, მე და ჩემ შეყვარებულს გზა აგვებნა-შეყვარებულიო? ამას ხო არ აკლია?-დასარჩენ ადგილს ვეძებთ, გვცივა და მხოლოდ ერთი დღით შეგიძლიათ შეგვიფაროთ?
თორნიკე და ის მოხუცი ბევრს საუბრობდნენ მაგრამ აღარ მომისმენია მოხუცის უკან სახლში, რამე საეჭვოს ვეძებდი...შიშისგან უფრო ვცახცახებდი ვიდრე სიცივისგან.
ბოლოს ამ ქალბატონმა ღიმილით შეგვიპატიჟა, თოკომ ხელი ჩამკიდა და შიგნით შევიდა.
სითბო იყო, მესიამოვნა.
-მაპატიეთ ბავშვებო საჭმელი ბევრი არაფერი მაქვს.
-არაუშავს, მხოლოდ ერთი დღით დარჩენა გვინდა, დიდად გმადლობთ რომ ამის ნებას გვაძლევთ-როგორ მოკრძალებულად ესაუბრება, არაუშავს ქალბატონო მალე გაიგებთ როგორი ცხოველიცაა.
-როგორი საყვარლები ხართ-ღიმილით შემოგვხედა ჯერ ჩვენ და მერე ჩვენ ჩაკიდებულ ხელებზე, სწრაფად გავუშვი ხელი.

STAI LEGGENDO
Heartbeat💓
Casualeდასრულებული.. მითხარი სად მიდიხარ ნევე-მკაცრად თქვა-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი. -რა ჯიუტი ვინმე ხარ-ბუზღუნით ამოვილაპარაკე-საავადმყოფოში. -რა გინდა საავადმყოფოში? -ანგარიში გაბარო?-გაღიზიანებულმა ვკითხე. -თუ საჭირო იქნება კი. -შენ ვინ გეკითხება. -შენი გ...